„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №104 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№106
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.123.016058
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110418047, 20/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი  ქალაქის – ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება №106       

2011 წლის 13  აპრილი

ქ. ქუთაისი                           

 „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №104 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის1-ლი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად  და სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის 2011 წლის 11 აპრილის №01-40/316 წერილობითი შენიშვნების გათვალისწინებით, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნ ე ს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახე ბ“თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №104 დადგენილებაში (რომელიც გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 2011 წლის 11 აპრილს) შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს:

1. რეზიდენტი საწარმოს ა თვის/ორგანიზაციის ა თვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის ა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს. ამასთან:

ა. ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას ავტობუსებისათვის (M3კატეგორია – 5 ტონაზე მეტი), მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის ა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2013 წლის 1 იანვრამდე;

ბ. საქმიანობისათვის სპორტის დარგში, გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის ა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,01 პროცენტს 2013 წლის 1 იანვრამდე;

2. არარეზიდენტი საწარმოსათვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის ა და არამატერიალური აქტივების (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზუფრუქტით, ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ ი, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს.

3. ფიზიკური პირისათვის: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობის, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის) იახტების (კატარღების), თვითმფრინავების, შვეულმფრენების; არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონების; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების ა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების; პირის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ ი ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე) – დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და შეადგენს:

ა. 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს;

ბ. 100 000 ლარი სა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-ს.“

2. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კონკრეტული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვ.მ-ზე განისაზღვრება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გადასახადის საბაზისო განაკვეთის /გადასახადის საბაზისო განაკვეთი ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 0,24 ლარს/ შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე გადამრავლებით. კონკრეტული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის წლიური განაკვეთის დადგენისას, ამ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, კონკრეტული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის ტერიტორიული კოეფიციენტი და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები განისაზღვრება დანართის შესაბამისად“.

3. დადგენილების დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ტერიტორიული კოეფიციენტები და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები“.

4.   დადგენილების დანართში  გრაფის დასახელება: „გადასახა­დის განა­კვეთი 1 კვ.მ. მიწაზე წელი­წადში  (ლარი)“, შეიცვალოს დასახელებით: „გადასახა­დის განა­კვეთი 1 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების  მიწაზე წელი­წადში  (ლარი).“

მუხლი 2.დადგენილება ძალაში შევიდეს, კანონით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                    ა.ხვადაგიანი