საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენის რეგლამენტში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. რეგლამენტს დაემატოს 801 მუხლი:
„მუხლი 801
1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი კანონპროექტს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტი 7 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს, რომელიც უახლოეს სხდომაზე იწყებს კანონპროექტის განხილვის პროცედურას.
2. ბიუროსათვის წარდგენილ კანონპროექტს თან ერთვის პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი, რომელშიც მითითებულია:
ა) კანონპროექტის დასახელება;
ბ) კანონპროექტის ინიციატორი;
გ) კანონპროექტის ავტორი;
დ) კანონპროექტის შემოსვლის თარიღი;
ე) წამყვანი კომიტეტი;
ვ) საკომიტეტო მოსმენის სავარაუდო თარიღი;
ზ) პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვის სავარაუდო თარიღი;
თ) ის კომიტეტები, რომელთა დასკვნაც უნდა ერთვოდეს კანონპროექტს;
ი) აღმასრულებელი ხელისუფლების ის დაწესებულებები, რომელთა დასკვნაც უნდა ერთვოდეს კანონპროექტს.“
3. პარლამენტის ბიურო გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე-ი“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საკითხების თაობაზე.“
2. 81-ე მუხლის პირველ პუნქტს დასაწყიში დაემატოს სიტყვები „საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ“.
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი.
2001 წლის 13 თებერვალი
№722 – IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.02.2001.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 13.02.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №722. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.02.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის თაობაზე“, №722, 13.02.2001, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1305502/