„ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა) გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესის“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 18.04.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №230
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016165
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110418007, 18/04/2011
matsne.gov.ge 2,003 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (2)
ავტოსატრან-სპორტო საშუალების ტიპი, მარკა, მოდელი
1 იანვარი 1 თებერვალი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (6)

დოკუმენტის ტექსტი

„ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა) გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესის“ დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:AcadNusx;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 40.5pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №230 2011 წლის 18 აპრილი ქ. თბილისი „ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა) გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს „ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა) გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესი“. მუხლი 2🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                      პ. პეტრიაშვილი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა) გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. მოცემული წესის მიზანია განსაზღვროს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე (მათ შორის სპეციალური დანიშნულების მანქანებზე – სატვირთო, ამწე, ბეტონის სარევ, ბეტონის გადასატუმბ, გზის დასუფთავების, აგრეთვე ავტოსატვირთველების, ავტოგრეიდერების, ბულდოზერების, ექსკავატორების, გენერატორების, გათბობის სისტემების და სხვა) მოხმარებული (გახარჯული) საწვავის ღირებულების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისათვის აუცილებელი მოთხოვნები და ამ მოთხოვნების დოკუმენტურად დადასტურების საშუალებები. 2. გადასახადის გადამხდელი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვალდებულია სრულად აღრიცხოს ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაცია. 3. ერთობლივი შემოსავლიდან საწვავის ხარჯის გამოსაქვითად აუცილებელი პირობაა, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფილ იქნეს ქვემოთ მოყვანილი პირობების დაცვა და მისი დოკუმენტურად დადასტურება, კერძოდ: ა) საწვავის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობა; ბ) საწვავის შესაბამის ძირითად საშუალებაზე გაცემის დადასტურება; გ) შეძენილი და გახარჯული საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურება.     მუხლი 2🔗. საწვავის შეძენის ლეგიტიმურობა 1. საწვავის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: ა) ქვეყნის შიგნით საწავის შეძენისას – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილი – ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში – ნსაფ); ბ) იმპორტირებულ საწვავზე – იმპორტის სასაქონლო დეკლარაცია ან/და ინვოისი; გ) საკუთარი წარმოების საწვავზე – შესაბამისი ლიცენზია და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. 2. ქვეყნის შიგნით საწვავის შეძენა შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, კერძოდ: ა)  მყიდველი იძენს გარკვეული ოდენობის საწვავს და ინახავს თავის საკუთარ  ავზში; მაგალითი 1: მეწარმე ფიზიკური პირი გიორგი, რომელიც დღგ-ის გადამხდელია, ეკონომიკური საქმიანობისათვის იყენებს ავტოსატრანსპორტო საშუალებას. გიორგიმ საანგარიშო წლის თებერვალში საწვავის შემომტანი კომპანიიდან ნსაფ-ის გამოწერით 17700 ლარად (მათ შორის დღგ 2700 ლარი) შეიძინა 10000 ლიტრი საწვავი და მოათავსა საკუთარ ავზში. მოცემულ პირობებში: გიორგისათვის ნსაფ წარმოადგენს საწვავის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტს. შეძენილი საწვავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (შემდგომში – სმფ) მარაგებში უნდა ასახოს 15000 ლარის სააღრიცხვო (17700-2700) ღირებულებით. ბ) პირი ნავთობპროდუქტების მომწოდებელს (გამყიდველს) წინასწარ, ავანსად უხდის შესაბამის თანხას და მისგან სანაცვლოდ იღებს გადახდის დამადასტურებელ ბარათებს – ტალონებს, ისე, რომ ტალონების მიღების მომენტში საწვავი