⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.01.2006)
გაუქმებულია:

თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობისა და შეფუთვის შესახებ

მიღების თარიღი 31.12.2004
ძალის დაკარგვა 13.01.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №123
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 156, 31/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 823 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2004 მიღება
13.01.2006 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობისა და შეფუთვის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:31.5pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №123 2004 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობისა და შეფუთვის შესახებ ,,საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად ყველა მარკის ფილტრიანი სიგარეტისათვის ნიკოტინის, ფისისა და ნახშირჟანგის შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონის დადგენისა და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილებისა და სხვა ინფორმაციის დატანის მიზნით: 1. 2006 წლის 1 იანვრიდან თავისუფალ ბრუნვაში გამოშვებულ სიგარეტებში ნიკოტინის, ფისისა და ნახშირჟანგის შემცველობა უნდა იყოს არა უმეტეს: ა) ნიკოტინისათვის – 1 მგ ერთ სიგარეტზე; ბ) ფისისათვის – 10 მგ ერთ სიგარეტზე; გ) ნახშირჟანგისათვის – 10 მგ ერთ სიგარეტზე. 2. 2006 წლის 1 იანვრიდან სიგარეტებში ნიკოტინის, ფისისა და ნახშირჟანგის შემცველობა განისაზღვროს საქართველოში დადგენილი წესით მიღებული საერთაშორისო სტანდარტებით: ა) ისო 8243-91 ,,სიგარეტები. სინჯის აღება”; ბ) ისო 4387-91 ,,სიგარეტები. სიგარეტის კვამლში ტენიანი და ნიკოტინის არშემცველი მშრალი კონდენსატის (ფისის) შემცველობის განსაზღვრის მეთოდი ლაბორატორიული მოსაწევი აპარატის დახმარებით”; გ) ისო 10315-91 ,,სიგარეტები. ნიკოტინის შემცველობის განსაზღვრა კვამლის კონდენსატში. გაზოქრომატოგრაფიული მეთოდი”; დ) ისო 8454-95 ,,სიგარეტები. კვამლის გაზურ ფაზაში ნახშირჟანგის შემცველობის განსაზღვრა არადისპერსიული ინფრაწითელი ანალიზატორის დახმარებით”. 3. სიგარეტებში ნიკოტინის, ფისისა და ნახშირჟანგის შემცველობა, განსაზღვრული პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა იყოს დატანილი სიგარეტის შეფუთვის ერთ გვერდზე სახელმწიფო ენაზე იმდაგვარად, რომ მან უნდა დაფაროს შესაბამისი ზედაპირის სულ ცოტა 10 პროცენტი. 4. 2006 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმის თითოეული შეფუთვა უნდა შეიცავდეს ზოგად გაფრთხილებებს და დამატებითი გაფრთხილებებიდან რომელიმეს: ა) ზოგადი გაფრთხილებები: ა.ა) მოწევა კლავს, მოწევამ შეიძლება მოკლას; ა.ბ) მოწევა გაყენებთ სერიოზულ ზიანს თქვენ და თქვენს ირგვლივ მყოფთ;         გაფრთხილებები დაბეჭდილი უნდა იყოს თითოეული შეფუთვის უფრო გამოსაჩენ ნაწილზე და ყოველგვარ გარე შეფუთვაზე, გარდა დამატებითი გამჭვირვალე სახვევისა, რომელიც გამოიყენება ნაწარმის საცალო გაყიდვაში. ბ) დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები: ბ.ა) მწეველები კვდებიან ადრე; ბ.ბ) თამბაქოს მოწევა იწვევს არტერიების დახშობას, გულის შეტევებსა და ინფარქტს; ბ.გ) თამბაქოს მოწევა იწვევს ფილტვების კიბოს; ბ.დ) თამბაქოს მოწევა ორსულობისას საზიანოა თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისათვის; ბ.ე) გაუფრთხილდით ბავშვების ჯანმრთელობას: ნუ აიძულებთ თქვენ მიერ მონაწევი თამბაქოს კვამლით ისუნთქონ; ბ.ვ) ექიმი დაგეხმარებათ თავი დაანებოთ თამბაქოს მოწევას; ბ.ზ) მოწევით ვითარდება ძლიერი დამოკიდებულება თამბაქოსადმი; ნუ დაიწყებთ მოწევას; ბ.თ) თამბაქოს მოწევის შეწყვეტა მნიშვნელოვნად ამცირებს გულისა და ფილტვების სასიკვდილო დაავადებების განვითარების რისკს; ბ.ი) თამბაქოს მოწევა ნელი და მტანჯველი სიკვდილის მიზეზად შეიძლება იქცეს; ბ.კ) შეიძლება მოწევისათვის თავის დასანებებლად მიმართოთ ექიმს; ბ.ლ) თამბაქოს მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას; ბ.მ) თამბაქოს მოწევამ შეიძლება გავლენა იქონიოს სპერმაზე და დააქვეითოს ფერტილობის დონე. 5. ზოგადმა გაფრთხილებამ, რომელიც აუცილებელია მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაფაროს თამბაქოს შეფუთვის ერთეულის გარე ზედაპირის შესაბამისი ფართობის სულ ცოტა 30 პროცენტი. დამატებითმა გაფრთხილებამ, რომელიც აუცილებელია მე-4 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაფაროს თამბაქოს შეფუთვის ერთეულის გარე ზედაპირის შესაბამისი ფართობის სულ ცოტა 40 პროცენტი. 6. გაფრთხილების ტექსტი და მავნე ნივთიერების შემცველობის დონეები უნდა იყოს: ა) სახელმწიფო ენაზე; ბ) დაბეჭდილი შავი მსხვილი შრიფტით თეთრ ფონზე; გ) ნუსხური ასოებით; დ) შეფუთვის ზედა ნაპირის პარალელურად ფართობის ცენტრში, რომელზედაც მოცემული ტექსტი იქნება დაბეჭდილი. 7. ტექსტის დაბეჭდვა ცალკეული შეფუთვის აქციზურ მარკაზე იკრძალება. ტექსტი დაბეჭდილი უნდა იყოს იმგვარად, რომ მისი წაშლა შეუძლებელი იყოს. ის, ასევე არ უნდა იყოს დაფარული, წარეცხილი, ან არ უნდა წყდებოდეს სხვა წარწერებით ან გამოსახულებით, ანდა შეფუთვის გახსნისას. 8. იდენტიფიკაციის უზრუნველსაყოფად თამბაქოს ნაწარმი უნდა იყოს დადგენილი წესით ნიშანდებული. 9. 2006 წლის 1 იანვრიდან ტექსტები, დასახელებები, სავაჭრო ნიშნები, ან სხვა ნიშნები, რომლებიც იტყობინებიან, რომ მოცემული თამბაქოს ნაწარმი ნაკლებად მავნეა, ვიდრე სხვა, არ უნდა იქნეს გამოყენებული თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე. 10. ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვეში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად უზრუნველყოს ,,საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავება და დადგენილი წესით გამოცემა. პრემიერ-მინისტრი               ზ. ჟვანია