საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლაენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) 66-ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ბიუროს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იგი გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილებისათვის) დადგენილი ზღვრის ნახევრისა.”
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 6 ნოემბერი
№1720 – I ს