საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.04.2011
ძალის დაკარგვა 17.08.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №268
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016048
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110418039, 26/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 08.11.2004
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 05.05.2005
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.saxexmlChar {mso-style-name:"saxe_xml Char"; mso-style-link:saxe_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; mso-style-link:"saxe_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 31.5pt 27.0pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №268
2011 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის” თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 8 ივნისის №377 ბრძანება;
ბ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №156 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი:
ა) შეისწავლის სამინისტროს მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და შეიმუშავებს სამინისტროს საფინანსო პოლიტიკას; ახორციელებს საერთაშორისო პროგრამების ფინანსურ დაგეგმვას და შესრულებას; ახორციელებს დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასა და მისი შესრულების ანალიზს; სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე შეიმუშავებს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს; უზრუნველყოფს სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა და ჯარის სახეობის სტრუქტურული ქვედანაყოფების (შემდგომში – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები) მიხედვით ფინანსური უზრუნველყოფის სისტემის შემუშავებასა და ცენტრალიზებული წესით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი რეკვიზიტების მიხედვით ანგარიშსწორებას;
ბ) დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის, შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის განკარგულებების საფუძველზე, ახორციელებს სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა (შემდეგ – „გაერთიანებული შტაბი“) და საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვას (შემდეგ – „შესყიდვა“).
მუხლი 5🔗
დეპარტამენტს აქვს შესაბამისი კოდი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში, სამი ბეჭედი: ერთი ბეჭედი, წარწერით – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი“ ქართულ ენაზე. საქართველოს გერბის გამოსახულებით, მეორე ბეჭედი, წარწერით – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი“ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, საქართველოს გერბის გამოსახულებით და საიდენტიფიკაციო კოდით და მესამე ბეჭედი, წარწერით – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი – სასაქონლო ოპერაციებისათვის“ ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე შტამპი წარწერით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი აღრიცხვა-ანგარიშსწორებისათვის“, ბლანკი წარწერით – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი“.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები:
ა) სამინისტროს მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესწავლა და სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის შემუშავება;
ბ) სამინისტროს პრიორიტეტებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნების საფუძველზე თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და შესაბამის უწყებებში განსახილველად წარდგენა;
გ) სამინისტროს დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განწერა;
დ) საერთაშორისო პროგრამების, საერთაშორისო წვრთნებისა და სხვა საერთაშორისო ღონისძიებების ფინანსურ დაგეგმვაში მონაწილეობა;
ე) ნატო-სთან პატნიორობის კუთხით დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსური უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს დამტკიცებული ბიუჯეტის აღსრულება;
თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიხედვით ფინანსური უზრუნველყოფის სისტემის შემუშავება და ცენტრალიზებული წესით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რეკვიზიტების მიხედვით ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ფულადი უზრუნველყოფა და სალარო ოპერაციების წარმოება;
კ) სახაზინო და საბანკო ოპერაციების წარმოება კანონმდებლობის შესაბამისად;
ლ) დაწესებულ ვადებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო ანგარიშგების გამოთხოვა, განხილვა და ნაერთი ბალანსის შედგენა და წარდგენა;
მ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგების მომზადების მიზნით, საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა. ანგარიშგების მომზადება და შესაბამის უწყებებში წარდგენა;
ნ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების, დებულებების წესდებების, ბიუჯეტებისა და საშტატო განრიგების პროექტების განხილვა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალების შემთხვევაში მათ მიერ მიღებული შემოსავლების ანალიზი;
ო) გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკისა, J-8 რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტებთან და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება;
პ) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერების პროცედურების ჩატარება;
ჟ) შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ, შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და წარმართვა, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება;
რ) შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და ამ დებულების საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მათი დადება მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ს) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების კონტროლზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრა;
ტ) შესყიდვების ხელშეკრულებების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში და/ან შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში წარდგენა მათ მიერ კონტროლის (ინპექტირების) განხორციელების და მიღება-ჩაბარების გაფორმების მიზნით;
უ) შესყიდვის სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებლებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა, საქართველოს კანონმდებლობისა და მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისი სხვა ზომების გამოყენება, ხოლო მიმწოდებლის მიერ ნებაყოფლობით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში, მასალების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გადაგზავნა შემდგომი რეაგირებისათვის;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფა საფინანსო–ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზით;
ქ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მითითებების და ინსტრუქციების პროექტების მომზადება, კურატორი მინისტრის მოადგილისათვის დასამტკიცებლად წარდგენა და მისი განკარგულების შესაბამისად შესრულების მონიტორინგის განხორციელება;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში კანონის პროექტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ყ) საჭიროების შემთხვევაში, სათანადო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება;
შ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პროგრამების ფინანსური დაგეგმვისა და შესრულების განხორციელება;
ჩ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;
ც) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების აღრიცხვის წარმოება;
ძ) მონაცემთა და სააღრიცხვო ბაზების წარმოება;
წ) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
მუხლი 7🔗
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის წარდგინებით.
მუხლი 8🔗
დეპარტამენტის უფროსი:
ა) შესყიდვებთან დაკავშირებით წარმოადგენს სამინისტროს (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულია სხვა თანამდებობის პირი), ხოლო სხვა შემთხვევებში – დეპარტამენტს;
ბ) წარმართავს და ხელმძღვანელობს დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას და იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტსმიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) დეპარტამენტის თანამშრომლებზე ფუნქციების გადანაწილებისა და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უფლებამოსილების მინიჭების მიზნით, განსაზღვრავს დეპარტამენტის მოსამსახურეების უფლება-მოვალეობებს, აძლევს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითებებსა და დავალებებს, გამოცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
დ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რეკვიზიტების მიხედვით განახორციელოს ფინანსური ოპერაციები, გამოსცეს მითითებები, ხელი მოაწეროს საბანკო და სხვა ფინანსური და ადმინისტრაციული სახის დოკუმენტებს;
ვ) უფლებამოსილია ვიზირება გაუკეთოს დეპარტამენტში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან შემოსულ ყველა სახის დოკუმენტაციას, პირობების ჩანაწერის სისწორის მხრივ;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობასთან;
ი) შუამდგომლობს იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
კ) უფლებამოსილია დადგენილი წესით, მინისტრის მიერ დამტკიცებული შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელის გათვალისწინებით, მიიღოს ყველა სახის საკომუნიკაციო, სატრანსპორტო და ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები;
ლ) უფლებამოსილია, მოითხოვოს და მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან;
მ) უფლებამოსილია დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მიანიჭოს უფლებამოსილება ფუნქციონალური გადანაწილებისა და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ნ) ასრულებს ამ დებულებით, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს;
ო) დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობის სრულყოფილად შესრულებისათვის, შესყიდვის განხორციელების პროცესში, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების პირობების (შესყიდვის საგნის, ანგარიშსწორების ფორმის, შესყიდვის ვადებისა და სახელშეკრულებო პირობების უზრუნველყოფის) განსაზღვრის თაობაზე.
პ) მოთხოვნისამებრ წარუდგენს მინისტრს განზოგადებულ ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და შედეგების შესახებ;
ჟ) აწარმოებს ურთიერთობებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
მუხლი 9🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის უფროსის დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებული წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ფუნქციები
მუხლი 10🔗
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული სამმართველო;
ბ) მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველო;
გ) საბიუჯეტო სამმართველო;
გ.ა) საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება;
გ.ბ) საერთაშორისო ფინანსური უზრუნველყოფის დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების განყოფილება;
დ) საფინანსო სამმართველო;
დ.ა)ფულადი უზრუნველყოფის განყოფილება;
დ.ბ)საოპერაციო განყოფილება;
დ.გ)სამინისტროს ცენტრალური ბუღალტერია.
ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.
ვ) სამშენებლო-სარემონტო სამმართველო.
მუხლი 11🔗
ადმინისტრაციული სამმართველოს ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია და საქმიანობის ორგანიზება;
ბ) დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტაციის დროულად შესრულების კოორდინაცია. მათი შესრულების შესახებ მოხსენებების მომზადება;
გ) დეპარტამენტში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
დ) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის ორგანიზება;
ე) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 12🔗
მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკისა და J-8 რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტებთან ერთად, დარგის მენეჯერთა მიერ ჩატარებული წინამოსამზადებელი სამუშაოების საფუძველზე, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავება;
ბ) შესყიდვის სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში დარგის მენეჯერთან ერთობლივად მიმწოდებლებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა, საქართველოს კანონმდებლობისა და მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისი სხვა ზომების გამოყენება;
გ) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერების პროცედურების ჩატარება;
დ) შესყიდვების ხელშეკრულებების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში და/ან შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში წარდგენა მათ მიერ კონტროლის (ინპექტირების) განხორციელების და მიღება-ჩაბარების გაფორმების მიზნით;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების აღრიცხვის წარმოება;
ზ)მონაცემთა და სააღრიცხვო ბაზების წარმოება;
თ) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 13🔗
საბიუჯეტო სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროს პრიორიტეტებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნების საფუძველზე თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და შესაბამის უწყებებში განსახილველად წარდგენა;
ბ) სამინისტროს დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განწერა;
გ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების – დებულებების, წესდებების, ბიუჯეტებისა და საშტატო განრიგების პროექტების განხილვა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალების შემთხვევაში მათ მიერ მიღებული შემოსავლების ანალიზი;
დ) საერთაშორისო პროგრამების, საერთაშორისო წვრთნებისა და სხვა საერთაშორისო ღონისძიებების ფინანსურ დაგეგმვაში მონაწილეობა;
ე) ნატო-სთან პატნიორობის კუთხით, დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, დაგეგვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის დანერგვისა და აღსრულების პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი პროცედურების შესრულება;
ზ) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი14
საფინანსო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა)სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსური უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს დამტკიცებული ბიუჯეტის აღსრულება;
გ) დაწესებულ ვადებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო ანგარიშგების გამოთხოვა, განხილვა და ნაერთი ბალანსის შედგენა და წარდგენა;
დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგების მომზადების მიზნით, საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა. ანგარიშგების მომზადება და შესაბამის უწყებებში წარდგენა;
ე) ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღება;
ვ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ფულადი უზრუნველყოფა და სალარო ოპერაციების წარმოება;
ზ) სახაზინო და საბანკო ოპერაციების წარმოება კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიხედვით ფინანსური უზრუნველყოფის სისტემის შემუშავება და ცენტრალიზებული წესით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რეკვიზიტების მიხედვით ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფა საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზით;
კ) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 15🔗
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) შესყიდვების გეგმის, შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის განკარგულებების საფუძველზე, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების, საავტომობილო, ჯავშანტექნიკის, მცურავი საშუალებების, საფრენი აპარატების, საწვავ-საპოხი მასალების და მათი ტექნიკური საშუალებების, კავშირგაბმულობის, ოპტიკური საშუალებების, ორგტექნიკის, საინჟინრო-საბრძოლო მასალების, საინჟინრო-ქიმიური სანივთე ქონების, სამხედრო აღჭურვილობის, პირადი ჰიგიენის და სხვა საშუალებების, კვებითი მომსახურების, კვების პროდუქტებისა და სამზარეულო ინვენტარის, მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების, სამედიცინო ინვენტარის, საყაზარმე და საოფისე ავეჯის, საკანცელარიო, საოფისე, ტოპოგრაფიული მასალების და მომსახურების, სამეურნეო საქონლის, სამინისტროს საპროტოკოლო მომსახურების, ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის, რეცხვის, დაბანვის, დასუფთავების, და სხვა საშუალებების (საქონლის), აგრეთვე ინტელექტუალური და სხვადასხვა სახის მომსახურებების, სამხედრო გადაზიდვების შესყიდვის განხორციელებისათვის მიმწოდებლის მოძიება, ხელშეკრულების პროექტის მომზადება, წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სხვა სათანადო ღონისძიებების გატარება;
ბ) იმპორტირებულ და ექსპორტირებულ საქონელზე და მომსახურებაზე საბაჟო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
გ) შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და წარმართვა, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება;
დ) შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და ამ დებულების საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მათი დადება მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ე) მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოში ელექტრონული ბაზის წარმოებისათვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა;
ვ) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 16🔗
სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ფუნქციებია:
ა) შესყიდვების გეგმის, შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის განკარგულებების საფუძველზე, სამშენებლო-საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო, კეთილმოწყობის, სარეკონსტრუქციო, სარემონტო-საავარიო და სხვა სამუშაოების, აგრეთვე უძრავი ქონების შესყიდვის განხორციელება, მიმწოდებლის მოძიება, ხელშეკრულებების მომზადება, წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება, სამუშაოების პროექტთან და დეფექტურ აქტთან ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობის განსაზღვრა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სხვა სათანადო ღონისძიებების გატარება;
ბ) სამინისტროში მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო სამშენებლო მასალების, სამეურნეო საქონლისა და ამ სამუშაოებთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვის პროცედურების განხორციელება;
გ) შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და წარმართვა, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება;
დ) შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და ამ დებულების საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მათი დადება მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ე) მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოში ელექტრონული ბაზის წარმოებისათვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა;
ვ) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 17🔗
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებზე, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა მიერ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაზე;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში, სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და გადამზადებას;
ე) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს საქმიანობის შესახებ.