,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს №65/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№56/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.022.016095
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110429021, 04/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №56/ნ

2011 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს №65/ნ  ბრძანებაში ცვლილებ ებ ისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს №65/ნ  ბრძანებ ით (სსმ III, 12.08.2010, №98,   მუხ.1459) დამტკიცებულ საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებ აში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ები და დამატებ ა:

1. მე-3 მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:      

,,1. დეპარტამენტი თავის უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭო სთან (შემდგომში – საბჭო) კოორდინირებულად და ანგარიშვალდებულია (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე. ’’

2. მე-9  მუხლის  პირველი პუნქტის:

ა)  „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„ა) დაიცვას აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის/ინსპექტირების მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია’’;

ბ)  „ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:       

„ი) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მინისტრს და საბჭოს’’; 

გ)  ,,კ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 

3. მე-11 მუხლის  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების ჩატარების ვადა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. მინისტრის გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთხელ, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით .

4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12

1. შიდა აუდიტორული დავალების საფუძველზე განსახორციელებელი შიდა აუდიტი შესაძლებელია იყოს შემდეგი სახის: 

ა) შესაბამისობის აუდიტი;

ბ) ოპერაციული აუდიტი;

გ) ეფექტიანობის აუდიტი;

დ) ფინანსური აუდიტი.

2. შიდა აუდიტი ხორციელდება გასვლითი ან კამერალური აუდიტის მეთოდით.

3. შიდა აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, შიდა აუდიტი ხორციელდება თემატური ან კომპლექსური აუდიტის ფორმით.“.

5. მე-15 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შიდა  აუდიტის  სტრატეგიულ  და  წლიურ  გეგმებს შეიმუშავებს  დეპარტამენტის  უფროსი  მინისტრთან  შეთანხმებით. შიდა  აუდიტის  სტრატეგიული  გეგმა  გამომდინარეობს  სამინისტროს  მიზნებიდან, მოიცავს  3-წლიან   პერიოდს  და განსაზღვრავს   შიდა  აუდიტის  სფეროში  სტრატეგიული  განვითარების  მიმართულებებს. შიდა  აუდიტის  წლიური  გეგმა  ეფუძნება  შიდა   აუდიტის  სტრატეგიულ  გეგმას  და  შეიცავს  კონკრეტულ  შიდა  აუდიტორულ  დავალებებს.”.

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.   დეპარტამენტის  უფროსის  წინადადებით  შიდა  აუდიტის  სტრატეგიულ და  წლიურ  გეგმებში   ნებისმიერი  ცვლილება  ხორციელდება  რისკის  შეფასების  საფუძველზე და  მას  ამტკიცებს  მინისტრი’’.

6. 23-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შიდა  აუდიტის  წლიური  ანგარიში   წარედგინება  მინისტრს  და საბჭოს’’.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტი უფლებამოსილია  მინისტრთან  და საბჭოსთან  შეთანხმებით ოფიციალურ  ბეჭდვით  ორგანოში   გამოაქვეყნოს  შიდა აუდიტორული  დასკვნა, ანგარიში  ან/და მოხსენება’’.

7. 28-ე მუხლის:

ა) „გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)  ამზადებს  და  მინისტრს  შესათანხმებლად  წარუდგენს  შიდა  აუდიტის  საქმიანობის  სტრატეგიულ  და წლიურ გეგმებს’’;

ბ) „ლ’’ და „მ’’ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

8. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

9. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,31’’ და ,,32” მუხლები:

     „მუხლი 31

დეპარტამენტის  უფროსის მიერ  სამსახურებრივი  უფლებამოსილების  შესრულების  შეუძლებლობის  შემთხვევაში  მის მოვალეობებს  ასრულებს  დეპარტამენტის  უფროსის  მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის  უფროსის  მოადგილის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსი, რაც განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 32

ამ დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეფექტიანობის აუდიტის განხორციელება დაიწყოს 2012 წლის 1 იანვრიდან.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი