საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
"3. მორიგი საპარლამენტო არჩევნების წელს არჩევნებამდე 45 დღის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ ტარდება. ამ პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, პლენარულ სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით, გარდა რეგლამენტის 51-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.".
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
1999 წლის 8 სექტემბერი
№2359 – Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
- სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1301496/