პირველი აუქციონის არშემდგრად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ოქმი
შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ პირველი აუქციონის არშემდგარად გამოცხადების შესახებ
2011 წლის 18 აპრილს ჩანიშნული იყო პირველი აუქციონი შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 202211221) სამეურვეო მასაში არსებული ქონების რეალიზაციის მიზნით.
აუქციონზე გამოტანილი იყო შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ სამეურვეო ქონება ერთიანი კომპლექსის სახით, რომლის საწყისი ფასი, აუდიტორული კომპანია შპს „აუდიტ ცენტრი იბერიის“ 2011 წლის 14 მარტის აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს 137 564.20 ლარს.
სამეურვეო ქონების შეძენის მსურველთა განცხადებების მიღება იწყებოდა ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან და გრძელდებოდა 2011 წლის 16 აპრილამდე.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები ზემოაღნიშნულ ვადაში წარმოდგენილი არ ყოფილა და ამასთან თვით აუქციონზეც არავინ გამოცხადებულა, შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ პირველი აუქციონი გამოცხადდა არშემდგარად.
გაკოტრების მმართველი ვ. კეკელიძე