„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა - ნაგებობათა სახეების (რომელთა განთავსება/მშენებლობა, მშენებლობის ნაბართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
330130000.35.152.016043
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110427017, 02/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 16

2011 წლის 26 აპრილი

ქ. დუშეთი

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა -ნაგებობათა სახეების (რომელთა განთავსება / მშენებლობა, მშენებლობის ნაბართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

 შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეების (რომელთა განთავსება/მშენებლობა, მშენებლობის ნაბართვის გარეშე  იქნება შესაძლებელი)  და პირობების განსაზღვრის შესახებ“  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბრის №46 დადგენილებაში და
1. პირველი მუხლის:

 ა) „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);“;

ბ) დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ზ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა.“;

გ) დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით;

„თ) ლანდშაფტური მშენებლობა.“;

დ) დაემატოს „ი’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ი) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი,  III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) საერთაშორისო დანიშნულების გზების ღერძულა ხაზიდან 100-მეტრიან ზონაში, შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულების გზების ღერძულა ხაზიდან 50-მეტრიან ზონაში და ადგილობრივი დანიშნულების გზების ღერძულა ხაზიდან 30-მეტრიან ზონაში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებელად ( გარდა პირველი მუხლის „ბ“, „გ“, „ დ“, „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა და იმ შენობა-ნაგებობების, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახლმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულო მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისთვის დადგენილი წესით;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა, საკურორტო- სარეაკრიაციო ზონებში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად (გარდა I მუხლის „დ”, და „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევების და იმ შენობა-ნაგებობების, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულო მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით.“;

გ) დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ ქალაქსა და დაბებში ასაშნებელი შენობა-ნაგებობების ფასადი არის განთავსებული ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის, მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალო მომიჯნავედ (გარდა პირველი მუხლის „დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევების და იმ შენობა-ნაგებობების, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან), სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით.“.

3. მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                ც. საძაგლიშვილი