საჯარო სამართლის იურიდიული პირის–სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.04.2011
ძალაში შესვლა 15.04.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/591
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016062
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110415023, 15/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის–სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
h1 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-weight:bold;}
h2 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
h3 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-weight:bold;}
h4 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
h5 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-weight:bold;}
h6 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.MsoHeading7, li.MsoHeading7, div.MsoHeading7 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoHeading8, li.MsoHeading8, div.MsoHeading8 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-style:italic;}
p.MsoHeading9, li.MsoHeading9, div.MsoHeading9 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; }
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.MsoFootnoteReference { vertical-align:super;}
span.MsoPageNumber {}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:13.5pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.5pt; }
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; font-size:13.5pt; font-weight:bold; text-decoration:underline;}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:1.25in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.75in; font-size:13.5pt; font-weight:bold; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.Heading1Char { font-weight:bold;}
span.Heading2Char { font-weight:bold; font-style:italic;}
span.Heading3Char { font-weight:bold;}
span.Heading4Char { font-weight:bold;}
span.Heading5Char { font-weight:bold;}
span.Heading6Char { font-weight:bold;}
span.Heading7Char { }
span.Heading8Char { font-style:italic;}
span.Heading9Char { }
span.BodyText2Char { }
span.BodyTextChar { }
span.BodyTextIndentChar { }
span.PlainTextChar { }
span.BodyTextIndent2Char { font-weight:bold; text-decoration:underline;}
span.BodyTextIndent3Char { font-weight:bold; text-decoration:underline;}
span.BodyText3Char { }
span.FooterChar { }
span.FootnoteTextChar { }
span.HeaderChar { }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:10.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 55.35pt 45.1pt 53.85pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/591
2011 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე
-3 პუნქტისა და მე
-10 მუხლის მე
-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლი 15 აპრილიდან.
ვ. ქობალია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები, ვადები, საფასურის განაკვეთები, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების (შემდგომ – წესი) მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სამართლებრივი მოწესრიგების, სახმელეთო ტრანსპორტის დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, მომსახურების მაღალი ხარისხის, გადამზიდველთა და მომხმარებელთა უფლებების (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ) დაცვის ფინანსური უზრუნველყოფა.
2. ეს წესი განსაზღვრავს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს, საფასურების განაკვეთებს, მათი გადახდის და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი
1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა – დადგენილი წესის მიხედვით გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაბამისობას სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მიმართ დადგენილ მოთხოვნებთან;
ბ) ECMT-ს სერტიფიკატი – დადგენილი წესის მიხედვით გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სატვირთო ავტომობილის ან/და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური მდგომარეობის შესატყვისობას ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის/საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ECMT/ITF) (შემდგომ
– ECMT) მოთხოვნებთან;
გ) მომსახურება – სატრანსპორტო პროცესების შეუფერხებელი და უსაფრთხო განხორციელების მიზნით სააგენტოზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებასთან, სატრანსპორტო უსაფრთხოების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან, მათ აღრიცხვა-რეგისტრაციასთან და გამოყენების მონიტორინგთან, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესებში მონაწილე სუბიექტთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და/ან მინიჭება/აღიარებასთან, რომლის გაწევისათვის დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაუხადოს სააგენტოს საფასური;
დ) საფასური – „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მის ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა;
ე) დაჩქარებული მომსახურება – დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაზე უფრო შემჭიდროებულ დროში;
ვ) ტესტირების ცენტრი – საწარმო, რომელიც ადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობას და აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონებში.
მუხლი 3🔗. სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეები, საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები
1. მომსახურების სახეები და საფასურის განაკვეთებია:
ა) ერთ ქვეყანაში საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის იმ
ნებართვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ფარგლებში) გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:
ა.ა) რომლითაც განსაზღვრულია შესრულებულ რეისებზე რაოდენობრივი შეზღუდვა – 1 სამუშაო დღეში გაცემისას – 100 ლარი, 1 სამუშაო დღეზე მეტ ვადაში გაცემისას – 70 ლარი;
ა.ბ) რომლითაც არ არის განსაზღვრული შესრულებულ რეისებზე რაოდენობრივი შეზღუდვა – მისი მოქმედების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე – 70 ლარი;
ბ) ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის ECMT კვოტების სისტემაში განსახორციელებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:
ბ.ა) იმ ქვეყნებში შესვლის უფლებით, რომლებისთვისაც არ არის დაწესებული კვოტების შეზღუდვები – მისი მოქმედების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე – 70 ლარი;
ბ.ბ) თითოეულ იმ ქვეყანაში შესვლის უფლებით, რომლისთვისაც დაწესებულია კვოტების შეზღუდვები – ამ მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაკვეთზე დამატებით 70 ლარი ნებართვის მოქმედების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე;
გ) საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის
ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:
გ.ა) 200 კმ-მდე სიგრძის თითოეულ მარშრუტზე – 400 ლარი;
გ.ბ) 200-დან 1500 კმ-მდე სიგრძის თითოეულ მარშრუტზე –2000 ლარი;
გ.გ) 1500 კმ-ზე მეტი სიგრძის თითოეულ მარშრუტზე –
3000 ლარი;
დ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დაჩქარებული მომსახურებისათვის – 1 სამუშაო დღეში გაცემისას – 20 ლარი;
ე) სატვირთო ავტომობილის და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT -ს სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 1 სამუშაო დღეში გაცემისას – 70 ლარი, 1 სამუშაო დღეზე მეტ ვადაში გაცემისას – 50 ლარი;
ვ) სატვირთო ავტომობილის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT -ს სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 200 ლარი;
ზ) მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT -ს სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 100 ლარი;
თ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშის ბლანკების დამზადებასა და ტესტირების ცენტრებისათვის გადაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის –1 ცალზე – 2.0 ლარი;
ი) განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის –
70 ლარი;
კ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატების გაცემასთან დაკავშირებული დაჩქარებული მომსახურებისათვის – 1 სამუშაო დღეში გაცემისას – 10 ლარი;
ლ) დაშვების მოწმობის და სერტიფიკატის დუბლიკატების გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – 10 ლარი.
2. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადები განისაზღვრება ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობით.
3. მომსახურების ვადების ათვლა იწყება მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
მუხლი 4🔗. საფასურის გადახდის წესი
1. სააგენტოს მომსახურებით დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული საფასური, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით. ხოლო სანებართვო მომსახურების განხორციელებისათვის –
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებელი.
2. დაჩქარებული მომსახურების შემთხვევაში დაინტერესებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადასახდელთან ერთად დამატებით იხდის დაჩქარებული მომსახურებისათვის დადგენილ შესაბამის საფასურს.
3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საფასური გადაიხდება ნებართვის გაცემაზე სააგენტოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნებართვის გაცემამდე, ხოლო დანარჩენი მომსახურების სახეებზე საფასური გადაიხდება წინასწარ, მომსახურების გაწევამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
4. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.
6. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.
მუხლი 5🔗. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1. თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს დაუბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილ განაკვეთს შორის.
2. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:
ა) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე;
ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;
გ) სააგენტომ მომსახურება არ განახორციელა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
3. გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მას თან უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება წარმოდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან ერთი კვირის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.
4. თუ მომსახურების გაწევისას სააგენტომ დაუშვა შეცდომა, კერძოდ, დოკუმენტი შედგენილი ან/და გაცემული იქნა არასწორი მონაცემებით, დაინტერესებულ პირს ხელახლა გაეწევა მომსახურება დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი უარს განაცხადებს მომსახურების ხელახლა მიღებაზე, მას უბრუნდება გადახდილი საფასური.
5. საფასურთან დაკავშირებული დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.