საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.04.2011
ძალის დაკარგვა 01.06.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №74
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.038.016043
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110426017, 28/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.75in 42.5pt .75in .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №74
2011 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
„
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო (შემდგომში – პრობაციის ბიურო) შექმნილია „
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. პრობაციის ბიურო წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) ტერიტორიულ ორგანოს, რომლის საქმიანობას კოორდინაციას უწევს პრობაციის ეროვნული სააგენტო.
3. პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
4. პრობაციის ბიუროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით: „
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო – (ბიუროს დასახელება) – პრობაციის ბიურო“.
5. პრობაციის ბიურო ანგარიშვალდებულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისა და კურატორი უფროსის მოადგილის წინაშე.
მუხლი 2🔗. პრობაციის ბიუროს მიზნები და უფლებამოსილება
1. პრობაციის ბიუროს მიზანია „
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-
2 მუხლით გათვალისწინებული აქტების (შემდგომში – სამართლებრივი აქტები) აღსრულება, საქართველოს პატიმრობის კოდექსის 171 მუხლით გათვალისწინებული ვიდეოპაემნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ორგანიზება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. პრობაციის ბიურო უფლებამოსილია:
ა) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ორგანიზაცია გაუკეთოს სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
ბ) აწარმოოს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვა, სტატისტიკა და ანალიზი;
გ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
მუხლი 3🔗. პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორია და ადგილსამყოფელი
1. თბილისის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა ქ. თბილისი. პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ვაჩნაძის ქ. № 9.
2. იმერეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი, სამტრედიის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ხარაგაულის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტები. პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. ქუთაისი, ზ. გამსახურდიას ქ. №15.
3. ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა თვითმმართველი ქალაქი რუსთავი, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, თეთრი წყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები. პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №19.
4. შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ,,დროებითი ადმინისტრაციულ-
ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის №
4735 დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-
ტერიტორიული ერთეულის ტერიტორია. პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1.
5. კახეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები. პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. თელავი, გ. ჩოხელის ქ. №35.
6. გურიის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები. პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №3.
7. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა თვითმმართველი ქალაქი ფოთი, ზუგდიდის, სენაკის, მესტიის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტები. პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას ქ.
№58.
8. მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა მცხეთის, თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. მცხეთა, დავით
აღმაშენებლის ქ. №51.
9. სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები. პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. ახალციხე, ნ. კეცხოველის ქ. №6.
10. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს ამბროლაურის, ლენტეხის, ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტები. პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. ამბროლაური, ვ. კობახიძის №7.
11. აჭარის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის, ხულოს და ქობულეთის მუნიციპალიტეტები. პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. ბათუმი, ივ. ჯავახიშვილის №70.
მუხლი 4🔗. პრობაციის ბიუროს მართვა
1. პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.
2. პრობაციის ბიუროს უფროსი:
ა) სამართლებრივ აქტებს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართი) და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით;
ბ) ახორციელებს პრობაციის ბიუროს მოსამსახურეთათვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე კონტროლსა და პასუხისმგებელია მათ აღსრულებაზე;
გ) პრობაციის ეროვნულ სააგენტოს პერიოდულად მოახსენებს პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულების მდგომარეობის შესახებ;
დ) ახორციელებს ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ფუნქციებს;
ე) პასუხისმგებელია პრობაციის ოფიცრის მიერ კანონის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.
4. თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილის უფლებამოსილებას განსაზღვრავს და საქმიანობას კოორდინაციას უწევს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი.
5. ბიუროს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, ბიუროს უფროსი თავის უფლებამოსილებას დროებით ანიჭებს ერთ-
ერთ პრობაციის ოფიცერს, ხოლო თბილისის პრობაციის ბიუროში პრობაციის ბიუროს უფროსის მოვალეობას ასრულებს ბიუროს უფროსის მოადგილე.
მუხლი 5🔗. პრობაციის ოფიცერი
1. პრობაციის ოფიცერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.
2. პრობაციის ოფიცერს აქვს ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია ბეჭდის ნომერი და პრობაციის ბიუროს დასახელება.
3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით შესაძლებელია ბიუროში შეიქმნას პრობაციის ოფიცერთა სპეციალიზებული ჯგუფები.
4. პრობაციის ბიუროში გამოიყოფა არანაკლებ ერთი პრობაციის ოფიცერი, რომელიც მუშაობს არასარულწლოვან მსჯავრდებულებთან.
5. პრობაციის ბიუროში გამოიყოფა ერთი პრობაციის ოფიცერი, რომელიც კოორდინაციას უწევს სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტების აღსრულებას.
6. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას პრობაციის ოფიცერი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.
7. პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
8. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ოფიცრის უკანონო მოქმედებით გამოწვეული ზარალი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗. პრობაციის ოფიცრის ფუნქციები
პრობაციის ოფიცერი:
ა) აკონტროლებს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ბ) აკონტროლებს მსჯავრდებულის ყოფაქცევას და დახმარებას უწევს მას;
გ) მსჯავრდებულთან ატარებს აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს;
დ) შეძლებისდაგვარად ეხმარება მსჯავრდებულს შრომით მოწყობაში;
ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან;
ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას ახორციელებს დადგენილი წესით, მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის მიხედვით;
ზ) მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის მოთხოვნების შესრულების, აგრეთვე მის შესახებ სხვა ინფორმაციის რეგისტრაციას ახორციელებს დადგენილი წესით, სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით;
თ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი პერიოდულობით იბარებს მსჯავრდებულს აღრიცხვისათვის;
ი) ჩამოართმევს მსჯავრდებულს ახსნა-განმარტებას;
კ) საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ ინფორმაციას იღებს მისი ნათესავებისაგან, ნაცნობებისაგან, სამუშაო ადგილიდან და სასწავლო დაწესებულებიდან;
ლ) საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს მსჯავრდებულის შესახებ შესაბამის სახელმწიფო და სამკურნალო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას;
მ) მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, ადგენს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც იმავდროულად არის საჯარიმო ქვითარი;
ნ) კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს პრობაციის ბიუროს უფროსს;
ო) სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას ადგენს შესაბამის ოქმს;
პ) წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეებთან დაკავშირებით პერიოდულად აწვდის შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს პრობაციის ბიუროს უფროსს.
მუხლი 7🔗. პრობაციის ბიუროს საქმისწარმოება
1. პრობაციის ბიურო, საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ, კანცელარიისათვის განსაზღვრულ საქმიანობას ახორციელებს ბიუროს სპეციალისტებისა და შესაბამისი ელექტრონული მართვის სისტემების საშუალებით.
2. პრობაციის ბიუროს სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.
3. პრობაციის ბიუროს სპეციალისტი:
ა) უზრუნველყოფს პრობაციის ბიუროში შემოსული და გასული დოკუმენტაციის რეგისტრაციას, აღრიცხვას, დამუშავებას, შენახვასა და დაცვას;
ბ) ახორციელებს მსჯავრდებულთა მონაცემთა ბაზის განახლებას კომპეტენციის ფარგლებში;
გ) უზრუნველყოფს პრობაციის ბიუროს კორესპოდენციის გაგზავნას;
დ) უზრუნველყოფს საქმისწარმოების და დასრულებული საქმეების დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პრობაციის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემას;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
მუხლი 8🔗. პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
პრობაციის ბიუროს მატერიალურ-
ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტო.