საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 25.01.2005
ძალის დაკარგვა 02.04.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 10, 28/01/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 45.0pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №11
2005 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2004 წელი, №41, მუხლი 200🔗) 153-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების თანდართული წესი.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტისა და 153-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) ფუნქციონირების წესსა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს.
2. საბჭოში საგადასახადო დავის განხილვის მიზანია მხარეთა თანასწორუფლებიანობის საწყისებზე მისი სწრაფად და სამართლიანად გადაწყვეტა.
3. საბჭოში საგადასახადო დავის განხილვა და გადაწყვეტა ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესის საფუძველზე.
4. საბჭო თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, ამ წესით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2🔗. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გადაწყვეტილების ან საგადასახადო ორგანოს უარის გასაჩივრება საბჭოში
1. გადასახადის გადამხელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს საბჭოში (თუ მის საჩივარში ასე იყო აღნიშნული):
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც მან გააუქმა საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება (ამ გადაწყვეტილებისა და თანდართული დოკუმენტების მიღებიდან 5 დღეში);
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გადაწყვეტილება საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შესახებ (ამ გადაწყვეტილებისა და თანდართული დოკუმენტების მიღებიდან 5 დღეში);
გ) საგადასახადო ორგანოს უარი, თუ მან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო ეს გადაწყვეტილება (ამ ვადის ამოწურვიდან 5 დღეში).
2. საჩივარს თან უნდა ერთოდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისათვის წარდგენილი ყველა მასალის ასლი და დამატებითი მტკიცებულებები, მათი არსებობის შემთხვევაში; საჩივარში უნდა აღინიშნოს დავის შემდგომი გაგრძელების შემთხვევაში დავის გადაწყვეტის რომელ ფორმას ირჩევს მომჩივანი.
მუხლი 3🔗. საბჭოს სხდომა
1. საბჭო დავას იხილავს საჩივრის მიღებიდან 15 დღის ვადაში თავის სხდომაზე.
2. სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან მის მიერ საბჭოს წევრთაგან დანიშნული პირი.
3. სხდომის რეგლამენტს განსაზღვრავს საბჭო.
4. საბჭოში დავის განხილვა ხდება მომჩივანის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლების მონაწილეობით. განხილვისათვის დანიშნულ დროს მომჩივანის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დავა განიხილება მის გარეშე.
5. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სხდომის დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, დაუშვებელია ხმის მიცემისაგან თავშეკავება.
მუხლი 4🔗. საბჭოს უფლებამოსილებები
1. საბჭო უფლებამოსილია:
ა) გააუქმოს საგადასახადო ორგანოს ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გადაწყვეტილება;
ბ) გააუქმოს საგადასახადო ორგანოს ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გადაწყვეტილება და მიიღოს ახალი გადაწყვეტილება;
გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი.
2. საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) გადაწყვეტილების მიღების დრო და ადგილი, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ვინაობა, მომჩივანისა და საგადასახადო ორგანოს დასახელება, რომლის გადაწყვეტილებაც იყო გასაჩივრებული და დავის საგანი;
ბ) საბჭოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელთა საფუძველზეც მოხდა ამა თუ იმ მტკიცებულების უარყოფა, ნორმატიული აქტები და მათი ნორმები, რომლითაც ხელმძღვანელობდა იგი;
გ) საბჭოს დასკვნა საჩივრის დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
დ) საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი.
3. საბჭოს წევრს (როგორც გადაწყვეტილების მომხრეს, ისე მოწინააღმდეგეს) უფლება აქვს გადაწყვეტილებას დაურთოს განსხვავებული მოსაზრება.
4. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება წერილობითი ფორმით, რომლის დამოწმებული ასლი არა უგვიანეს 5 დღისა ეგზავნება ან პირადად ბარდება მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს.
5. თუ საბჭო ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღებს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, ან გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს არ გაუგზავნის მას, ეს ნიშნავს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
მუხლი 5🔗. საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლა და მისი გასაჩივრება
1. გადაწყვეტილება ძალაში შედის:
ა) მომჩივანის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან მე-10 კალენდარულ დღეს, თუ მან ამ ვადაში არ გაასაჩივრა იგი;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან მე-10 დღეს, თუ მომჩივანმა ამ ვადაში არ მიიღო საბჭოს გადაწყვეტილება და ამავე ვადაში არ გაასაჩივრა საბჭოს უარი.
2. გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი, სხვა უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს არბიტრაჟში ან სასამართლოში (როგორც აქვს აღნიშნული თავის საჩივარში).
მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულება
საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე.