„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№107
სარეგისტრაციო კოდი
010260010.35.123.016059
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110418048, 20/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი  ქალაქის – ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება №107       

2011 წლის 13აპრილი    

ქ. ქუთაისი                  

„თვითმმართველი ქალაქის –   ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“თვითმმართველი  ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის№7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ქვეპუნქტის, 43- ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე მუხლის საფუძველზე და სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის შენიშვნების გათვალისწინებით, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილების №1 დანართში /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულება/ შემდეგი ცვლილებები:

1. ამოღებულ იქნეს დანართის V თავის მე-17 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურე“.

2. დანართის V თავის სათაური და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი V. სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე“;

„2. სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით“.

მუხლი 2 . დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                  ა.ხვადაგიანი