,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის #30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
280120000.35.143.016065
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110427012, 04/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურისმუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 36

2011 წლის 26  აპრილი

ქ. ხაშური

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №30 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის              მე-2 პუნქტის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს“.

ბ) დადგენილების მე-2 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებში მითითებული ოჯახების სარეიტინგო ქულების ოდენობა ნაცვლად ,,70 000 – 100 000’’ ქულისა განისაზღვროს ,,0 – 100 000’’ ქულით.

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დანიშნული მედიკამენტების ღირებულების დასაფინანსებლად ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულმა ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, აგრეთვე, ექიმის დანიშნულების საფუძველზე ცნობა სააფთიაქო დაწესებულებიდან – მედიკამენტების ჩამონათვალის, ღირებულების და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.’’;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დედ-მამით ობოლი ბავშვის/მოზარდის მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებდან – ბავშვის/მოზარდის მეურვის ვინაობის შესახებ;

დ) ცნობა ბავშვის/მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა; მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);

ე) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან – ბავშვის/მოზარდის მკურნალობის ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა (მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);

ვ) ბავშვის/მოზარდის დაბადების მოწმობის ასლი.“.

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტულო მომსახურება:

ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ გარდაცვლილ ვეტერანთა (მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა, კოდი – 100) სარიტუალო მომსახურება;

ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების გარდაცვლილ მონაწილეთა (კოდი –300) სარიტუალო მომსახურება;

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ავღანეთის ომის გარდაცვლილ მონაწილეთა (კოდი 200) სარიტუალო მომსახურება;

დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ გარდაცვლილ დევნილთა სარიტუალო მომსახურება;

ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) დაკრძალვის ხარჯების მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვლილი ვეტერანის/ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის/ ავღანეთის ომის მონაწილის/დევნილის მოწმობის ასლი;

დ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ (პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შემთხვევაში);

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ვ) სამოქალაქო რეესტრის ცნობა პირის გარდაცვალების შესახებ.

3. სარიტუალო მომსახურების თანხა გაიცემა 250 ლარის ოდენობით.’’;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაეწევა ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის ბრძოლების ვეტერანებს ან მათ ოჯახებს:

ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ინვალიდებს;

ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახებს;

გ) მეორე მსოფლო ომის მონაწილეებსა და ინვალიდებს.’’

თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. ხანძრისა და სტიქიური მოვლენებით უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება

1. ამ მუხლით დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრისა და სტიქიური მოვლენების (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, ქარიშხალი და ა.შ.) შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, აგრეთვე იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლის ძირითად კონსტრუქციულ ელემენტებს სტიქიამ არსებითი ზიანი მიაყენა.

2. ხანძრის ან სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ოჯახს, რომლის საცხოვრებელი  სახლის ძირითად კონსტრუქციულ ელემენტებს ხანძარმა ან სტიქიამ არსებითი ზიანი მიაყენა, 500 ლარის ოდენობით.

3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ხანძარსაწინააღმდეგო ან/და სხვა კომპეტენტური დაწესებულებიდან, მათ შორის, სტიქიით მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისიის დასკვნა – ხანძრის ან სხვა სტიქიური მოვლენის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხის შესახებ; (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები

4. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ მომხდარი ხანძრით ან სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალის შემთხვევებზე.’’;

ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება ითვალისწინებს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე 120 პირის დღეში ერთჯერ, სამკომპონენტიანი სადილით უფასო კვებას.

კ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დახმარების თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დასკვნის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით – ამ წესის პირველი და მე-2 მუხლების, აგრეთვე მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების; ამ წესის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში სააფთიაქო დაწესებულების; ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში უმაღლესი სასწავლებლის ან ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე მე-9, მე-10, მე-11, მე-12 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე მისი გადარიცხვის გზით“.

 

ლ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15, მე-16, მე-17 და მე-19 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა სოციალური მომსახურება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა სოციალური მომსახურება ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №141 განკარგულებით დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამის სფუძველზე.

    მუხლი 16. საომარი მოქმედებების შედეგად დევნილთა ყოფა-ცხოვრების პირობების მოწესრიგებისა და მათი სოციალური დაცვის სხვა ღონისძიებები

ეს მუხლი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ყოფა-ცხოვრების პირობების მოწესრიგების ღონისძიებებს, მათ შორის, საცხოვრებელი შენობების საერთო სარგებლობის დერეფნების განათებისა და წყალსაქაჩების ელექტროენერგიის ხარჯების დაფარვას.

    მუხლი 17. მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისა და აღსაზრდელების უფასო მომსახურება

ამ მუხლით გათვალისწინებული უფასო მომსახურება ხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №149 განკარგულებით დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამის საფუძველზე.

    მუხლი 19. სოციალური დახმარების ფინანსური უზრუნველყოფა

  წინამდებარე „წესითა“ და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული სოციალური დახმარება ფინანსდება ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მთლიანი მოცულობა 236 500 ლარით განისაზღვრება“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                                 დ. ლომიძე