⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.08.2005)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.12.2004
ძალის დაკარგვა 05.08.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №122
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 156, 31/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,736 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2004 მიღება
05.08.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 37.9pt 63.8pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №122 2004 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) თანდართული დებულება. პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტო (საქსტანდარტი) (შემდგომში – საქსტანდარტი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად. იგი არის სახელმწიფოს მიერ სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროების რეგულირებისა და ამ სფეროებში საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შექმნილი სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე ორგანიზაცია – ეროვნული ორგანო, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით კანონმდებლობის ფარგლებში ახორციელებს თავის საქმიანობას. 2. საქსტანდარტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სტანდარტიზაციის შესახებ“, „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“, „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. 3. საქსტანდარტს აქვს მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. ორგანიზაციის ბლანკზე გამოიყენება სახელმწიფო გერბისა და საკუთარი ემბლემის გამოსახულება. 4. საქსტანდარტის იურიდიული მისამართია: 0141, თბილისი, ჩარგლის ქ. №67.     მუხლი 2🔗. საქსტანდარტის საქმიანობის სფერო და ამოცანები საქსტანდარტის ძირითადი ამოცანებია: ა) მომხმარებელთა უფლებების დაცვის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, სერტიფიკაციის, შესაბამისობის დადასტურებისა და ხარისხის მართვის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ამ სფეროებში დარგთაშორისი საქმიანობის რეგულირება და კოორდინაცია; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სტანდარტიზაციის სახელმწიფო მეტროლოგიური კონტროლი და ზედამხედველობა; შესაბამისობის დადასტურების სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის დაცვა; ბ) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, სერტიფიკაციის, შესაბამისობის დადასტურების, ხარისხის მართვის სისტემების ჩამოყალიბება, მათი ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობა და მონიტორინგი; გ) პროდუქციის (მომსახურების) ხარისხისა და უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფოსა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა; დ) პროდუქციის (მომსახურების) ხარისხის, მისი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდა; ე) ვაჭრობის სფეროში ტექნიკურ დაბრკოლებათა აღმოფხვრა; ვ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საჭიროებისათვის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სამუშაოების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ზ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე აკრედიტაციის სამუშაოების განხორციელება; თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო სტანდარტებისა და სტანდარტიზაციის, გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის, სერტიფიკაციის, შესაბამისობის დადასტურების, ხარისხის მართვის, აკრედიტაციის სფეროების განვითარებისათვის ნორმატიული ბაზის მომზადება. 2. საქსტანდარტის ძირითადი ფუნქციებია: ა) პროდუქციის (მომსახურების) ხარისხისა და გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის საკითხებში ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და მისი განხორციელების უზრუნველყოფაში მონაწილეობა; ბ) წინადადებების მომზადება სერტიფიკაციის საერთაშორისო სისტემაში შესაბამისობის დადასტურების სფეროში საქართველოს შერწყმის თაობაზე. შესაბამისობის დადასტურების სფეროში დარგთაშორისი საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა; გ) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში საერთაშორისო, რეგიონალურ ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა. ეროვნული სტანდარტების საერთაშორისო (რეგიონალურ) სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება საერთაშორისო მოთხოვნების მიხედვით; დ) სახელმწიფო სტანდარტების სავალდებულო მოთხოვნების, გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფისა და სერტიფიკაციის წესების დაცვა საწარმოებსა და ორგანიზაციებში, განურჩევლად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, პროდუქციის წარმოების სასიცოცხლო ციკლის მთელ სტადიაზე; ე) სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტების, სერტიფიკაციის საგამოცდო ლაბორატორიების (ცენტრების), ეტალონების, დროისა და სიხშირის და მართვის სხვა სტრუქტურული ერთეულების ჩამოყალიბება, მათი საქმიანობის ორგანიზება, კონტროლი და ზედამხედველობა; ვ) სავალდებულო სერტიფიკაციის, შესაბამისობის დადასტურების სამუშაოთა ორგანიზება და აპელაციების განხილვა; ზ) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, სერტიფიკაციისა და შესაბამისობის დადასტურების სახელმწიფო რეესტრების წარმოება; თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო სტანდარტების, ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების სახელმწიფო რეგისტრაცია; ი) დადგენილი წესით აკრედიტებული, ატესტირებული, ლიცენზირებული ობიექტების, სერტიფიკატების, გაზომვათა საშუალებების, ეტალონების სახელმწიფო რეესტრების წარმოება და საინფორმაციო ცნობარების გამოცემა; კ) სტანდარტიზაციის, გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფისა და სერტიფიკაციის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით; ლ) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში კადრების კვალიფიკაციის ამაღლება, გადამზადება, ატესტაცია; მ) საერთაშორისო (რეგიონალური) სტანდარტების, სტანდარტიზაციის წესების, ნორმებისა და რეკომენდაციების საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება და მათი შესრულების კონტროლი; ნ) დადგენილი წესით გაზომვის საშუალებათა დამზადების, შეკეთების, გაყიდვისა და გაქირავების უფლებაზე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობის ლიცენზირება; ო) ეტალონური ბაზის შექმნისა და განვითარების, გაზომვათა საშუალებების დამოწმების, დაკალიბრების, გამოცდისა და ტიპის დამტკიცების (მათ შორის იმპორტულის) სამუშაოთა განხორციელება. 3. საქსტანდარტს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის, კანონპროექტების, სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში; ბ) განახორციელოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში დარგთაშორისი საქმიანობის კოორდინაცია; გ) ორგანიზება გაუწიოს სტანდარტიზაციის, გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფას, სერტიფიკაციის სისტემების ჩამოყალიბებას, განახორციელოს ამ სისტემების ფუნქციონირების სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა და დარღვევათა გამოვლენის შემთხვევებში მიიღოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები თავისი კომპეტენციის ფარგლებში; დ) დადგენილი წესით დაამტკიცოს სახელმწიფო სტანდარტები და სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში სხვა ნორმატიული დოკუმენტები, განსაზღვროს დამოწმებას დაქვემდებარებული გაზომვათა საშუალებები; აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის (მომსახურების) ნუსხის განსაზღვრაში; ე) განახორციელოს დამოწმებას დაქვემდებარებული გაზომვის საშუალებების წარმოების, შეკეთების, გაყიდვის, გაქირავების სამუშაოთა ლიცენზირება; ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ახალი ან იმპორტის გზით შემოტანილი გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების შესახებ; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგინოს საქართველოს ინტერესები, როგორც ეროვნულმა ორგანომ, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის, შესაბამისობის დადასტურების, პროდუქციის ხარისხის საერთაშორისო (რეგიონალურ) სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციებში; თ) დაამყაროს საქმიანი ურთიერთობანი საზღვარგარეთის ქვეყნების სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, სერტიფიკაციის, შესაბამისობის დადასტურების, პროდუქციის ხარისხის კონტროლის ორგანიზაციებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ი) შექმნას დარგთაშორისი საბჭოები სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, სერტიფიკაციის პრობლემებისა და აპელაციის განსახილველად; კ) შეიმუშაოს წინადადებები დასაშვებ ფიზიკურ სიდიდეთა ერთეულების საქართველოში დანერგვისა და გამოყენების შესახებ; ლ) ორგანიზება გაუწიოს სახელმწიფო, საერთაშორისო (რეგიონალური), საზღვარგარეთის ქვეყნების ეროვნული სტანდარტების, სტანდარტიზაციის წესების, ნორმებისა და რეკომენდაციების, ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის საქართველოს კლასიფიკატორების ფონდისა და საინფორმაციო ბანკის შექმნასა და წარმართვას; მ) ორგანიზება გაუწიოს სახელმწიფო, საერთაშორისო (რეგიონალური), სახელმწიფოთაშორისი და სხვა ქვეყნების სტანდარტების, ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, სერტიფიკაციის, შესაბამისობის დადასტურებისა და ხარისხის მართვის შესახებ წესებისა და რეკომენდაციების გამოცემას; ნ) მოაწყოს გამოფენები, კონფერენციები, სიმპოზიუმები და სხვა ღონისძიებანი პროდუქციის ხარისხის, სერტიფიკაციის მენეჯმენტთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს სახელმწიფო და სხვა ორგანოებისაგან, დაწესებულებებისაგან, ორგანიზაციებისაგან, სახელმწიფო და კერძო საწარმოებისაგან, აგრეთვე თანამდებობის პირებისაგან ინფორმაციული, დოკუმენტური და სხვა მასალები თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქსტანდარტისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელების უზრუნველსაყოფად; პ) დადგენილი წესით გააუქმოს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მათი კანონთან შეუსაბამობის შემთხვევაში; ჟ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის წესების დარღვევისას მიიღოს შესაბამისი ზომები საგამოცდო ლაბორატორიებისა და სერტიფიკაციის ორგანოების მიმართ; რ) განახორციელოს საქსტანდარტისათვის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.     მუხლი 3🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. საქსტანდარტის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რომელიც ახორციელებს საქმიანობის კანონიერების ზედამხედველობასა და საფინანსო-ეკონომიკური ფუნქციების შესრულების კონტროლს. 2. საქსტანდარტს მხოლოდ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს თანხმობით შეუძლია: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, დატვირთვა; ბ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა. 3. საქსტანდარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს თანხმობით შეუძლია: ა) სესხის აღება; ბ) თავდებობა.     მუხლი 4🔗. საქსტანდარტის ხელმძღვანელობა 1. საქსტანდარტის ხელმძღვანელია გენერალური დირექტორი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. გენერალურ დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე (მათ შორის ერთი – პირველი), მრჩევლები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. გენერალური დირექტორის მოადგილეები და მრჩევლები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად. 3. გენერალური დირექტორი ერთპიროვნულად უძღვება საქსტანდარტის საქმიანობას. 4. გენერალური დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს საქსტანდარტის საქმიანობას; ბ) ადგენს საქსტანდარტის საქმისწარმოების წესს; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – განკარგულებებს; დ) წარმოადგენს საქსტანდარტს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) უზრუნველყოფს საქსტანდარტის წინაშე დასახული ამოცანების შესრულებას; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქსტანდარტის თანამშრომლებს; ზ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს საქსტანდარტის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; თ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღებას; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განკარგულებით ამტკიცებს საქსტანდარტის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; კ) სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს თანხმობით განკარგავს ადმინისტრაციის ქონებას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ლ) ხსნის ანგარიშებს (ეროვნული, სავალუტო); მ) უფლებამოსილია თავისი არყოფნის შემთხვევაში საქსტანდარტის გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულება განკარგულებით დააკისროს ერთ-ერთ მოადგილეს. გენერალური დირექტორის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ახორციელებს საქსტანდარტის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე.     მუხლი 5🔗. საქსტანდარტის სტრუქტურა 1. საქსტანდარტის სტრუქტურული ერთეულები არიან: ა) საქმეთამმართველობა (სამსახური); ბ) სტანდარტიზაციის დეპარტამენტი; გ) გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის დეპარტამენტი; დ) აკრედიტაციის დეპარტამენტი; ე) პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექცია; ვ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი; ზ) ცენტრალური ბუღალტერია; თ) პერსონალის მართვის დეპარტამენტი; ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; კ) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ცენტრები; ლ) პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობის ტერიტორიული ორგანოები. 2. სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ცენტრების, პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობის ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქსტანდარტის გენერალური დირექტორი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს მათ სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.     მუხლი 6🔗. საქსტანდარტის ქონება, ბიუჯეტი და ანგარიში 1. საქსტანდარტის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც აისახება მის დამოუკიდებელ ბალანსში; 2. საქსტანდარტის ბიუჯეტის წყაროებია სახელმწიფო ბიუჯეტი და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით ნებადართული შემოსავლები; საქსტანდარტს ბალანსიდან ბალანსზე გადაეცემა „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტისა“ და საჯარო სამართლის იურიდიული პირების: „მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის“, „მეტროლოგიის ცენტრის“, „აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს“ მფლობელობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები. 3. საქსტანდარტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. 4. საქსტანდარტის წლიურ ანგარიშს ამოწმებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებების საფუძველზე.     მუხლი 8🔗. საქსტანდარტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია საქსტანდარტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.