საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 16.05.2000
ძალის დაკარგვა 01.03.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №305
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 45, 23/05/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 02.03.2006
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და მისი საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტის თითოეული წევრისათვის საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოიყოს ამ დადგენილებით განსაზღვრული თანხა.
2. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში შეიქმნას მაჟორიტარული წესით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის ბიურო – პარლამენტის წევრის წარმომადგენლობა, რომლის მიზანია პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის ხელშეწყობა. ბიუროს საქმიანობა მოწესრიგდეს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული დებულებით. პარლამენტის წევრი ბიუროს საქმიანობის წარმართვისათვის სარგებლობს ბეჭდით, რომელზედაც აღნიშნულია მისი სახელი და გვარი.
3. მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრს ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოს და მის პირად საანგარიშსწორებო ანგარიშზე ჩაირიცხოს 150 ლარი. ამ თანხის განკარგვის წესს ადგენს მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრი.
4. პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრთა ამომრჩევლებთან ურთიერთობის სათანადო ორგანიზებისათვის, პარლამენტში მათი რაოდენობის პროპორციულად, პარლამენტის თითოეული ამ წევრისათვის ყოველთვიურად გამოიყოს და შესაბამისი პარტიის ანგარიშზე ჩაირიცხოს 150 ლარი.
5. პარლამენტის წევრს, რომელსაც გაუგრძელდა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადა, ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და მისი საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფისათვის პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოს და მის პირად საანგარიშსწორებო ანგარიშზე ჩაირიცხოს 150 ლარი. ამ თანხის განკარგვის წესს ადგენს პარლამენტის აღნიშნული წევრი.
6. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ვალდებულნი არიან სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პარლამენტის წევრის მოთხოვნისთანავე, უზრუნველყონ იგი სპეციალისტების კონსულტაციებითა და ტექნიკური მოწყობილობით, ხელი შეუწყონ, ისარგებლოს გასამრავლებელი ტექნიკით, კავშირისა და ინფორმაციის თანამედროვე საშუალებებით.
7. მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა შესაძლებლობათა ფარგლებში უზრუნველყონ მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრის ბიურო და პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრთა პარტიის ოფისები სამუშაო ოთახებითა და სამეურნეო ინვენტარით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, აგრეთვე კავშირგაბმულობისა და სხვა აუცილებელი საშუალებებით.
8. ამ დადგენილებით განსაზღვრული თანხა საქართველოს პარლამენტის წევრებს გამოეყოთ 2000 წლის 1 მაისიდან.
9. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის ხელის შეწყობის ღონისძიებათა და პარლამენტის წევრის სტატუსის განმტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 თებერვლის დადგენილება.
10. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
2000 წლის 16 მაისი.
№305 –IIს