პირველი აუქციონის განაცხადი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
პირველი აუქციონის განაცხადი
პირველი აუქციონის განაცხადი
„გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, შპს „აჭარინვესტის“ გაკოტრების მმართველი, ფიზიკური პირი, დიმიტრი ბლიაძე აცხადებს აუქციონს შპს „აჭარინვესტის“ (იურიდიული მისამართი: ბათუმი, რუსთაველის ქუჩის გაგრძელება (ნუროლის ქუჩა); ს/კ 206253604) სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით.
აუქციონი ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ბათუმი, ზღვისპირა პარკი, ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული _ 2011 წლის 17 მაისს, 11:00 სთ-ზე.
აუქციონზე იყიდება შპს „აჭარინვესტის“ კუთვნილი/ბალანსზე არსებული შემდეგი უძრავი და მოძრავი ქონება და დებიტორული მოთხოვნების საზოგადოების სასარგებლოდ მათ შორის (დამოუკიდებელი ექსპერტ-აუდიტის მიერ მოწოდებული დასკვნის საფუძველზე ქონების ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით) :
დასახელება
რაოდენობა
რაოდენობის ერთეული
ღირებულება
შენიშვნა
13 ერთეული არაკომერციული ფართი, მდებარე ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელება (ნუროლის ქუჩა)
13 ერთეული ბინა დაყოფილია ბლოკებად
2455,5
კვ.მ
1461022.5 ლარი
შემფასებლის მიერ 1 კვ.მ შეფასებულია 350 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გაკოტრების მმართველის მიერ ნაანგარიშევია გამოცხადების მომენტისათვის მაქსიმალური კურსი, რომელიც შეადგენს 1 აშშ დოლარზე 1,70ლარს.
მასალები და მოძრავი ქონება (მდებარეობს ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელება, ნუროლის ქუჩა)
არმატურა ეფ 18 – 2.7 ტონა ავტომატი 3-ფაზიანი 40 ამპერი – 1ცალი; არმატურა ა3 – 32მმ ნარჩენი – 4,19 ტონა; არმატურა ა3 – 14მმ ნარჩენი – 0.245 ტონა; არმატურა ა3 – 16მმ ნარჩენი – 0.147 ტონა; არმატურა ა3 – 28მმ ნარჩენი – 2.914 ტონა; ბითუმის მასტიკა – 432 კგ.; ჰიდროიზოლაცია ჰოლიბიტი 382 რულონი; გაზი პროპანი – 4 ცალი; ლურსმანი 100 მმ. – 3 კგ.; ლურსმანი 20 მმ – 2 კგ.; ლურსმანი 70 მმ – 17 კგ.; ლურსმანი 120 მმ – 4 კგ.; ბურღი ფერფორატორის – 1 ცალი; მილი 25*28 – 042 ტონა; მილი 50*3 – 0.209 ტონა; ჯაჭვი წელის – 7,2 მ.; შლანგი ჟანგბადის – 40 მ.; კირი – 50 კგ.; პლასტმასის მილი ეფ 32 –40 მ.; ბეტონში ჩასაწყობი დეტალები მჩ–2 – 68 ცალი; ბეტონში ჩასაწყობი დეტალები მჩ–1 – 691 ცალი; ბეტონში ჩასაწყობი დეტალები მჩ–4 – 87 ცალი; ბეტონში ჩასაწყობი დეტალები მჩ–2 – 3 ცალი; ჩაფხუტი – 10 ცალი; კაბელი გკ 35 სპილენძის 305 გრძივი მეტრი; კაბელი ავვგ 3*10 – 220 გ.მ.; აირი პროპანი – 4 ცალი; ვიბრატორი სიღრმის – 1 ცალი; ნასოსი სიღმის ტურბინული – 1 ცალი; ელექტრო ხერხი დრუჟბა – 1 ცალი; სარენდი მანქანა – 1 ცალი; დისკიანი ხერხი 1 ცალი; დიზელის ვიბრატორი ლომბარდინი 6.5 ჰჰ – 1 ცალი; ელექტრო ვიბრატორი 2 ჰპ ტეხნოფლიქს – 1 ცალი; რეზერვუარი – 1 ცალი; ვიბრატორი ვოლტელექტრიკ 09–2 – 1 ცალი; ვიბრატორის შლანგი – 1 ცალი; ელექტრო დრელი დვდ 25600 – 1 ცალი; ნაწილები ვიბრატორის – 1 ცალი; ნაწილები ბუღრავისათვის – 1 ცალი; ნაწილები დიზელის ვიბრატორის – 1 ცალი; პერსონალური კომპიუტერი გადამწვარი – 1 ცალი; პრინტერი ლაზერ 1018 – 1 ცალი; უპს ინტექს 800ვა კლასიკ გადამწვარი – 1 ცალი; პრინტერი ჩპ დესიკჯეტ 70 – 1 ცალი; პერსონალური კომპიუტერი – 1 ცალი; პერსონალური კომპიუტერი ინელ კორ დუო 7500 – 1 ცალი; მონიტორი ლჯ ლ1942ს 19’ – 1 ცალი; უპს მილენიუმ 650 ვა –1 ცალი.
ჯამში: 67 526,96 ლარი
დებიტორული მოთხოვნები საზოგადოების სასარგებლოდ
731494,39 ლარი (საზოგადოების საბუღალტრო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით)
აუქციონზე გასაყიდი სამეურვეო ქონების საწყისი ფასია 2.260.043.85 (ორი მილიონ ორას სამოცი ათას ორმოცდასამი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარი.
აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა გაკოტრების მმართველს უნდა მიმართოს; არა უგვიანეს 2011 წლის 16 მაისის 18 საათისა, განაცხადით შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი ზღვისპირა პარკი, ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული (ტელ.: 871 33 17 74), აუქციონში მონაწილეობის თაობაზე და წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
ა) დოკუმენტი სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ბეს სახით საზოგადოების ანგარიშზე განთავსების თაობაზე ან წარმოადგინოს საბანკო გარანტია სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ოდენობით, რომლითაც მოხდება აუქციონზე დაფიქსირებული შესყიდვის ფასის გადახდის უზრუნველყოფა. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 15 საბანკო დღისა;
ბ) იურიდიული პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და კომპანიის გადაწყვეტილება ქონების აუქციონზე შესყიდვის თაობაზე;
გ) პირადობის მოწმობა.
გაკოტრების მმართველი ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების სრულყოფილებას, რის შემდეგაც რეგისტრაციაში ატარებს განაცხადს და აფიქსირებს მიღების დროს.
აუქციონის დანიშვნის შესახებ გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებული დროის შემდეგ მონაწილეთა განცხადებების მიღება წყდება.
აუქციონზე გამარჯვების კრიტერიუმია მაქსიმალური ფასის შეთავაზება, მაგრამ არანაკლებ საწყისი ფასისა.
აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ქონების შემძენს ევალება გაკოტრების მმართველის ანგარიშზე (მიმართეთ გაკოტრების მმართველს) შეიტანოს გადასახდელი თანხა სრულად 20 საბანკო დღის განმავლობაში, რომლის შემდეგაც შემძენს, დადგენილი წესით, წარმოეშობა საკუთრების უფლება.
თუ შემძენი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის ქონების ფასს, აუქციონის შედეგები ანულირდება, გადახდილი ბე არ დაუბრუნდება ან ამოქმედდება საბანკო გარანტია.