ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 18.04.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-16/ნ
სარეგისტრაციო კოდი 070010040.22.035.016065
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110418014, 19/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.04.2011 მიღება
📜 ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილება შეაქვს
1160274 18.04.2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (7)
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის №4073 კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის,
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საქართველოს კანონი
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საქართველოს კანონი
- სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი
- ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მინისტრის ბრძანება
- ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მინისტრის ბრძანება
- ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ტექსტი
ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.a, li.a, div.a {mso-style-name:საქა; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.6pt 53.85pt 49.6pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-16/ნ
2011 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის №4073 კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 მუხლის, 2296 მუხლისა და 239-ე მუხლის მე-60 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) „ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესი“ (დანართი №1);
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2);
გ) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ფორმა (დანართი №3);
დ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №4).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა . ურუშაძე
დანართი №1 ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
„ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის №4073 კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 მუხლის, 2296 მუხლისა და 239-ე მუხლის მე-60 ნაწილის შესაბამისად, განსაზღვრავს ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულების დაწყების საფუძვლებს, აღსრულების პროცესის მონაწილეთა უფლება -მოვალეობებს, აღსრულებაზე კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილებ ის ფარგლებს და ასეთ საქმეებზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნების შეუსრულებლობის სამართლებრივ შედეგებს.
მუხლი 2🔗. წესში გამოყენებული ტერმინები
1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასამართლო გადაწყვეტილება – ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაზე სასამართლოს მიერ გაცემულია შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი;
ბ) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო;
გ) განყოფილება – სააგენტოს ტერიტორიული ორგანო . ცალკეულ შემთხვევებში ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები შეიძლება დაეკისროს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს;
დ) უფლებამოსილი პირი – სააგენტოს (განყოფილების) წარმომადგენელი, რომელიც სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე უფლებამოსილია, დადგენილი წესით დაიწყოს აღსრულება სასამართლო გადაწყვეტილებაზე და აწარმოოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე;
ე) ვალდებული მხარე (ან ვალდებული პირი) – მხარე, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ეკისრება ბავშვის გადაცემის ვალდებულება ან შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ვალდებულებები;
ვ) აღსრულებით დაინტერესებული მხარე – მხარე, რომლის სასარგებლოდაც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა განხორციელდეს ბავშვის გადაცემა ან მასთან ურთიერთობის დარეგულირება;
ზ) სააღსრულებო წარმოება – ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესასრულებლად გასატარებელი ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც იწყება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე;
თ) სააღსრულებო მოქმედების ოქმი – სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის დოკუმენტი, რომელიც დგება ყოველი სააღსრულებო მოქმედებისას და მოიცავს ამ მოქმედების აღწერილობას;
ი) გაფრთხილება – ადმინისტრაციული სახდელის ზომა, რომლის დაკისრების შესახებ გადაწყვეტლება მიიღება უფლებამოსილი პირის მიერ ამ წესით, ფორმდება დანართი №2 და №3 დანარებითს შესაბამისად და გადაეცემა ვალდებულ მხარეს;
კ) ჯარიმა – ადმინისტრაციული სახდელის ზომა, რომლის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება უფლებამოსილი პირის მიერ ამ წესით, ფორმდება №2, №3 და №4 დანართების შესაბამისად და გადაეცემა ვალდებულ მხარეს.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 3🔗. აღსრულების პროცესში მონაწილე მხარეები
1. აღსრულების პროცესში მონაწილეობენ განყოფილების სათანადოდ უფლებამოსილი პირ(ებ)ი, ვალდებული მხარე და აღსრულებით დაინტერესებული მხარე.
2. დაინტერესებული ან/და ვალდებული მხარის შუამდგომლობით, აღსრულების პროცესს შესაძლებელია დაესწრონ მოწმე(ები).
3. აღსრულების პროცესში ვალდებული და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა წარმომადგენლების მეშვეობით დაუშვებელია.
მუხლი 4🔗. უფლებამოსილი პირის აცილება
აღსრულებაზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი პირი არ შეიძლება იყოს განყოფილების ის თანამშრომელი, რომელიც აღსრულების პროცესში მონაწილე მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია. ნათესავების წრე განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით.
