,თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№83
სარეგისტრაციო კოდი
330090020.35.160.016066
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110419010, 28/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ს

დადგენილება №83

2011 წლის 18 აპრილი

ქ. რუსთავი

„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20მუხლის შესაბამისად,თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილება თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის №70 დადგენილებით დამტკიცებულ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში:

1. მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებში და მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რ დაქციით:

„ა)     I ეტაპი – განაშენიანების რეგულირების გეგმების გეგმარებითი დავალების დამტკიცება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად – არა უმეტეს 20 დღე;

ბ)  II ეტაპი – განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად – არა უმეტეს 30 დღე.

4. ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმას კომისიის დასკვნის საფუძველზე ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო.“.

2. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.     მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტით განსაზღვრულ საანგარიშო ფართობში არ შედის:

ა)  შენობა-ნაგებობების მიწისქვეშა სართულ(ებ)ი;

ბ) ქუჩის ზედაპირის დონეზე, შენობაში მოწყობილი ავტომობილის გასასვლელი;

გ) შენობა-ნაგებობები, რომლებიც არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას.“

3.     მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)     არასრული სართულის იატაკის კონსტრუქციის ზედაპირის ფართობი – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შდის ½-ით;“.

4.     მე-16 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნ, და ქვეპუნქტები.

5.     მე-17 მუხლიდან ამოღებულ იქნ ს მე-2, მე-5, მე-6 და მე-16 პუნქტები.

6.     23-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.     სპეციალური ზონალური შეთანხმება ითვალისწინებს კონკრეტული მიწის ნაკვეთებისათვის განაშენიანების ინტენსიურობის (კ-2) კოეფიციენტების მაჩვენებლების გაზრდას, აგრეთვე გამოყენების ისეთი სახეობის დაშვებას, რომელნიც ამ წესების მოთხოვნებით საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას.

3.  ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკრებულოს შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

4.  სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილება მიიღება მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე.“.

24-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.     თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას „ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისია“ (შემდგომში – კომისია).

3.  კომისიის ფუნქცია, უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო.“.

8.     30-ე მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.     კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უპირატესი შესყიდვის უფლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საშუალებას აძლევს, საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე შეიძინოს გარკვეული მიწის ნაკვეთები და სხვა უძრავი ქონება.“.

9.     31-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.     განაშენიანების რეგულირების გეგმით, ამ წესებით განსაზღვრული საცხოვრებელი და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონებისათვის, შესაძლებელია დადგინდეს ამ თავის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული Y-ის განსხვავებული მნიშვნელობები.

8. მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსებისას და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრისას, როდესაც კონკრეტულ საკითხს არეგულირებს რამდენიმე ნორმა, ასეთ შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს ყველა შესაბამისი ნორმის მოთხოვნა.“.

10.   შევიდეს ცვლილება 32-ე მუხლის მე-8, მე-11, მე-12, მე-15, მე-19 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8.     სამშენებლო მიწის ნაკვეთზე, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს განსაზღვრის მიზნით, დგინდება განაშენიანების რეგულირების ხაზ(ებ)ი (წითელი ხაზ(ებ)ი).

11.     თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრის კონტურის გამო არ ხერხდება ამ მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვრის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვრის გამოყოფა და, აქედან გამომდინარე, სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს დასადგენად ვერ ხერხდება წითელი ხაზ(ებ)ის დადგენა, მაშინ მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსება უნდა მოხდეს ამ მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად.

12.     სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის განთავსება დაუშვებელია. გამონაკლისს წარმოადგენს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული პირობები.

15.    შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში დასაშვებია სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედ ი ს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის გარეშე, გარდა მე-16, მე-17 და მე-18 პუნქტებში მოცემული შემთხვევებისა.

