,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №14
2011 წლის 29 აპრილი
ქ. საჩხერე
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებ პორტალი, 010250020.35.130.016023 09/03/2011) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4
ქონების გადასახადი არ ვრცელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, აგრეთვე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებზე, საცხოვრებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე მიმაგრებულ მიწებზე.
გადასახადისაგან განთავისუფლება ხდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები.“.
2. დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 2-ში, პირველი და მეორე სტრიქონის მე-2 სვეტში სიტყვა ,,პუნქტის“ შეიცვალოს სიტყვით ,,ნაწილის“ .
3. დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 2-ში, მესამე სტრიქონის მე-3 სვეტში ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სათიბები (მათ შორის გაკულტურებული) 17,50 ლარი“
4. დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 2-ში, მესამე სტრიქონის მე-3 სვეტში ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საძოვრები (მათ შორის გაკულტურებული) 12,50 ლარი“
5. დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 2-ში, მესამე სტრიქონის მე-3 სვეტში ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო და სხვა.) მიწები 60 ლარი“
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ.აბჟანდაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.04.2011.
- როდის იქნა მიღებული „,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 29.04.2011. მიმღები ორგანო — საჩხერის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.130.016035.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.04.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №14, 29.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016035 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1315741/