2011-2012 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 21.04.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №187
სარეგისტრაციო კოდი 430030000.10.003.016347
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110429009, 02/05/2011
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.04.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
2011-2012 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 55.35pt 44.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №187
2011 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
2011-2012 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗. 2011-2012 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის მიზნით, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის 61 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. 2011-2012 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV ან V საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასური არ უნდა აღემატებოდეს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარს.
2. IV და V საფეხურების პროფესიული განათლების დასაფინანსებლად გაიცემა 360 000 (სამას სამოცი ათასი) ლარი შემდეგი განაწილებით:
ა) სრული (100 პროცენტი) დაფინანსებისათვის – 67 500 (სამოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი;
ბ) ნაწილობრივი დაფინანსების მაქსიმალური ოდენობით დაფინანსებისათვის (70 პროცენტი) – 67 500 (სამოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი;
გ) ნაწილობრივი დაფინანსების საშუალო ოდენობით დაფინანსებისათვის (50 პროცენტი) – 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
დ) ნაწილობრივი დაფინანსების მინიმალური ოდენობით დაფინანსებისათვის (30 პროცენტი) – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი.
3. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დასაფინანსებლად საკმარისი არ არის სრული დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება ნაწილობრივი დაფინანსების მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში სრული დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი დაფინანსების მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას.
4. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დასაფინანსებლად საკმარისი არ არის ნაწილობრივი დაფინანსების მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება ნაწილობრივი დაფინანსების საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ნაწილობრივი დაფინანსების მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი დაფინანსების საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას.
5. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დასაფინანსებლად საკმარისი არ არის ნაწილობრივი დაფინანსების საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება ნაწილობრივი დაფინანსების მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ნაწილობრივი დაფინანსების საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი დაფინანსების მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას.
6. ის აბიტურიენტები, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დასაფინანსებლად საკმარისი არ არის ნაწილობრივი დაფინანსების მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.
მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური