„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1564 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/650
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016073
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110429005, 02/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/650

2011 წლის 28 აპრილი

  ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1564 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1564 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2010, №125 მუხ. 1819) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელ საც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე;“.

2. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტ ი ამოღებულ იქნეს.

3. დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.“.

4. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტოს სისტემა შედგება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისგან.

2. ცენტრალური აპარატი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

3. სააგენტოს ცენტრალური აპარატი ს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) რეგიონალური განვითარების განყოფილება;

ბ) მარკეტინგის განყოფილება;

გ) დაგეგმვისა და განვითარების განყოფილება;

დ)ადმინისტრაციული განყოფილება.

4. რეგიონალური განვითარების განყოფილების ამოცანებია:

ა) ტურისტული რესურსების ინვენტარიზაციის ჩატარება და მონაცემთა ბაზის შექმნა;

ბ) საჯარო და კერძო სექტორისათვის რეკომენდაციების შემუშავება ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პროდუქტის გაუმჯობესების მიზნით;

გ) არსებული და ახალი ტურისტული ადგილების განვითარების ხელშეწყობა;

დ) ტურისტული ადგილების ინფრასტრუქტურული მოწყობის ორგანიზება;

ე) მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტურისტულ ადგილებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება;

ვ) ტურისტების მოზიდვის მიზნით ტურისტულ ადგილებში სხვადასხვა ღონისძიების მოწყობა (კულტურული სანახაობები, ფესტივალები და ა.შ.);

ზ) ადგილობრივი ხალხური რეწვისა და სუვენირების ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა;

თ) საქართველოს რეგიონებში ტურიზმის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა;

ი) შიდა ტურიზმის განვითარება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

5. მარკეტინგის განყოფილების ამოცანებია:

ა) საქართველოში უცხოელი ტურისტების მოზიდვა;

ბ)    საქართველოს ტურისტული ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაცია და ქვეყნის პოტენციალის წარდგენა საერთაშორისო ბაზრებზე;

გ)    ქვეყნის ტურისტული ბრენდის კონცეფციის შემუშავება და განვითარება;

დ) მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და ბაზრობებში;

ე) უცხოელი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორებისათვის საქართველოში პრესტურებ ი სა და გაცნობითი ტურების მოწყობა;

ვ) საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებში პრეზენტაციებისა და პრესკონფერენციების მოწყობა;

ზ)   ტურიზმის სფეროში სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა.შ.) მომზადება და გავრცელება;

თ)   ტურისტული ვებგვერდების შექმნა და განახლება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მარკეტინგული კვლევების წარმოება და მათი ანალიზის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

კ) ტურისტული ადგილების რეკლამირების ხელშეწყობა ადგილობრივ ბაზარზე და მათი ეფექტიანი პოზიციონირების უზრუნველყოფა საერთაშორისო ბაზრებზე;

6. დაგეგმვის და განვითარების განყოფილების ამოცანებია:

ა)     ტურიზმის სფეროს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება;

ბ)    ტურიზმის განვითარების ეროვნული სტრატეგიის მომზადება;

გ) ტურიზმის სფეროში არსებული სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების შემუშავება და მათი პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფა;

დ) ტურიზმის სფეროში სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, შესაბამისი კვლევების ჩატარება და ანალიზის წარმოება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის ღონისძიებათა თაობაზე;

ვ) ტურისტული ინდუსტრიის კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;

ზ) კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შემუშავება;

თ) უწყებათაშორისი პროექტების მომზადება და კოორდინაცია, საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა.

7. ადმინისტრაციული განყოფილების ამოცანებია:

ა)სააგენტოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მ ოადგილ ის, სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური და ორგანიზაციულ ი მომსახურებ ის უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;

გ) სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და შესაბამის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

დ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე, სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი;

ე) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, თავისი კომპენტეციის ფარგლებში თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და რეგისტრაცია;

ვ) სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა, ინფორმაციული ტექნოლოგიების ქსელის დანერგვა და განვითარება, პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელება, მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება და ეფექტური ადმინისტრირება;

ზ) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა; ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება; სამეურნეო საკითხების უზრუნველყოფა;

თ) სააგენტოს ფუნქციების განხორციელებისათვის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა, სააგენტოს ინტერესების დაცვა სასამართლოში.

8. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებია – რეგიონული მართვისა და განვითარების სამსახურები (ტურ იზმის საინფორმაციო ცენტრ ები), რომლებიც იქმნება თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ქვეყნის შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში.

9. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რეგიონული მართვისა და განვითარების სამსახურების (ტური ზმის საინფორმაციო ცენტრ ების) ძირითადი ამოცანებია: რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ქსელის შექმნა და კოორდინაცია; რეგიონული პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შემუშავების მიზნით სააგენტოსთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; რეგიონის მასშტაბით ტურისტული რესურსების ინვენტარიზაცია; რეგიონის მასშტაბით შესაბამისი კვლევების ჩატარება და სტატისტიკური მონაცემების შეგროვება; საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; ტურიზმის სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეებისათვის სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელშეწყობა; რეგიონში არსებული ტურისტული ობიექტების (განთავსების საშუალებები, კვების ობიექტები და ა.შ.) მონაცემთა ბაზის შექმნა.

10. ტურიზმის საინფორმაციო სამსახურს (ტურ იზმის საინფორმაციო ცენტრ ს),ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოსგან გადაცემული აქვს ბალანსზე რიცხული ქონება; სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო საოპერაციო ხარჯები გაიცემა სააგენტოს ბიუჯეტიდან.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე ა.კეკელია