საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.04.2011
ძალის დაკარგვა 05.08.2014
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016032
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110502008, 13/05/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 16.07.2014
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:26.95pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2011 წლის 29 აპრილი
ქ. საჩხერე
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულება (თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 იანვრის №9 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. აბჟანდაძე
დანართი 1
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილებას, ჩაქრობას და საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას.
2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონი „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, ,,საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილება, გამგეობის დებულება და ეს დებულება.
3. ადგილობრივი თვითმმრთველობის ორგანოების სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესს, საშტატო რაოდენობასა დ სტრუქტურას ადგენს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას ისინი სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ ნორმის ფარგლებში.
4. სამსახურის საქმიანობის და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
5. სამსახურს აქვს საკუთარი ბლანკი, ბეჭედი და შტამპი.
6. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. საჩხერე, ივ. გომართელის ქ. №51.
მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ძირითადი ფუნქციაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.
დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) განახორციელებს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების, სარკინიგზო ტრანსპორტის და საჰაერო შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე;
ბ) უზრუნველყოფს ხანძრის ჩაქრობას ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
გ) მონაწილეობას იღებს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციისა და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში;
დ) უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში წარადგენს მას სარეალიზაციოდ;
ე) ახორციელებს მშენებლობადამთავრებულ (რეკონსტრუირებული) ობიექტებზე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების და მოწყობილობების გამოცდას და სათანადო აქტების გაფორმებას;
ვ) უზრუნველყოფს ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას;
ზ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ დანაყოფში სახანძრო ტექნიკისა და ტექნიკური შეირაღების სწორ ექსპლუატაციას;
თ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობს სამსახურებთან და ორგანიზაცია-დაწესებულებებთან;
ი) საგანგებო სიტუაციების დროს ახორციელებს სამოქალაქო თავდაცვით და სამაშველო ღონისძიებებს.
კ) თავის კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.
2. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;
გ) განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) პერიოდულად ისმენს ანგარიშს თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) აკომპლექტებს რეაგირების ძალების პირად შემადგენლობას;
ზ) უზრუნველყოფს საორგანიზაციო საკითხებს;
თ) აანალიზებს ხანძრებზე სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობას, ახარციელებს ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისა და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებლად;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 4🔗. სამსახურის უფლებამოსილებანი
სამსახურს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 5🔗. სამსახურის ქონება
სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებას.
მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებები
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.