„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №241
2011 წლი ს 20 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ III, 4.11.08, №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. დავების განხილვის სამსახურის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის, სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები და ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში
1. დავების განხილვის სამსახურის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტისა და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს, აგრეთვე იმ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში (კონსულტანტი, თანაშემწე და სხვა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დავების განხილვის სამსახურის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტისა და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან, შესაბამისად, დავების განხილვის სამსახურის უფროსის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსისა და სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინაშე.
3. ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში, ანგარიშვალდებულნი არიან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე და ასრულებენ მათ მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. დავების განხილვის სამსახურის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის და სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ, შესაბამისად, დავების განხილვის სამსახურის უფროსის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსის, სტრუქტურული ერთეულის უფროსის და/ან კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის და/ან სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.
2. მე-9 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ და ,,ო“ ქვეპუნქტები:
,,ნ) საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტი;
ო) ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტი.“.
4. მე-10 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველო;
ბ) სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო;“;
ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
,,13. საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საგადასახადო პოლიტიკის სამმართველო;
ბ) საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველო.“.
6. 29-ე და 30-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველო
საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავება;
ბ) საბიუჯეტო სფეროსთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხების რეგულირების მიზნით სათანადო ინსტრუქციების და მეთოდოლოგიური მითითებების/განმარტებების მომზადება და არსებული საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა;
გ) საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული ეკონომიკური პრიორიტეტების მიხედვით საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა;
დ) საბიუჯეტო სისტემის სრულყოფის მიზნით საკანონმდებლო ბაზის სისტემატური ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების მომზადება;
ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული საბიუჯეტო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ვ) მხარჯავ დაწესებულებებთან და სამინისტროს ქვედანაყოფებთან ერთად ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავება და საშუალოვადიანი საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიტიკური მასალების და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;
ზ) პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტების დანერგვის და მათი სრულყოფის საერთო კოორდინაცია და შესაბამისი მეთოდოლოგიების/ინსტრუქციების შემუშავება;
თ) საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შემუშავება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში, ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საფუძველზე საბიუჯეტო ცირკულარის მომზადება, მეთოდურ მითითებებთან ერთად;
ი) წლიური სახელმწიფო საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცვლილებების პროექტების მომზადება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად;
კ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემუშავება, შემდგომი სრულყოფა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ლ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მოსამსახურეებისათვის შესაბამისი სამუშაო შეხვედრების ორგანიზება-ჩატარება;
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების ანალიზი და მათ ფუნქციებთან დაკავშირებული შესაბამისი ანალიტიკური მასალების მომზადება;
ნ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება.
მუხლი 30. სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო
სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავებისათვის შესაბამისი მონაცემების შეგროვება;
ბ) მხარჯავი დაწესებულებების კადრებისა და ხარჯების ზღვრული მოცულობების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება;
გ) ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
დ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისათვის მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება და დამუშავება;
ე) მხარჯავი დაწესებულებებისა და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან საჭირო ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი და ბიუჯეტის ფორმირება;
ვ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გასაცემი თანხების შესახებ წინადადებათა მომზადება;
ზ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
თ) წლიურ საბიუჯეტო კანონში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
ი) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წლიური საბიუჯეტო კანონის მიხედვით ბიუჯეტის განწერის ფორმირება და დაზუსტება;
კ) სახელმწიფო ბიუჯეტის განწერის თანახმად ან სახელმწიფო ბიუჯეტის განწერის დაზუსტების დროს მხარჯავი დაწესებულებების მიერ დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიხედვით წარმოდგენილი საბიუჯეტო ასიგნებების განაწილებების მიღება, დამუშავება, სახაზინო კოდების მინიჭება და სახაზინო სამსახურზე დაშვება;
ლ) დადგენილი წესის თანახმად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხების ერთ ან მეტ ასიგნებაზე გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება;
მ) დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების ხარჯთაღრიცხვის განხილვა, დადასტურება და დაშვება სახაზინო სამსახურზე;
ნ) წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებში განსაზღვრული ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებების აღრიცხვა;
ო) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (სტრუქტურული ერთეულებისაგან) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საშუალოვადიანი ნაერთი ბიუჯეტის ფორმირება;
პ) მიღებული მონაცემების საფუძველზე პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) მიმოხილვისა და სფეროების მიხედვით ნაერთი ანალიტიკური მასალების მომზადება;
ჟ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
რ) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის ფინანსური უზრუნველყოფა;
ს) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის თანახმად საქართველოსათვის სავალდებულო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითი აღსრულების ფინანსური საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადებების მომზადება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
უ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.“.
7. 31-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირებისა და აღსრულების თაობაზე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ორგანოების მუშაკთათვის შესაბამისი სამუშაო შეხვედრების ორგანიზება-ჩატარება;“.
8. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ქვეპუნქტი:
,,ზ1) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკებიდან და ადგილობრივი თვითთმმართველობებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის მიღება და დამუშავება;“.
9. თავი X და 35-ე – 38-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
10. დაემატოს შემდეგი შინაარსის XVI და XVII თავები და 57-ე – 61-ე მუხლები:
„თავი XVI
საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტი
მუხლი 57. საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 58. საგადასახადო პოლიტიკის სამმართველო
საგადასახადო პოლიტიკის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
გ) საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება;
დ) საგადასახადო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
ე) მოსაკრებლის სფეროში ერთიანი კომპლექსური საკანონმდებლო აქტების პაკეტის შემუშავება და სრულყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 59. საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველო
საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საგადასახადო შეთანხმებების (ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების (კონვენციის)) მომზადების კოორდინაცია, მათ შორის, მოლაპარაკებების გამართვის ორგანიზება და ხელშეკრულების გაფორმება;
ბ) საგადასახადო და საბაჟო სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შეთანხმებების პროექტების მომზადებასა და შეთანხმებების დადებაში მონაწილეობის მიღება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესახებ დასკვნების მომზადება;
დ) საბაჟო და საგადასახადო სფეროებში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება.
თავი XVII
ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტი
მუხლი 60. ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსთან ერთად ახორციელებს ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მოადგილეები) მისი (მათი) არსებობის შემთხვევაში და ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები.
მუხლი 61. ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტი
ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მიმართულებათა და მაჩვენებელთა შემუშავებისათვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების ანალიზი და პროგნოზული გაანგარიშების განხორციელება;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
გ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის წინადადებათა მომზადება;
დ) ქვეყნის ეკონომიკის ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ სათანადო ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
ე) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიით და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;
ვ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის წლიური საპროგნოზო მაჩვენებლების კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ზ) დამტკიცებული განწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;
თ) ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების ყოველთვიური მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება;
ი) საქართველოს სამართლებრივი აქტებით დადგენილ საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
კ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინდადებებისა და დოკუმენტების განხილვა;
ლ) ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარების შესახებ მიღებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
მ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის საშემოსავლო ნაწილის ცვლილების პროექტის მომზადება, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 20 აპრილიდან.
კ. ბაინდურაშვილი