საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №13-14.8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 49-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "პირველი კვირა ეთმობა კომიტეტების მუშაობას და ადგილებზე ამომრჩევლებთან შეხვედრას, ხოლო მეორე კვირა – პლენარულ სხდომებს".
3. 66-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ბიუროს სხდომები სასესიო პერიოდში იმართება ყოველ ორშაბათს, ხოლო არასასესიო პერიოდში – საჭიროებისამებრ, მაგრამ თვეში ორჯერ მაინც.".
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
2000 წლის 1 თებერვალი
№121 – IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.02.2000.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 01.02.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №121. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.02.2000 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №121, 01.02.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1304904/