ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N8 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2011 წლის 15 აპრილი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №8 დადგენილებაში – ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
საკრებულომ დაადგინა:
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №8 დადგენილებაში – ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ,,კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილსამყოფელია ჩოხატაური, წერეთლის ქ. №2“ .
2. დებულების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტში ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სამსახურის“ შეიცვალოს სიტყვით ,,ამ“.
3. დადგენილებით დამტკიცებული მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. სამსახურის მიზნები და ამოცანები.
1. დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურის მიზნები და ამოცანებია.
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, მემორიალური, რელიგიური, ესთეტიკური, მხატვრული, მეცნიერული თუ სხვა კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება, პოპულარიზაცია შესაბამის არასათანადო და თვითნებური ქმედებების აღკვეთა შესაბამის სამსახურთან ერთად;
ბ) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების, ჭიდაობის, ჭადრაკის, ფეხბურთის, მძლეოსნობის, ჩოგბურთის, ბაზიერთა ხელსაყრელი პირობების შექმნა, ასევე თანამედროვე ხელოვნებისა და სპორტის სხვა სახეობების განვითარების ხელშეწყობა, კონკურენტუნარიანი გარემოს განმტკიცება;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასკოლო, სკოლის გარეშე და სკოლამდელი დაწესებულებების, სახელოვნებო და სპორტული განათლების დაწესებულებათა მუშაობის კოორდინაცია;
დ) განათლების სისტემის წინაშე მდგრადი ამოცანების განხორციელების მხარდაჭერა;
ე) მუნიციპალიტეტში ფიზიკური აღზრდისა და სპორტული განვითარებისათვის, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორცილება;
ვ) ზოგადად სპორტისა და კონკრეტული სახეობების ტრადიციების შენარჩუნების, დაცვის, არსებული პრობლემების დაძლევისა და სპორტის ძირითადი მიმართულებების განვითარების პროექტის შემუშავება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ზ) მასობრივ გამაჯანსაღებელ და სპორტულ ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის შემუშავება;
თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველი, ინვალიდ და მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პროექტების განხორცილება.
ი) სათანადო პროექტებისა და საქმიანობების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას;
კ) ნიჭიერი მოზარდებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;
ლ) ადგილობრივი, ეროვნული თუ საერთაშორისო კულტურული, სპორტული ღონისძიებების, სხვადასხვა ფესტივალის, გაცვლითი პროგრამების, გამოფენების, ბიენალეების, კონკურსების, სპორტული ტურნირებისა თუ შეჯიბრებების, სხვადასხვა ბანაკებისა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილე ჯგუფთა თუ ინდივიდუალურ შემსრულებელთა ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;
მ) სამსახურის სამოღვაწეო არეალში არსებული ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, დაკაბადონება და საინფორმაციო ბაზის შექმნა. კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და სპორტის შესახებ;
ნ) კულტურის, განათლების, სპორტის, კულტურული მემკვიდრეობისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში საინფორმაციო და საქველმოქმედო საქმიანობების განხორციელების ხელშეწყობა.
2. სამსახური თავისი ამოცანების შესრულების მიზნით თანამშრომლობს როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან.
3. მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით სამსახური თანამშრომლობს საზღვარგარეთის ანალოგიური ტიპის ორგანიზაციებთან, საქმიანობისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით“.
4. დადგენილებით დამტკიცებული მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნ ე ს მე-3 პუნქტი.
5. დადგენილებით დამტკიცებული მე-8 მუხლიდან ამოღებულ იქნ ე ს სიტყვები ,,რეორგანიზაცია და“.
6. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე