„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№08.41.324
სარეგისტრაციო კოდი
010260050.37.101.016048
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110418031, 29/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მთავრობ ის

დადგენილება №08.41.324

2011 წლი ს 15 აპრილი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის                  16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,                ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილება ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) დადგენილების 63 და 64 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„63. სააგენტო, ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, წყვეტს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე ისეთი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის საკითხს, რომლითაც არ მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება. იმ სამუშაოთა წარმოების თაობაზე თანხმობის საკითხზე, რომლითაც მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება, აქტს გამოსცემს სააგენტო ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.

64. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, საკუთრების ან სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მესამე პირზე გასხვისების, იპოთეკით, გირავნობით ან სერვიტუტით დატვირთვის, უზუფრუქტით ან აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის შესახებ დაინტერესებული პირის მოთხოვნის საკითხ ზე , თუკი აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება საჭიროებს მესაკუთრის თანხმობას, აქტს გამოსცემს სააგენტო, ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.“;

ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 65 პუნქტი:

„6 5. წინამდებარე დადგენილების 62–64 პუნქტებით გათვალისწინებულ აქტს სააგენტო გასცემს ,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის ა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.

2 . დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი                            გ. უგულავა