⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.03.2004)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შესახებ

მიღების თარიღი 26.08.2003
ძალის დაკარგვა 15.03.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №3089
სარეგისტრაციო კოდი 090.020.040.05.001.001.401
გამოქვეყნების წყარო სსმ, 28, 15/09/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,361 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.08.2003 მიღება
15.03.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:"\#Grigolia";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"#Grigolia","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"#Grigolia","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 55.35pt .75in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. კანონის მიზანი ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებებს, საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, პრინციპებსა და მიმართულებებს, დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესს და დეპარტამენტის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიებს.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის სამართლებრივი სტატუსი დეპარტამენტი არის სამართალდამცავი სტატუსის მქონე საგამოძიებო ორგანო, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შედის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახით. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებას.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა, ეს კანონი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპები 1. დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, დეპარტამენტის სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს. 2. დეპარტამენტის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, მიუხედავად მისი მოქალაქეობრივი, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობისა, რასობრივი და ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა, ენისა, სარწმუნოებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა. 3. დეპარტამენტის თანამშრომელს ეკრძალება: ა) პირად, კომერციულ, პროფესიულ ან/და სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული, აგრეთვე კანონით დაცული სხვა ინფორმაციის გამჟღავნება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) შეთავსებით მუშაობა ანაზღაურებად სამუშაოზე, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა; თანამდებობის დაკავება სხვა სახაზინო დაწესებულებაში, ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება ან თანამდებობის დაკავება უცხო ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობანი დეპარტამენტი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტის თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან დეპარტამენტი დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით თანამშრომლობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანოებთან, სამართალდამცავ და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან. თავი II დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები     მუხლი 7🔗. დეპარტამენტის ამოცანები დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში ჩადენილი დანაშაულების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოძიებას და ამ მიზნით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას.     მუხლი 8🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი დეპარტამენტი დაკისრებული ამოცანების შესრულებისას უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში ჩადენილ დანაშაულზე აღძრას სისხლის სამართლის საქმე ან უარი თქვას მის აღძვრაზე; ბ) ჩაატაროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ან/და საბაჟო დეპარტამენტების მოკვლევის ორგანოები ან/და ქვედანაყოფები ჩააბას შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; დ) საგადასახადო ან/და საბაჟო დეპარტამენტების მოკვლევის ორგანოებს ან/და ქვედანაყოფებს მისცეს წერილობითი დავალებები საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ; ე) საგადასახადო ან/და საბაჟო დეპარტამენტების ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისცეს წერილობითი დავალებები მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ოპერატიულ-სამძებრო და სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ; ვ) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა; ზ) განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობა. თავი III დეპარტამენტის ორგანიზება და ხელმძღვანელობა     მუხლი 9🔗. დეპარტამენტის ორგანიზება 1. დეპარტამენტი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე. 2. დეპარტამენტი დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ფუნქციონირებს ერთიანი, ცენტრალიზებული წესით. 3. დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან დეპარტამენტის თავმჯდომარეს ან დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მის ერთ-ერთ მოადგილეს. 4. დეპარტამენტის ორგანიზება და სტრუქტურა განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.     მუხლი 10🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტის მართვას, კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას ახორციელებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით. 3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა უფლებამოსილებების გამიჯვნა და საქმიანობის სფეროების განსაზღვრა ხორციელდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. 4. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 5. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს, პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის; ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურებს; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე; დ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას დეპარტამენტის თანამშრომელთა საქმიანობასა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა; ვ) პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო და სპეციალური სახსრების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური მოწყობილობების (მათ შორის, შეიარაღების, სპეციალური ტექნიკის, სპეციალური საშუალებების და ა.შ.) მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე; ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დებულების პროექტს, სტრუქტურას, ხარჯთაღრიცხვასა და საშტატო განრიგს, ასევე აღნიშნულ აქტებში სათანადო ცვლილებების პროექტებს; თ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ინფორმაციას დეპარტამენტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე; ი) დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს და მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა დეპარტამენტის თანამშრომელთათვის; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სპეციალურ წოდებებს და შუამდგომლობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის შესაბამისი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე; ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის თაობაზე; მ) წყვეტს დეპარტამენტში სამსახურის გავლის საკითხებს; ნ) კონტროლს უწევს გამომძიებლების იმ მოქმედებათა დროულობას, რომლებიც დანაშაულის გამოვლენისა და აცილებისკენაა მიმართული; იღებს ზომებს, რათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად მოხდეს სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება; ო) ამოწმებს სისხლის სამართლის საქმეს, აძლევს გამომძიებელს მითითებას წინასწარი გამოძიების წარმოების, ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის, დანაშაულის კვალიფიკაციის, ბრალდების მოცულობის, საქმის წარმართვისა და საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ; პ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.  თავი IV დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესი და დეპარტამენტის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები     მუხლი 11🔗. დეპარტამენტში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები 1. დეპარტამენტში სამსახურის გავლა რეგულირდება ამ კანონით და მის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. დეპარტამენტში საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. ამ კანონსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს შორის წინააღმდეგობისას გამოიყენება ამ კანონის ნორმები.     მუხლი 12🔗. დეპარტამენტის თანამშრომელი 1. დეპარტამენტის თანამშრომელი არის საჯარო მოსამსახურე. 2. დეპარტამენტის თანამშრომელი ვალდებულია დადგენილი წესით გაიაროს ატესტაცია, რომლის ჩატარების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 3. დეპარტამენტის თანამშრომელს თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, დადგენილი წესით ენიჭება სპეციალური წოდება. დეპარტამენტის თანამშრომელს ასევე ენიჭება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება. 4. დეპარტამენტის თანამშრომელს თავისი ვინაობისა და უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა მოწმობა და სპეციალური ჟეტონი.     მუხლი 13🔗. დეპარტამენტში სამუშაოდ მიღების წესი და პირობები 1. დეპარტამენტში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით სამუშაოდ მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის არანაკლებ 23 წლისა, ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს სათანადო განათლება (გამომძიებელს –უმაღლესი იურიდიული განათლება), პიროვნული თვისებებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი, გავლილი აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახური ან კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია მისგან და აკმაყოფილებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 2. დეპარტამენტში ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ თანამდებობებზე სამუშაოდ არ მიიღება 35 წელზე მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არა აქვს საგადასახადო, საბაჟო ან სამართალდამცავ ორგანოებში ანდა სპეციალურ სამსახურში მუშაობის 1 წლის სტაჟი მაინც. 3. დეპარტამენტში სამუშაოდ მიღების მსურველმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ავტობიოგრაფია; გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა და მისი ასლი; დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ; ვ) გაცემული შრომის წიგნაკი (თუ ასეთი არსებობს); ზ) სამხედრო ბილეთი; თ) ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ცნობა საგადასახადო სამსახურიდან; ი) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; კ) სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა; ლ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები. 4. დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით. 5. დეპარტამენტში სამუშაოდ არ მიიღება: ა) ნასამართლევი პირი; ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი; გ) პირი, რომელიც სასამართლო წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი; დ) პირი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა პირობების არსებობისას.     მუხლი 14🔗. დეპარტამენტის თანამშრომელთა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან დეპარტამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს წელიწადში ერთხელ ჩაატაროს დეპარტამენტის თანამშრომელთა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება და მისი შედეგების გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს შესაბამის პირთა გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან, ამ კანონის მე-15 მუხლის „ბ“ ან „მ“ ქვეპუნქტის თანახმად.     მუხლი 15🔗. დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) ზღვრული საპენსიო ასაკის მიღწევა; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, დასახიჩრება (დაინვალიდება) ან ქრონიკული დაავადება (რაც დასტურდება სამედიცინო ცნობით), რის გამოც პირს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება; გ) შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლა; დ) შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა; ე) დეპარტამენტის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაცია; ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა; ზ) დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან შტატების შემცირება; თ) სახელმწიფო ხელისუფლების, მმართველობის ან პროკურატურის ორგანოებში ანდა სასამართლოში არჩევა ან დანიშვნა; ი) საკუთარი სურვილი; კ) დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ლ) სამსახურებრივი შეუთავსებლობა, თუ იგი არ აღმოიფხვრა გამოვლენიდან 10 დღის ვადაში; მ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარება; ნ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.     მუხლი 16🔗. დეპარტამენტის თანამშრომლის წახალისების ფორმები დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი მუშაობისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის წესდება მისი წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება და მადლობის სიგელით დაჯილდოება; ბ) პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; გ) დამატებითი შვებულების (10 კალენდარული დღის) მიცემა; დ) დეპარტამენტის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ე) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა; ზ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი ვაჟკაცობისა და მამაცობისთვის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.     მუხლი 17🔗. დეპარტამენტის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობა დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის მის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნის მიცემა; ბ) საყვედურის გამოცხადება; გ) სასტიკი საყვედურის გამოცხადება; დ) დეპარტამენტის სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) უფრო დაბალი რანგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა არა უმეტეს 1 წლით; ვ) წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება; ზ) თანამდებობრივი ჩამოქვეითება; თ) სამსახურიდან გათავისუფლება.     მუხლი 18🔗. დეპარტამენტის თანამშრომლის სოციალური დაცვა 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს დეპარტამენტის თანამშრომლის სოციალურ დაცვას. 2. დეპარტამენტის თანამშრომლისათვის დადგენილია 40-საათიანი სამუშაო კვირა და ნორმირებული სამუშაო დღე. 3. დეპარტამენტის თანამშრომელი დეპარტამენტში მუშაობისათვის იღებს ხელფასს, რომელიც მოიცავს: ა) თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის განაკვეთებს; ბ) წელთა ნამსახურობისათვის დანამატს; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დანამატებისა და კომპენსაციების განაკვეთებს ადგენს შესაბამისი საკანონმდებლო აქტი ან საქართველოს პრეზიდენტი. 5. დეპარტამენტის თანამშრომლის წლიური შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება სამხედრო, სამართალდამცავ ან/და სპეციალურ სამსახურებში მუშაობის სტაჟის მიხედვით და შეადგენს: ა) 30 კალენდარულ დღეს – 10 წლამდე სტაჟისათვის; ბ) 40 კალენდარულ დღეს – 10-დან 15 წლამდე სტაჟისათვის; გ) 45 კალენდარულ დღეს – 15 წელზე მეტი სტაჟისათვის. 6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დეპარტამენტის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 10 წლის ხელფასის (დეპარტამენტში უკანასკნელად დაკავებული თანამდებობის მიხედვით) ოდენობით. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. 7. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დეპარტამენტის თანამშრომლის დაჭრის ან დასახიჩრების (დაინვალიდების) შემთხვევაში მას სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის (ინვალიდობის ჯგუფის) შესაბამისად, ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა კომპენსაცია 1-დან 5 წლამდე ხელფასის (დეპარტამენტში უკანასკნელად დაკავებული თანამდებობის მიხედვით) ოდენობით. 8. დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლდა ზღვრული საპენსიო ასაკის მიღწევის ან ინვალიდობის გამო, აქვს ხელფასის ოდენობის პენსიის მიღების უფლება. 9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დეპარტამენტის თანამშრომლის კმაყოფაზე მყოფ მეუღლეს ან/და არასრულწლოვან შვილს, ხოლო მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დეპარტამენტის თანამშრომელს ენიშნება პენსია ხელფასის (დეპარტამენტში უკანასკნელად დაკავებული თანამდებობის მიხედვით) ოდენობით.     მუხლი 19🔗. დეპარტამენტის თანამშრომლის პასუხისმგებლობა 1. დეპარტამენტის თანამშრომელი პასუხისმგებელია იმ ზიანისათვის, რომელიც მიაყენა ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს თავისი ბრალეული ქმედებით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. 2. ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძველზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. თავი V დეპარტამენტის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა     მუხლი 20🔗. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროები დეპარტამენტი მისთვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების ჯეროვანი შესრულების მიზნით ფინანსდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან. დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური სახსრებიდან. თავი VI გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი     მუხლი 21🔗. გარდამავალი დებულებანი 1. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შეიმუშაოს და ამ კანონის მიღებიდან 1 თვის ვადაში შესაბამის ორგანოებს დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდეგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები: ა) საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ბ) საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირების უზრუნველყოფის შესახებ“; გ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ; დ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნის თაობაზე; ე) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის განაკვეთების, წელთა ნამსახურობისათვის დანამატის, კვების ულუფის კომპენსაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობის თაობაზე. 2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ამ კანონის მიღებიდან 1 თვის ვადაში გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: ა) საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ; ბ) საგამოძიებო დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის შესახებ; გ) საგამოძიებო დეპარტამენტის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ; დ) საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა სავალდებულო ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ. 3. 2003 წლის 15 ოქტომბერს ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი. მიღებული იქნეს ცნობად, რომ გამოიცემა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები: ა) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ბ) საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ.     მუხლი 22🔗. დასკვნითი დებულებანი 1. ეს კანონი, გარდა 21-ე მუხლისა, ამოქმედდეს 2003 წლის 1 ოქტომბერს. 2. ამ კანონის 21-ე მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი           ე. შევარდნაძე თბილისი, 2003 წლის 26 აგვისტო. №3089–რს შეტანილი ცვლილებები: 1.  ძალადაკარგულია-საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3377-სსმI,№5,04.03.2004წ.,მუხ.11