„საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 16 მაისის დადგენილების:
ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრს ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოს და მის პირად ანგარიშზე ჩაირიცხოს 250 ლარი. ამ თანხის განკარგვის წესს ადგენს მაჟორიტარი პარლამენტის წევრი.
4. პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრს ამომრჩევლებთან ურთიერთობის სათანადოდ ორგანიზებისათვის ყოველთვიურად გამოეყოს 200 ლარი.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყონ:
ა) მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრები – კავშირგაბმულობის საშუალებებით, ადმინისტრაციულ საზღვრებში გადასაადგილებლად სატრანსპორტო საშუალებით ან/და საწვავით და საკანცელარიო საქონლით;
ბ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრები და ის პარტიები (ბლოკები), რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 7-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს, – საოფისე ფართობით.“.
2. პარლამენტის აპარატმა ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხები აანაზღაუროს 2004 წლის 1 ივნისიდან.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2004 წლის 1 ივლისი.
№322 –რს