⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2012)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.04.2011
ძალის დაკარგვა 01.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №259
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016181
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110428013, 03/05/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,117 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2011 მიღება
01.01.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.6pt 52.15pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №259 2011 წლის 27 აპრილი ქ. თბილისი სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილისა და 31-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი“.  2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №914 ბრძანება.     მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 20 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. კ. ბაინდურაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი     მუხლი 1🔗 1. სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე. 2. ეს წესი განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების, წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან სამართლებრივი აქტის საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებისთვის ან/და საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ორგანიზაციული კოდისთვის გამოყოფილი სახსრების, აგრეთვე საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმს. 3. მხარჯავი დაწესებულების ასიგნებების კვარტალებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება (შემდგომში – გადანაწილება) შეიძლება განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში. 4. მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებისა და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან თანხები შეიძლება გადანაწილდეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებზე, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის დამტკიცებული ასიგნებების საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში. 5. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს შეუზღუდავად. 6. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად სამართლებრივი აქტის საფუძველზე საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ორგანიზაციული კოდებიდან მხარჯავი დაწესებულებისთვის ან/და საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ორგანიზაციული კოდებისათვის გამოყოფილი სახსრების გადანაწილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია განხორციელდეს შეუზღუდავად. 7. წლიური საბიუჯეტო კანონის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიუღებლობის შემთხვევაში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გადანაწილება უნდა განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული მექანიზმის შესაბამისად. 8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებისათვის ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი უფლების გამოყენება შეუძლია შეუზღუდავად. 9. გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ასევე მხარჯავი დაწესებულების ღონისძიებებს, პროგრამებსა და პროექტებს შორის. 10. გადანაწილება არ შეიძლება განხორციელდეს გასულ კვარტალებზე, გარდა წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ცვლილებებისა. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება: ა) საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებზე; ბ) საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან მხარჯავი დაწესებულებისათვის გამოყოფილ სახსრებზე; გ) წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით ვალდებულებების კლების მუხლში ხარჯების, არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდის მუხლებიდან ასიგნებების გადანაწილებაზე. აღნიშნული გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ასევე მხარჯავი დაწესებულების ღონისძიებებს, პროგრამებსა და პროექტებს შორის.     მუხლი 2🔗 1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით მხარჯავი დაწესებულება გადანაწილების შესახებ მოთხოვნას (შემდგომში – მოთხოვნა) წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების კვარტალებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილებაზე წინადადებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული შესაბამისი საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების განმკარგავი. 2. მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება წერილობითი ფორმით. წერილში აუცილებელია მოყვანილ იქნეს შესაბამისი დასაბუთება მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ გადანაწილებაზე. მხარჯავ დაწესებულებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. 3. მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნაში ცალკე გამიჯნოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ორგანიზაციული კოდებიდან სამართლებრივი აქტით ამავე მხარჯავი დაწესებულებისთვის გამოყოფილი სახსრების გადანაწილებაზე ინფორმაცია თითოეული სამართლებრივი აქტის და ამ აქტის საფუძველზე გამოყოფილი სახსრების წყაროს მიხედვით. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ მოთხოვნაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ სახელმწიფო ხაზინაში არ უნდა წარადგინოს ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულებების დოკუმენტი იმ თანხებზე, რომლებზედაც არსებობს მოთხოვნა. 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არა უგვიანეს 15 სამუშაო დღისა საქართველოს ფინანსთა მინისტრს (მინისტრის პირველ მოადგილეს) წარუდგენს შესაბამის წინადადებებს გადანაწილების თაობაზე. 6. სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო თუ აღნიშნული გადანაწილება არ აღემატება   10 000 ლარს ან/და არ იცვლება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული ასიგნებების წლიური მოცულობა (ხორციელდება მხოლოდ კვარტალებს შორის ასიგნებების გადანაწილება), გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ასევე ენიჭება საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს. 7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის (მინისტრის პირველი მოადგილის) თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილებას წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 8. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონულ ფორმას ადასტურებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი და ამავე დეპარტამენტის სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს უფროსი და აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი. 9. განხორციელებული ცვლილებები მხარჯავი დაწესებულებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მხარჯავ დაწესებულებას ეცნობება წერილობით. 10. სახელმწიფო ხაზინა თანხების გადარიცხვას ახორციელებს დაზუსტებული გეგმის მიხედვით სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით.     მუხლი 3🔗 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებით გათვალისწინებული ასიგნებები.