მუხლი 5🔗. უფლებამოსილი პირის კომპეტენცია
1. უფლებამოსილი პირი:
ა) ამ წესით დადგენილი პირობებით, უზრუნველყოფს აღსრულებასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას აღსრულებით დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების, სასამართლო გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში;
ბ) ვალდებული პირის მხრიდან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ადგილზე მისვლით ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და ამავდროულად, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოაქვს დადგენილება დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე;
გ) განუმარტავს აღსრულების პროცესისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეში მონაწილე მხარეებს საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და ვადებს, აგრეთვე, მათი მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის სამართლებრივ შედეგებს;
დ) საჭიროების შემთხვევაში, წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე დასასწრებად;
ე) უზრუნველყოფს განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმირებას აღსრულების მიმდინარეობაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თითოეულ საქმეზე და მისი განხილვისა და გადაწყვეტის შედეგებზე;
ვ) გამოიძახებს სააღსრულებო წარმოების მხარეებს სააღსრულებო დოკუმენტების გასაცნობად, სააღსრულებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მოითხოვს ზეპირ და/ან წერილობით ინფორმაციას, თუ ეს აუცილებელია აღსრულების მიზნებისათვის;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ამ ბრძანების შესრულებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2. უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა და გამოიყენოს იგი მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის.
მუხლი 6🔗. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებით დაინტერესებული და ვალდებული მხარეების უფლებამოსილებანი
1. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებით დაინტერესებულ მხარეს და ვალდებულ მხარეს უფლება აქვთ:
ა) დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, გარდა კონფიდენციალური ინფორმაციისა, რომლებიც შეეხება აღსრულებას;
ბ) მორიგდნენ;
გ) გაასაჩივრონ უფლებამოსილი პირის მოქმედება განყოფილების ხელმძღვანელთან, ასეთი მოქმედების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში;
დ) გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით განყოფილების ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში, მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
2. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პირობებზე მორიგების შემთხვევაში, მხარეები გადასცემენ უფლებამოსილ პირს წერილობით შეთანხმებას, რომელსაც იგი 3 სამუშაო დღის ვადაში სააღსრულებო წარმოების მხარეთა მორიგების დამტკიცების საკითხის გადასაწყვეტად უგზავნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობს აღსრულება ან რომლის მიერაც მიღებულია აღსასრულებელი გადაწყვეტილება.
3. უფლებამოსილი პირის ინფორმირებას პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების დარღვევის ყოველი ფაქტის შესახებ ახორციელებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებით დაინტერესებული მხარე .
მუხლი 7🔗. აღსრულების საფუძველი და მისი დაწყება
1. აღსრულების საფუძველია კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი.
2. აღსრულებას უფლებამოსილი პირის მეშვეობით უზრუნველყოფს ის განყოფილება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც იმყოფება ბავშვი.
3. განყოფილება აღსრულებას იწყებს საკუთარი ინიციატივით, სასამართლო გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარისაგან ბავშვის გადმოცემასთან დაკავშირებით მიღებულია სასამართლოსადმი უშუალოდ მისი, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვის საფუძველზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აღსრულება უნდა დაიწყოს განყოფილებისადმი აღსრულებით დაინტერესებული მხარის წერილობითი განცხადებით მიმართვის დღიდან. განცხადებას თან უნდა ერთოდეს სასამართლოს გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი.
5. აღსრულების დაწყებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა, განყოფილება ვალდებულ მხარეს წარუდგენს ( ან უგზავნის) წერილობით მოთხოვნას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების პირობების შესახებ.
6. მოთხოვნაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების ვადა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, საქმის სირთულისა და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს 7 სამუშაო დღით, მოთხოვნის გაგზავნიდან.
7. მოთხოვნაში უნდა აისახოს მისი დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები, რომლებიც გათვალისწინეულია ამ წესის მე-9 მუხლით.
მუხლი 8🔗. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება
1. გადაწყვეტილება ნებაყოფლობით აღსრულებულად ითვლება, თუ ვალდებული პირი ამ წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შეასრულებს განყოფილების მოთხოვნას მასში მითითებული პირობებით.
2. ამ წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ვალდებული პირის მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება წარმოადგენს დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველს, გარდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისა.
მუხლი 9🔗. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა
1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
2. ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის წესი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ადმინისტრაციული სახდელის დადების დადგენილება სავალდებულოა შესასრულებლად სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციების, საწარმოებისა და მოქალაქეებისათვის, ხოლო ვალდებული პირის მხრიდან ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას განყოფილება გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს და შესაბამისი რეაგირებისათვის ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
მუხლი 10🔗. გადაწყვეტილების აღსრულების ადგილი და დრო
1. გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ დროს, მათ შორის, უქმე ან დასვენების დღეს, თუ ეს აუცილებელია კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებიდან და ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე.
2. გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს ბავშვის ადგილსამყოფელის მიხედვით .
3. ვალდებული პირის დასწრება აღსრულების პროცესში სავალდებულო არ არის .
4. აღსრულების პროცესს შესაძლებელია ესწრებოდეს მოწმე(ები).
მუხლი 11🔗. სააღსრულებო მოქმედების ოქმი
1. უფლებამოსილი პირი ყოველი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ადგენს ოქმს, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ოქმის შედგენის ადგილსა და დროს;
ბ) უფლებამოსილი პირის ვინაობას;
გ) იმ პირების ვინაობას, რომლებიც ესწრებოდნენ სააღსრულებო მოქმედებას;
დ) სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დასახელებას, რომლის მიხედვითაც წარმოებს აღსრულება;
ე) დაინტერესებული და ვალდებული მხარეების ვინაობას;
ვ) სააღსრულებო მოქმედების დასახელებას.
2. ოქმს ხელს აწერენ უფლებამოსილი და სააღსრულებო მოქმედების მონაწილე სხვა მხარეები. ხელის მოწერაზე უარის თქმა უნდა აღინიშნოს ოქმში.
3. სააღსრულებო მოქმედება შესაძლებელია დაფიქსირდეს ფოტო ან ვიდეოფირზე.
მუხლი 12🔗. აღსრულების შეწყვეტა
1. სააღსრულებო წარმოება შეწყდება, თუ:
ა) გადაწყვეტილების აღსრულებით დაინტერესებულმა მხარემ წერილობით უარი თქვა აღსრულებაზე;
ბ) მოდავე მხარეები მორიგდნენ;
გ) აღარ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების ინტერესი;
დ) გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია;
ე) ბავშვი, რომლის გადაცემის ან ნახვის უფლების თაობაზეც მიღებულია გადაწყვეტილება, გახდა სრულწლოვანი (ქმედუნარიანი);
ვ) გადაწყვეტილება აღსრულებულია;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება, გარდა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების გადაწყვეტილებისა.
3. სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოების განახლება დაუშვებელია.
მუხლი 13🔗. სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის დაბრუნება
1. სასამართლოს სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც არ მოხდა გადაწყვეტილების აღსრულება, უბრუნდება დაინტერესებულ მხარეს:
ა) მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე;
ბ) თუ ვალდებული მხარე არ ცხოვრობს დაინტერესებული მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, ან თუ მასთან არ იმყოფება ბავშვი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებული პირი იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით.
2. სააღსრულებო საბუთის დაბრუნებისას აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება, გარდა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების გადაწყვეტილებისა.
მუხლი 14🔗. აღსრულების შეჩერება და მისი ვადები
1. განყოფილება უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება:
ა) დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება დაინტერესებულ პირს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას;
ბ) განყოფილების მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადით.
2. განყოფილება უფლებამოსილია, საპატიო მიზეზების არსებობისას, ვალდებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე გონივრული ვადით შეაჩეროს სააღსრულებო წარმოება.
მუხლი 15🔗. დასკვნითი დებულებები
1. გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ამ ბრძანებით გაუთვალისწინებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
2. გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმისწარმოების წესი და დოკუმენტების შენახვის პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით.
დანართი № 2
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების
სააგენტო
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000000
----- ------------------ 20 ---წ. თვითმმართველი ქალაქი/მუნიციპალიტეტი
1. სოციალური მომსახურების სააგენტოს ---------------–––––––––––––––––––––––––-
------------------------------------------------------------------------------------------- ----------
ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი
2. სამართალდამრღვევი:
---------------------------------------------------------------------------------------------------------
______________________________________________________________________________________________
სახელი, გვარი, მისამართი (რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), პირადი
ნომერი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------- -------------------------------------------------
3. სამართალდარღვევის ადგილი, დრო და არსი:
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. დავადგინე, რომ ადგილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით
გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. შესაბამისად, ვიხელმძღვანელე საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 მუხლის ___________ ნაწილით, 2296
მუხლითა და 239 - ე მუხლის მე - 60 ნაწილით.
6. სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
252 - ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
7. სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და
შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით.
8. მოწმეები და დაზარალებულები (არსებობის შემთხვევაში):
--------------------------------------------------------------------------------------- ----------
გვარი, სახელი, მისამართი
-------------------------------------------------------------------------------------- ---------- -
გვარი, სახელი, მისამართი
---------------------------------------------------------------------------------------- ----------
გვარი, სახელი, მისამართი
მოწმეებს განემარტათ თავიანთი უფლება - მოვალეობები, გათვალისწინებული საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 256-ე მუხლით.
9. სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები
და მოვალეობები.
10. ოქმი შევადგინე /---------------------------/ /----------------- ----- --------/
ხელმოწერა სახელი და გვარი
11. სამართალდამრღვევი /---------------------------/ /---------------------- ---- --/
ხელმოწერა სახელი და გვარი
12. მოწმეები და დაზარალებულები (მათი არსებობის შემთხვევაში):
__________________ __________________ ____________________
მისამართი ხელმოწერა სახელი და გვარი
__________________ ________________ ____________________
მისამართი ხელმოწერა სახელი და გვარი
13. სათანადო ჩანაწერი იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის
ხელმოწერაზე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამკვეთი: სოციალური მომსახურების სააგენტო
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის №
დანართი №3
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების
სააგენტო
დადგენილება №
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
“-------- ” -------------- 20 წ. ------------------------------------------------
თარიღი დადგენილების გამოტანის ადგილი
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
დადგენილების გამომტანი თანამდებობის პირის დასახელება
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
განვიხილე მასალები სამართალდამრღვევის ------------------------------------------------------
სამართალდამრღვევის მონაცემები
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------ მიერ
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის --------------------------––
დარღვევის შესახებ მუხლის, მუხლის ნაწილის
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
---------------------------------------------------------------------------------------------------------
სამართალდარღვევის ადგილი, დრო და არსი
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
1.ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ვიხელმძღვანელე რა საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 მუხლის ________ ნაწილით, 2296 მუხლითა და 239 - ე მუხლის
მე - 60 ნაწილით, დავადგინე: ადგილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა
კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. შესაბამისად,
ა) დაედოს ადმინისტრაციული სახდელი : გაფრთხილება
ბ) დაედოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის 144) ან სასამართლოში მიმღები ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით.
3. ჯარიმა შეტანილ უნდა იქნე ს _________________________________ ანგარიშზე.
დადგენილების გამომტანი თანამდებობის პირის ხელმოწერა __________________________
დადგენილების ასლი მივიღე ______________________________________________________
სამართალდამრღვევის ხელმოწერა და თარიღი, დადგენილების ასლის გაგზავნისას კეთდება
სათანადო ჩანაწერი
შენიშვნა: დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში. გადაუხდელობის შემთხვევაში დადგენილების იძულებითი აღსრულება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დანართი № 4
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი _
სოციალური მომსახურების სააგენტო
ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო ფ უ რ ც ე ლ ი
___________________________________________________________________________________
სააღსრულებო ფურცლის გამცემი
___________________________________________________________________________________
თანამშრომლის თანამდებობა, სახელი, გვარი
______________________________________________________________________________________ მიერ
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე № ___________________________________ გამოტანილ იქნა
დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ
№ _______________________ _________________________________
დადგენილების ნომერი დადგენილების გამოტანის თარიღი
______________ __________ _________
კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი:
_______________________________________________________________ დაედო
სამართალდამრღვევის სახელი, გვარი
ადმინისტრაციული სახდელი გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის _________________________________________ _______ შესაბამისად და
მუხლი, მუხლის ნაწილი
დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი
ჯარიმა ___________________________ (_____________________________) ლარის ოდენობით;
ციფრებით სიტყვიერად
კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:
სახელმწიფო ბიუჯეტი:
ერთიანი ანგარიში № _______________ _________________
სახელმწიფო ხაზინა № _________ _____________________
სახაზინო კოდი № ___________________________________
მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:
______________________________________________________________________
______________________________________________________________________
მისამართი: ____________________________________________________________
პირადი ან/და საიდენტიფიკაციო
№ _____________________________________________________________
სხვა რეკვიზიტები:
_______________________________________________________________________
სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: ____________________ წ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირი:
________________________________
ხელმოწერა