განჩინება-კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2011 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განვიხილე სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ გადახდისუუნარობის საქმე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება სასამართლოში შემოსულ კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების მიზნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნეს სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 3 მაისს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
3. დაევალოს სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” რეაბილიტაციის მმართველს კრედიტორთათვის კრედიტორთა კრების ჩატარების შესახებ შეტყობინების დაგზავნა.
4. განჩინება გამოქვეყნდეს ჟურნალში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ რეაბილიტაციის მმართველს.
5. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში და სასამართლოს ვებგვერდზე (TCC.GOV.GE).
6. გადახდიუსუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილი