„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3024
სარეგისტრაციო კოდი
230.140.010.05.001.001.384
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 29, 18/09/2003

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ.227) მე-18 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს საბაჟო კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრული საქონლის დროებითი შემოტანა (გარდა იმ საქონლისა, რომელსაც გაუგრძელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი ყოფნის ვადა); გემების, საჰაერო საფრენი საშუალებების და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენის მშენებლობა) შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოში საქონლის დროებითი შემოტანა; საქონლის დროებითი შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი გათავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო; აგრეთვე პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დროებითი შემოტანა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 26 აგვისტო.

№3024-რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.08.2003.
როდის იქნა მიღებული „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.08.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3024. სარეგისტრაციო კოდი — 230.140.010.05.001.001.384.
რამდენი მუხლისგან შედგება „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.08.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3024, 26.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 230.140.010.05.001.001.384 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12988/