საქართველოს სახელმწიფო ატრიბუტიკის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს სახელმწიფო ატრიბუტიკის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო ატრიბუტიკის (სიმბოლიკის) შემუშავების და ამ სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პარლამენტში შექმნილმა ინტერფრაქციულმა ჯგუფმა თავის დასკვნით სხდომაზე და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტთან ერთად საკომიტეტო მოსმენაზე განიხილა ისტორიული, ტრადიციული სახელმწიფო ატრიბუტიკის (გერბი – " კვართიან-დავითიანი", დროშა - "გორგასლიან-დავითიანი") აღდგენის საკითხი და მხარი დაუჭირა სახელმწიფო ატრიბუტიკის შეცვლას. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ორგანული კანონის პროექტი სახელმწიფო ატრიბუტიკის შეცვლისა და ისტორიული, ტრადიციული ატრიბუტიკის აღდგენის თაობაზე.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე
თბილისი,
1999 წლის 9 ივნისი
№2060–II ს