საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 24-ე მუხლში სიტყვა „ოთხ“ შეიცვალოს სიტყვით „ხუთ“.
2. XI თავის სათაურში სიტყვის „უმრავლესობა“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „უმცირესობა“.
3. 41-ე მუხლის:
ა) პირველ, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებში სიტყვების „უმრავლესობა“, „უმრავლესობის“ შემდეგ შესაბამისად დაემატოს სიტყვები ”უმცირესობა“, „უმცირესობის“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. უმცირესობა იქმნება საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებისაგან, რომლებიც არ არიან საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში.“; ხოლო მე-3-7 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-4-8 პუნქტებად.
4. 66-ე მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვების „უმრავლესობის ლიდერი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „უმცირესობის ლიდერი“.
5. 103-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: „პარლამენტის თავმჯდომარის ერთი მოადგილე აირჩევა საპარლამენტო უმცირესობის წარდგინებით.“;
ბ) მე-2 პუნქტში სიტყვების „უმრავლესობაში“, „უმრავლესობას“ შემდეგ შესაბამისად დაემატოს სიტყვები „უმცირესობაში“, „უმცირესობას“.
II. ამ დადგენილების I მუხლის მე-4 პუნქტი მოქმედებს 1999 წელს არჩეული საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადით.
III. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
1999 წლის 25 ნოემბერი.
№6–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.11.1999.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 25.11.1999. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
- სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.11.1999 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №6, 25.11.1999, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.1999). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1301936/