საკუთრებაში არ გადასულა. ამ შემთხვევებში ნავთობპროდუქტის მიმწოდებლის მიერ ნსაფ გამოიწერება საანგარიშო პერიოდში (თვეში) განხორციელებული მიწოდებების მიხედვით; მაგალითი 2: პირობები იგივეა, რაც პირველ მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ გიორგიმ მიიღო 10 000 ლიტრი საწვავის ტალონი 17700 ლარად, იმ პირობით, რომ საწვავზე საკუთრების უფლება გიორგიზე არ გადასულა. ამავე თვეში გიორგიმ ტალონის გამოყენებით წამოიღო (ჩაისხა) 2000 ლიტრი საწვავი, რაზეც გამყიდველმა ამავე წლის 10 მარტს გამოუწერა ნსაფ 3540 ლარზე (2000X1,77), მათ შორის დღგ შეადგენს 540 ლარს. მოცემულ პირობებში: გიორგისათვის საწვავის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 10 მარტს გამოწერილი ნსაფ.  გ) ნავთობპროდუქტების მომწოდებელი საწვავის მყიდველის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ან სპეცტექნიკაზე ამონტაჟებს სპეციალურ მოწყობილობას – ე.წ. „ჩიპს“, რომელიც ელექტრონულად აღრიცხავს მასში ფაქტობრივად ჩასხმულ საწვავს, ამ შემთხვევებში ნსაფ ნავთობპროდუქტის მიმწოდებლის მიერ გამოიწერება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში აღნიშნული წესით; დ) პირი საწვავის გარკვეულ რაოდენობაზე ნავთობპროდუქტების კომპანიას უხდის შეთანხმებულ თანხას ისე, რომ შეძენილ საწვავს უტოვებს მას დროებით შენახვაზე, მისგან სანაცვლოდ იღებს გადახდის დამადასტურებელ ბარათებს/ტალონებს და გამყიდველის სტაციონალურ ობიექტებში დროებითი შენახვის რეჟიმში არსებული საწვავის გახარჯვას (განაშთვას) ახორციელებს ტალონების დასაქონლების შესაბამისად, ამ შემთხვევებში ნსაფ ნავთობპროდუქტის მიმწოდებლის მიერ გამოიწერება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლით განსაზღვრული დასაბეგრი ოპერაციის დროს, კერძოდ, საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემის მომენტის მიხედვით; მაგალითი 3: პირობები იგივეა, რაც პირველ მაგალითში იმ განსხვავებით, რომ გიორგიმ მიიღო 10000 ლიტრი საწვავის ტალონი და შეძენილი საწვავი დროებით შენახვაზე დაუტოვა მომწოდებელს. მოცემულ პირობებში: გიორგისათვის საწვავის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს მომწოდებლის მიერ თებერვლის თვეში 10 000 ლიტრზე გამოწერილი ნსაფ. ამასთან, შეძენილი საწვავს ასახავს სმფ-ის მარაგებში 15000 ლარის (17700-2700) სააღრიცხვო ღირებულებით. ე) საწვავი უშუალოდ მიღებულია ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორებით საცალო ქსელიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციისას.  მაგალითი 4: გიორგიმ თავის საკუთარ ავტომანქანაში, რომელსაც იყენებს ეკონომიკური საქმიანობისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე ბენზინგასამართ სადგურზე შეიძინა (ჩაასხა) 100 ლიტრი ბენზინი 180 ლარად, გიორგის გამყიდველმა გადასცა სალაროს ჩეკი 180 ლარზე. მოცემულ პირობებში: იმის გათვალისწინებით, რომ გამყიდველის მიერ გაცემული სალაროს ჩეკი (გარდა ამ ინსტუქციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ვერ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტის მოთხოვნებს, იგი არ ჩაითვლება საწვავის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტად. ამდენად, გიორგიმ გამყიდველს უნდა მოსთხოვოს ნსაფ-ის გამოწერა.     მუხლი 3🔗. საწვავის შესაბამის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გაცემის (ჩასხმის) დადასტურება 1. ეკონომიკურ საქმიანობისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნეს როგორც გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში, ასევე ფაქტობრივ მფლობელობაში (იჯარის, ლიზინგის და სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე) არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება და სპეცტექნიკა. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საწვავის  ხარჯვასთან (გაცემასთან) და გამოყენებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია აწარმოოს ტრანსპორტის სპეციფიკის გათვალისწინებით. 2. იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს გახარჯული საწვავის ღირებულების საგადასახადო მიზნებისათვის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯად აღიარება, საჭიროა სააღრიცხვო დოკუმენტი შედგენილ იქნეს ისეთი პერიოდულობით და ისეთი სახით, რომ მათ მიხედვით შესაძლებელი იყოს განსაზღვრა იმისა, თუ: ა) რომელი ობიექტის მიერ მოხდა საწვავის გახარჯვა; ბ)  გახარჯული საწვავის სახე და რაოდენობა (ლიტრი). 3.  შეძენილი საწვავის შესაბამის ავტოსატრანსპორტო საშუალების  მფლობელზე ან ანგარიშვალდებულ პირზე გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი სახით: ა) ტალონის გადაცემით; ბ) პლასტიკური ბარათის გადაცემით; გ) საკუთარი ბენზინგასამართი სადგურიდან პირდაპირი გადაცემით (ჩასხმით); დ) საკუთარი ავზიდან პირდაპირი გადაცემით (ჩასხმით). მაგალითი 5: ი.მ. გიორგის დაქირავებული ჰყავს მძღოლად დავითი და მისივე  ავტომანქანა აღებული აქვს იჯარით. ამასთან, გიორგი საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით დავითს ყოველთვიურად უხდის საიჯარო ქირას 600 ლარს. გიორგის საწვავის გადაცემის ვალდებულება არა აქვს. მოცემულ პირობებში: გიორგის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება საიჯარო ხელშეკრულება და შესაბამისი გადახდები. მაგალითი 6: პირობები იგივეა, რაც მე-5 მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ გიორგი დავითს საიჯარო ხელშეკრულებით ყოველთვიურად უხდის 500 ლარს. ამასთან, საჭირო საწვავით უზრუნველყოფის და საწვავის ხარჯვის აღრიცხვის ვალდებულება გიორგის აქვს აღებული. მოცემულ პირობებში: გიორგიმ დავითზე საწვავის გადაცემის აღრიცხვა უნდა აწარმოოს ამ მუხლით დადგენილი წესით. 4. პირის მიერ საწვავის შეძენა შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორებით, მაშინ შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით (საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელებულია ტვირთის გადაზიდვა (მგზავრთა გადაყვანა), ანგარიშვალდებულ პირზე გადაცემის დამადასტურებელ დოკუმენტად განიხილება ქვეყნის გარეთ დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული საწვავის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის სალაროს ჩეკი). მაგალითი 7: ინდივიდუალურმა მეწარმე გიორგიმ, დაქირავებულ მძღოლ დავითს გადასცა საწვავის შესაძენი თანხა და დაავალა სტამბულში ტვირთის გადატანა და დადგენილი წესის შესაბამისად გამოუწერა შესაბამისი სასაქონლო ზედნადები. დავითმა სტამბულიდან დაბრუნებისთანავე გიორგის გადასცა თურქეთში შეძენილი საწვავის სალაროს ჩეკი (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი), რაზეც ასახულია გადახდილი თანხა. მოცემულ პირობებში: იმის გათვალისწინებით, რომ სასაქონლო ზედნადებით დასტურდება ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩატანა და საწვავის შეძენა (ავტომატურად იგულისხმება, რომ ხელშეკრულებით საწვავის ხარჯის გაწევა ეკისრებოდა ინდ. მეწარმე გიორგის), დავითის მიერ წარმოდგენილი საწვავის შეძენის ჩეკი განიხილება დავითზე საწვავის გადაცემის დამადასტურებელ დოკუმენტად და გიორგის საწვავის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტად.     მუხლი 4🔗. გახარჯული საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურება 1. ამ მუხლის შესაბამისად დოკუმენტების შექმნის (რეგისტრების წარმოების) მიზანია დოკუმენტურად დადასტურდეს, რომ წესების დაცვით შეძენილი და გახარჯული საწვავის რაოდენობა უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას. 2. გადასახადის გადამხდელს შეუძლია თავის სააღრიცხვო პოლიტიკაში  გაითვალისწინოს „საგზაო ფურცლის” შემოღება, რომელიც იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალების/სპეციალური ტექნიკის კონკრეტულ ერთეულზე გაწერილი დოკუმენტი, და რომლის მიხედვითაც მოხდება კონკრეტული სატრანსპორტო ერთეულის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობის (შესრულებული სამუშაოების) აღრიცხვა. 3. გადასახადის გადამხდელმა საკუთარ ბალანსზე ან/და იჯარის, ლიზინგის და სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული და ეკონომიკურ საქმიანობისათვის გამოყენებული   ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის ხარჯვის დასადასტურებლად უნდა აწარმოოს – ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ გავლილი მანძილის რეესტრი წარმოდგენილი სახით ან სხვა ფორმით და პერიდულობით. ამასთან, ოდომეტრის ჩვენება დაფიქსირებული უნდა იქნეს არანაკლებ თვეში ერთხელ. სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში, რომელზეც საწვავის ხარჯი განისაზღვრება ნამუშევარი დროის ან/და შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ოდომეტრის მაჩვენებლების ფიქსაცია სავალდებულო არ არის. გავლილი მანძილის რეესტრი გადასახადის გადამხდელის დასახელება  -------------------------------------------- წელი --------- № ავტოსატრან-სპორტო საშუალების ტიპი, მარკა, მოდელი სანომრე ნიშანი ოდომეტრის ჩვენება 1 იანვარი 1 თებერვალი 1 მარტი 1 აპრილი 1 მაისი 1 ივნისი 1 ივლისი 1 აგვისტო 1 სექტემბერი 1 ოქტომბერი 1 ნოემბერი 1 დეკემბერი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ----------------------- 4. თუ საწვავის ფაქტობრივად ხარჯვის ნორმები რეგლამენტირებული არ არის, საწვავი ჩამოიწერება ფაქტობრივი ხარჯისა და ცალკეული მარ­კის სატრანსპორტო საშუალების საწ­ვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. ამასთან, ფაქტობრივი და ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით განსაზღვრული ხარჯის რაოდენობრივი შედარებისას, დასაშვებია ცდომილება, რომლის ფარგლებშიც საწვავზე გაწეული ხარჯი არ ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო ჩათვლილი დღგ-ის თანხა აღდგენას, კერძოდ: ა)  თუ სატრანსპორტო საშუალების (მათ შორის სპეცტექნიკა და სხვა) გამოშვების წლიდან გასულია არა უმეტეს 5 კალენდარული წელი – 20%-იანი ცდომილება; ბ) სხვა შემთხვევაში – 25%-იანი ცდომილება. მაგალითი 8: გიორგიმ დაქირავებულ პირს დავითს დაავალა საკუთარი სატვირთო ავტომანქანით (ტექნიკური მონაცემებით წვა 100 კილომეტრზე შეადგენს 30 ლიტრს) თბილისიდან ფოთის ნავსადგურამდე (300 კილომეტრი) 50 ტონა ტვირთის გადაზიდვა. გიორგიმ დავითს გადასცა 2500 ლიტრი საწვავის ტალონი. ამ ოპერაციის შესრულებისათვის გიორგიმ წარმოადგინა კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი სააღრიცხვო დოკუმენტები, მათ შორის, სატრანსპორტო ზედნადებები, რომლის მიხედვით დავითმა მაისის თვეში განახორციელა 12 რეისი, გაიარა 7200 კილომეტრი და სრულად გახარჯა საწვავი. მოცემულ პირობებში: გიორგის, აღნიშნული ტვირთის გადაზიდვაზე ავტომანქანის ტექნიკური მონაცემების და გარბენილი კილომეტრების მიხედვით თითოეულ რეისზე უნდა  დაეხარჯა საშუალოდ 180 ლიტრი (300X2X0.30) საწვავი, სულ 2160 ლიტრი (180X12). ამასთან,  20%-იანი ცდომილების გათვალისწინებით დასაშვები ხარჯი იქნება 2592 ლიტრი (2160X1.2). შესაბამისად, იგი შეძლებს ერთობლივი შემოსავლიდან სრულად გამოქვითოს 2500 ლიტრ საწვავზე გაწეული ხარჯი. 5. ისეთ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული ძირითადი საშუალების მიხედვით ფაქტობრივი ხარჯი აღემატება დასაშვები ცდომილებისა და ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით განსაზღვრულ საწვავის ხარჯის ზღვრულ რაოდენობას, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი ძირითადი საშუალების მიხედვით გახარჯული საწვავის და შესრულებული სამუშაოს ინდივიდუალური აღრიცხვა და დოკუმენტურად (მათ შორის საექპერტო დასკვნით) დაადასტუროს ფაქტობრივი ხარჯის რეალობა. 6. გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის და სპეცტექნიკისათვის სხვადასხვა წესით (მათ შორის, ნსაფ-ით) შეძენილი საწვავის ხარჯვაზე არ არის შედგენილი სათანადო სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ამასთან, სახეზეა საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი (მათ შორის, საექპერტო დასკვნით), საწვავზე გაწეული ხარჯი არ ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო ჩათვლილი დღგ-ის თანხა აღდგენას. მაგალითი 9: საწარმო, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი რესურსის მოპოვებას, ნსაფ-ით შეიძინა და ხარჯებში ჩამოწერა 8000 ლიტრი საწვავი. სპეციალურ ტექნიკის (ექსკავატორები და სატვირთო ავტომობილები) მიხედვით საწვავის გახარჯვის აღრიცხვა, მათ შორის, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, პირს ნაწარმოები არ აქვს.მოპოვებული რესურსი ირიცხება მარაგებში და სახეზეა. საგადასახადო შემოწმებისას, საწარმომ საგადასახადო ორგანოს წარმოუდგინა საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც ფიქსირდება რაოდენობრივი თანხვედრა მოპოვებულ/გადაზიდულ ბუნებრივ რესურს და გახარჯული საწვავის რაოდენობას შორის. მოცემულ პირობებში: იმის გათვალისწინებით, რომ საწვავის შეძენის ლეგიტიმური დოკუმენტი (ნსაფ) არსებობს და სახეზეა მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, საწვავზე გაწეული ხარჯი არ ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო ჩათვლილი დღგ-ის თანხა აღდგენას.