აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „კრისტალი-94“-ის აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „კრისტალი-94“-ის დირექცია იწვევს საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც ჩატარდება 2011 წლის 20 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში, სამგორის ქუჩა №3-ში.
სააქციო საზოგადოების მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2011 წლის 1 აპრილი.
დღის წესრიგი:
1. საზოგადოების წლიური შედეგების განხილვა.
2. სს „კრისტალი-94“-ის რეორგანიზაცია.
აქციონერებს დამატებითი წინადადებებისა და განმარტებებისათვის შეუძლიათ მიმართონ წერილობით საზოგადოების დირექტორს კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე. საზოგადოების დირექტორთან შესაძლებელია აგრეთვე დღის წესრიგთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ირგვლივ რეკომენდაციების გაცნობა.
აქციონერთა კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან – შპს „ეროვნული რეესტრი“. მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ 41, სართ. 6. ტელ: 31-11-73; 31-11-74; 31-11-75.
სს „კრისტალი-94“-ის დირექტორი მ. შონია