საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (პარლამენტის უწყებანი, N13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომიტეტი, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, წევრთა ხმების უმრავლესობით კომიტეტის წევრებიდან ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, ხოლო ქვეკომიტეტის წევრებიდან – ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს. არჩეულ პირებს ამტკიცებს პარლამენტის ბიურო”.
2. 107-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს გადააყენებს შესაბამისი კომიტეტი, ხოლო საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს – შესაბამისი კომისია, წევრთა ხმების უმრავლესობით, რასაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო”.
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი
თბილისი,
2000 წლის 3 მაისი.
№268 – IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.05.2000.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 03.05.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №268. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.05.2000 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №268, 03.05.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.05.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1305041/