საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998):
ა) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები "აგრეთვე მაჟორიტარ დეპუტატთა მუშაობის კოორდინაციის მიზნით პარლამენტის ბიუროსთან შეიძლება შეიქმნას სათათბირო ორგანო – მაჟორიტარი დეპუტატების საკოორდინაციო საბჭო.";
ბ) 22-ე მუხლის "ნ" ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები "აგრეთვე მაჟორიტარი დეპუტატების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს.".
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
2000 წლის 10 ნოემბერი
№607 – Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.11.2000.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 10.11.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №607. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.11.2000 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის თაობაზე“, №607, 10.11.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.11.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1305469/