19. თუ შენობის საანგარიშო სიმაღლე არ აღემატება 7,5 მეტრს, მაშინ შენობის სამეზობლო საზღვრიდან 3,0 მეტრით დაშორების შემთხვევაში შენობის საანგარიშო ზედაპირზე შესაძლებელია მოეწყოს კარი, ფანჯარა, სამტრედე და სხვა ღია ნაწილები. 3.0-დან 7,5 მეტრით დაშორების შემთხვევაში შესაძლებელია კარი, ფანჯარა, სამტრედე და სხვა ღია ნაწილები მოეწყოს შენობის გვერდითი ფასადების საანგარიშო ზედაპირზე. დანარჩენ შემთხვევაში შესაძლებელია ღიობები გამოიჭრას 7,5 მეტრის შემდეგ. ნაკვეთების საზღვრიდან 3,0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს შეიძლება მოწყობილ იქნ ე ს ღიობები, თუ ამაზე მიღებულ იქნება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა.“.

11.ამოღებულ იქნ ს 32-ე მუხლის 24-ე პუნქტი.

12. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.     ერთ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე რამდენიმე სხვადასხვა ტიპის შენობის განთავსების შემთხვევაში, ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნები ხორციელდება ამავე სამშენებლო მიწის ნაკვეთზე, წარმოსახვითი სამეზობლო საზღვრ(ებ)ის დადგენის საფუძველზე (ანუ ერთ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე ისე უნდა განთავსდეს ერთზე მეტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, როგორც ამ თავის მოთხოვნათა შესაბამისად ერთმანეთის მომიჯნავე სხვადასხვა სამშენებლო მიწის ნაკვეთზეა ერთმანეთის მიმართ განთავსებული).“.

13. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)     ფანჯრების ფრთების/დარაბების (ბოლომდე გაღებულ მდგომარეობაში), შეჭრა ტროტუარის კიდის ვერტიკალური წარმოსახვითი სიბრტყიდან პერპენდიკულარულად 0.6 მ-ზე მეტად;“.

14.35-ე მუხლის მე-6 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.     სამშენებლო მიწის ნაკვეთიდან, რომელიც ესაზღვრება ისეთ ქუჩას ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეს, რომელთაც არ გააჩნიათ ამ მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ ტროტუარი, დაუშვებელია შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების ქუჩის ან/და საზოგადოებრივი სივრცის მხარეს საზოგადოებრივი საზღვრის გარეთ 0,3 მ-ზე მეტად შეჭრა.

15. შევიდეს ცვლილება 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„2. დასაშვებია სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობაში შესასვლელი კიბეების მოწყობა გრუნტის ზედაპირიდან ისეთ მიწისპირა სართულამდე, რომლის იატაკის ზედაპირი მდებარეობს გრუნტის ზედაპირს ზემოთ ან პირველ მიწისზედა სართულამდე, მაგრამ არა უმეტეს 4.5 მეტრ სიმაღლემდე, ამასთანავე ტროტუარის კიდის ვერტიკალურ წარმოსახვითი სიბრტყიდან პერპენდიკულარულად კიბეებამდე დარჩენილი, ბუნებრივი (ხე-ნარგავები, გაზონი) ან/და ხელოვნური (განათების ბოძი, მცირე არქიტექტურული ფორმები) წინაღობისაგან თავისუფალი, გასავლელის სიგანე უნდა იყოს მინიმუმ 1.8 მ.

3. დასაშვებია სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაში ჩასასვლელი კიბეების და ბუნებრივი განათების მოწყობა გრუნტის ზედაპირიდან 2.7 მეტრ სიღრმემდე, ამასთანავე ტროტუარის კიდის ვერტიკალურ ი წარმოსახვითი სიბრტყიდან პერპენდიკულარულად კიბეებამდე დარჩენილი, ბუნებრივი (ხე-ნარგავები, გაზონი ) ან/და ხელოვნური (განათების ბოძი, მცირე არქიტექტურული ფორმები) წინაღობისაგან თავისუფალი, გასავლელის სიგანე უნდა იყოს მინიმუმ 1.8 მ.“.

16.   37-ე მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2) საზიარო კედელი/ღობე უნდა აშენდეს ისე, რომ მან თავისი მზიდუნარიანობით, სხვადასხვა სიმაღლის ბლოკირებულ (შეწყვილებულ) შენობათა მშენებლობის შემთხვევაში დააკმაყოფილოს ასაშენებელი შენობ(ებ)ის მეზობლების მოთხოვნები.“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კ. გურგენიძე