საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.04.2011
ძალაში შესვლა 20.04.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/631
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.024.016069
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110420010, 20/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,528 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.04.2011 მიღება
20.04.2011 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:14.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:31.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; } p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:31.5pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.BodyTextChar { } span.BodyTextIndent3Char { } span.BodyTextIndentChar { } span.FooterChar { } span.HeaderChar { } span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/631 2011 წ ლის 20 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება. 2. ბრძანება ძალაშია 2011 წლის 20 აპრილიდან.      ვ . ქობალია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის (შემდგომში დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 4. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები 1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განსაზღვრული სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია და კონტროლი; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან თანამშრომლობა; გ) ტრანსპორტის სფეროში საინვესტიციო კაპიტალის, საერთაშორისო დახმარებისა და კრედიტების მოზიდვის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში; დ) ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების და სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის მიზნით უწყებათაშორისი ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა სხვა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად; ე) ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება, არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ანალიზი თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით და მოლაპარაკებებში მონაწილეობა; ვ) ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა და კომისიებზე განსახილველი საკითხების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ზ) შესაბამის უწყებებთან ერთად ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში დარგში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობა; ი) დარგობრივი რეფორმებისა და ინსტიტუციონალური მოწყობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა; კ) ტრანსპორტის სფეროში ლიბერალიზაციის პროცესების განხორციელების ხელშეწყობა. 2. დეპარტამენტი, მასზე დაკისრებულ ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, მის ტერიტორიულ ორგანოებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) ხელს აწერს/ ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ ან/ და სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს; ვ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამისი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) მინისტრთან და შესაბამისი მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე; თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 5. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას. 8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 9. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სატრანსპორტო დერეფნის განვითარების სამმართველო; ბ) საზღვაო ტრანსპორტის სამმართველო; გ) სამოქალაქო ავიაციის სამმართველო; დ) სახმელეთო ტრანსპორტის სამმართველო. 2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე. 3. სატრანსპორტო დერეფნის განვითარების სამმართველოს ფუნქციებია: ა) ტრანსპორტის სფეროში დადგენილი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია და კონტროლი კონპეტენციის ფარგლებში; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან თანამშრომლობა და ქვეყნის სატრანსპორტო სისტემების საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ტრანსპორტის სფეროში საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობა საინვესტიციო კაპიტალის, საერთაშორისო დახმარებებისა და კრედიტების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით; გ) ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისა და სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით უწყებათაშორისი ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; დ) ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება და მოლაპარაკებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ე) ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიების მუშაობაში მონაწილეობა და კომისიების სხდომებზე განსახილველი საკითხების მომზადება და მონიტორინგი მათ შესრულებაზე, კომპეტენციის ფარგლებში; ვ) ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ზ) დარგში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; თ) დარგობრივი რეფორმებისა და ინსტიტუციონალური მოწყობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრ აში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ი) ტრანსპორტის სფეროში ლიბერალიზაციის პროცესების განხორციელების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში; კ) სატრანსპორტო დარგების ფუნქციონირების ძირითადი მაჩვენებლების მოპოვება-ანალიზი და მონაცემთა ბაზის ფორმირება; ლ) დარგობრივი თათბირების, შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობა; მ) სამმართველოში შემოსული კორესპო ნდენციისა და დავალებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 4. საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს ფუნქციებია: ა) საზღვაო ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) საზღვაო ტრანსპორტის დარგში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება და მოლაპარაკებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; გ) ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა და კომისიების სხდომაზე განსახილველი საკითხების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; დ) საზღვაო ტრანსპორტის დარგი უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ე) საზღვაო ტრანსპორტის დარგში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობა; ვ) დარგობრივი რეფორმებისა და ინსტიტუციური მოწყობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ზ) დარგობრივი თათბირების, შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობა; თ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციისა და დავალებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 5. სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამოქალაქო ავიაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და დადგენილი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება და მოლაპარ აკებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; გ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობა საინვესტიციო კაპიტალის, საერთაშორისო დახმარებებისა და კრედიტების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით; დ) ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიების მუშაობაში მონაწილეობა და კომისიების სხდომებზე განსახილველი საკითხების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ე) სამოქალაქო ავიაციის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ვ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობა; ზ) სამოქალაქო აეროპორტების განვითარების ხელშეწყობა; თ) დარგობრივი რეფორმებისა და ინსტიტუციური მოწყობის ძირითად მიმ არ თულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ი) სამოქალაქო ავიაციის სფეროში ლიბერალიზაციის პროცესების განხორციელების ხელშეწყობა; კ) დარგობრივი თათბირების, შეხვედრების კონფერენციების, სემინარების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობა; ლ) სამმართველო ში შემოსული კორესპონდენციისა და დავალებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 6. სახმელეთო ტრანსპორტის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და დადგენილი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობა საინვესტიციო კაპიტალის, საერთაშორისო დახმარებებისა და კრედიტების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით; გ) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება და მოლაპარაკებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; დ) ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა და კომისიების სხდომებზე განსახილველი საკითხების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ე) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ვ) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობა; ზ) დარგობრივი რეფორმებისა და ინსტიტუციური მოწყობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; თ) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო ( ევროპულ) კონვენციებთან მიერთებისა და ამ კონვენციების დარგში დანერგვის პროცესების ხელშეწყობა; ი) დარგობრივი შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობა; კ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციისა და დავალებების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება; ლ) სატრანსპორტო- ლოჯისტიკური მომსახურების ბაზრის ანალიზი, სატრანსპორტო- ლოჯისტიკური სისტემების კვლევა. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები 1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან შესაბამისი სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.