"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№168
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016328
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110415012, 15/04/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№168

2011 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგული­რე­ბის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნ­ქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ეკ­ონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულ­ე­ბ­ის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №99, მუხლი 849) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქ­ნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1.პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დე­­გი რედაქციით:

„1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა­მინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონ­სტიტუციის 812 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქ­ტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავ­რო­ბო დაწესებულება, რომელიც არსებული კანონმდებლობის სა­ფუ­ძ­ვ­ელზე შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური გან­ვითარების ამოცანებს.“.

2.მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ ე ს.

3.მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“, „პ“და „ჟ“ ქვეპუნქტები:

„ო) სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;

პ) საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;

ჟ) სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.“.

მუხლი 2.დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრ­ი­ლ­ი­­დან.

პრემიერ-მინისტრი                       ნ. გილაური