„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4520-Iს
სარეგისტრაციო კოდი
330090000.05.001.016275
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110415032, 15/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსკანონი

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონ ში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 24.06.2005, მუხ. 186) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 26-ე მუხლი ს მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს საქართველოს მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია განსაზღვროს სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების განსხვავებული წესებ ი. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება სხვა სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოებზე. ამ შემთხვევ აში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი.“.

2. 29-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას საქართველოს მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია განსაზღვროს სარეკრეაციო ტერიტორიებ ზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებ ში მიწათსარგებლობის გენერალურ ი გეგმ ის დამტკიცების განსხვავებული წესი. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება სხვა სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოებზე.“.

3. 30-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმას საქართველოს მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია განსაზღვროს სარეკრეაციო ტერიტორიებ ზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებ ში განაშენიანების რეგულირების გეგმ ის დამტკიცების განსხვავებული წესი. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება სხვა სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოებზე.“.

მ უხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოცემისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                             მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 8 აპრილი.

№4520-Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.04.2011.
როდის იქნა მიღებული „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.04.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4520-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 330090000.05.001.016275.
რამდენი მუხლისგან შედგება „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.04.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №4520-Iს, 08.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 330090000.05.001.016275 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1298506/