აქციონერთა საერთო კრების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110426005, 27/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სააქციო საზოგადოება „ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სს „ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად, ვიწვევთ აქციონერთა საერთო კრებას 2011 წლის 18 მაისს 18 საათზე. აქციონერთა კრება ჩატარდება საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. №5, სართული მე-3, ოთახი 309.

სააღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2011 წლის 26 აპრილი. აქციონერებს აქვთ შესაძლებლობა კრებაზე თავიანთი ხმის უფლება წინასწარ შეამოწმონ საზოგადოების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან შპს „კავკასრეესტრი“ (იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა, ტელ: +995 32 220749).

 

აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგი:

1. 2010 წლის წლიური შედეგების დამტკიცება.

2. საზოგადოების მიერ განთავსებული აქციების (სახაზინო აქციების) გამოსყიდვა თანახმად „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 531-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.

3. სახაზინო აქციების ნებადართულ აქციებად გამოცხადება და დირექტორატის განსაზღვრა ორგანოდ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს აქციების განთავსება, ხოლო თუ განთავსება არ განხორციელდება, საწესდებო კაპიტალის შემცირება აქციათა გაუქმებით.

4. საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება.

5. საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვის მიზნით კრედიტების აღება.

6. საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველყოფა.

7. 2011 წლისათვის დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა.

სამეთვალყურეო საბჭოს

თავმჯდომარე                       გ. სხირტლაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აქციონერთა საერთო კრების შესახებ“?
დიახ, განცხადება „აქციონერთა საერთო კრების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.04.2011.
როდის იქნა მიღებული „აქციონერთა საერთო კრების შესახებ“?
„აქციონერთა საერთო კრების შესახებ“ მიღებულია 26.04.2011. მიმღები ორგანო — ს.ს"ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი". დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „აქციონერთა საერთო კრების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.04.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „აქციონერთა საერთო კრების შესახებ“, №0, 26.04.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1310979/