"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016121
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110420022, 20/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება№52

2011 წლის20 აპრილი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანებით (სსმ III, 2010 წ., №170, მუხ. 2449) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (შემდგომში – მაცნე) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების ოფიციალურ გამოქვეყნებას და მათ თარგმანს ინგლისურ ენაზე.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მაცნეს მიზანია ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა, სისტემატიზაცია და ინგლისურ ენაზე თარგმნა, კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფა.“.

3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) საქართველოს ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების, გარდა „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, თარგმნას ინგლისურ და/ან ქართულ ენაზე, ტერმინოლოგიური განმარტებითი ლექსიკონების შემუშავებას, ლინგვისტურ, გამოყენებით კვლევას და ექსპერტულ ანალიზს (შეფასება/ანალიზი).“.

4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შენაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) მთარგმნელობითი ცენტრი.“.

5. მე-12 მუხლს დაემატოს 121 მუხლი:

    „მუხლი 121. მთარგმნელობითი ცენტრი

მთარგმნელობითი ცენტრი უზრუნველყოფს:

ა)საქართველოს ნორმატიული აქტების ან სხვა ოფიციალური (არაოფიციალური) დოკუმენტების თარგმნას ინგლისურ ენაზე;

ბ) ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებისა და სხვა ოფიციალური (არაოფიციალური) დოკუმენტების თარგმნას ქართულ ენაზე;

გ) ტერმინოლოგიური განმარტებითი ლექსიკონების შემუშავებას, ასევე ტერმინოლოგიურ მონაცემთა ბაზების შექმნას, განახლებასა და დახვეწას;

დ) ზოგიერთ თარგმანზე ვებგვერდის მეშვეობით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;

ე) ლინგვისტურ, მათ შორის, ტერმინოლოგიურ, სამეცნიერო-თეორიულ და გამოყენებით კვლევას და ექსპერტულ ანალიზს (შეფასება/ანალიზი);

ვ) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელებას.“.

    მუხლი 2.

1.ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარის მიერ შესაბამისი ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი