„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის №5/36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №8/45
2011 წლის 29 აპრილი
ქ. ფოთი
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის №5/36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1.
შეტანილ იქნეს ცვლილებები„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის №5/36 დადგენილებაში (სსმ, 12/04/2011), კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რეგულირების სფერო
თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესი (შემდეგში – წესი) აწესრიგებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის წესს და ადგენს სანებართვო პირობებს“;
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ნებართვა" – თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, ამ წესით განსაზღვრული ვადით განახორციელოს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;“;
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნებართვის ძირითადი მიზანი
1. ნებართვის ძირითადი მიზანია თვითმმართ ველი ქალაქ ფოთის საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირება, აღრიცხვიანობის ერთიანი სისტემისა და საბიუჯეტო სახსრების მობილიზებისათვის ხელშეწყობა.
2. თვითმმართ ველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე უნებართვოდ მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“;
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თვითმმართ ველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გამცემი
თვითმმართველ ი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას გასცემს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე (შემდგომში – ნებართვის გამცემი), თვითმმართველ ი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი საკონკურსო კომისიის (შემდგომში ტექსტში – კომისია) ოქმის საფუძველზე.“;
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნებართვის გაცემის საფუძველი
ნებართვის გაცემის საფუძველია თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო მარშრუტებით შედგენილ ლოტზე კონკურსის წესით გადამზიდველის გამარჯვებულად ცნობის თაობაზე კომისიის ოქმი.”.
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კონკურსის მოწყობის ადგილი, თარიღი და დრო (განცხადების მიღება მთავრდება, განცხადების მიღების ბოლო დღის 17 საათზე)“;
7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული სერტიფიცირებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღწერა – ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების ფართობი, მოწყობილობა-დანადგარების ჩამონათვალი და დანიშნულება (თან უნდა ახლდეს: ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის საკუთრების ან/და მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიული წესით დამოწმებული ასლი, ლიზინგის ან იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში – ხელშეკრულების ნოტარიული წესით დამოწმებული ასლი), ამ ქვეპუნქტში აღნიშნული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოიცავს იზოლირებულ ტერიტორიას მყარი საფარით, შენობა-ნაგებობას და შესაბამის მოწყობილობა-დანადგარებს განკუთვნილს ავტოსატრანსპორტო საშუალების შენახვის, რეცხვა-დასუფთავებისა და წინასარეისო მომსახურებისათვის (შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთის შესახებ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან ნოტარიალურად დამოწმება არ სჭირდება)“;
8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-8 მუხლის მე-16 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ლოტი, ლოტის შემადგენლობაში არსებული ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების ნომერი და მასზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსზე დაშვებული ნებართვის მაძიებლ(ებ)ის სრული დასახელება“;
9. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველი
კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველია:
ა) ნებართვის მაძიებლის მიერ არასრულყოფილად წარმოდგენილი ამ წესის მე-8 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტის „ა“, “ბ“, „გ“ „დ“ ქვეპუნქტებში (გარდა ამავე მუხლის მე-7 პუნქტის„დ.ბ“ქვეპუნქტისა) და მე-8 პუნქტ შ ი მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია;
ბ) ნებართვის მაძიებელს შეჩერებული აქვს ამავე სანებართვო სფეროში მიღებული ნებართვის მოქმედება და არ არის აღმოფხვრილი მისი შეჩერების საფუძველი;
გ) ნებართვის მაძიებელმა ვერ უზრუნველყო დადგენილ ვადებში განცხადების შეტანა კომისიაში;
დ) ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემები და/ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები აღმოჩნდება ყალბი;
ე) ნებართვის მაძიებლის მიერ ლოტის შემადგენლობაში არსებული მარშრუტების მომსახურებისათვის საკონკურსოდ წარმოდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობა, სახეობა, ტევადობა არ შეესაბამება სანებართვო და საკონკურსო პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“;
10. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დაუშვებელია ნებართვის მაძიებლის მიერ კონკურსში იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების წარმოდგენა, რომელიც შეფასებულ იქნა სხვა ლოტზე გამართულ კონკურსში და მასში ნებართვის მაძიებელი გამოვლინდა გამარჯვებულად. დაუშვებელია აგრეთვე კონკურსზე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა, რომელიც წარდგენილია კონკურსზე ნებართვის სხვა მაძიებლის მიერ, ამასთანავე, დაუშვებელია ნებართვის მაძიებელმა სხვადასხვა ლოტზე წარადგინოს ერთ ი და იგივე ავტოსატრანსპორტო საშუალება.“;
11. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-11 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კომისიის გადაწყვეტილება კონკურსის გამარჯვებული გადამზიდველის გამოვლენის შესახებ ფორმდება ოქმით, რომელსაც თან ერთვის მუშა ჯგუფის წევრთა წერილობითი დასკვნა (შეფასება).
კომისიის ოქმი კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ცხადდება საჯაროდ. კონკურსის შედეგების შესახებ კომისიის ოქმის ასლი ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს და თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად.“;
12. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნებართვა გაიცემა კონკურსის გამარჯვებულ გადამზიდველზე თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, საკონკურსო კო მ ისიის ოქმის საფუძველზე.“;
13. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-12 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნ ე ს და ძალადაკარგულად გამოცხადდეს.
14. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ოქმის გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია ნებართვის გამცემს წარუდგინოს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის 3 (სამი) თვის ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურსში გამარჯვებულზე ნებართვა არ გაიცემა.“;
15. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნებართვის მფლობელის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. ნებართვის მფლობელს ზედმეტად გადახდილი თანხა უბრუნდება მისი განცხადების საფუძველზე.“;
16. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნებართვის მაძიებელი საკონკურსო კომისიის ოქმის საფუძველზე ვერ აკმაყოფილებს კანონით ან კანონის საფუძველზე ამ წესით დადგენილ სანებართვო პირობებს;“;
17. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შეასრულოს ნებართვაში აღნიშნული სამეწარმეო საქმიანობის (მომსახურების) მოცულობები ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად;“.
18. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების წინასარეისო ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება;“.
19. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მარშრუტზე მუშაობისას წინააღმდეგობათა წარმოშობის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის მოძრაობას (ავარია, ცუდი საგზაო-კლიმატური პირობები, გზის გადაკეტვა და სხვა), არასასურველი შედეგების თავიდან აცილების მიზნით დროებით შეცვალოს მუშაობის რეჟიმი, მოძრაობის განრიგი, შეწყვიტოს ან გარკვეულ მონაკვეთზე შეცვალოს მარშრუტი თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებული მარშრუტით;“.
20. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ ე ს და გამოცხადდეს ძალადაკარგულად;
21. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნებართვის მფლობელს ეკრძალება თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს მიერ დადგენილი მარშრუტის დარღვევა გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.“;
22. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მარშრუტებზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება ნებართვის გარეშე გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
23. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის სხვა პირზე გაცემისათვის“;
24. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მოქმედი კანონმდებლობი თ გათვალისწინებულ შემთხვევებში“;
25.დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ორგანოში და ვადებში.“.
26. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელი
ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელია ნებართვის მფლობელი ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი.“.
27. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3 ჩამოყალიბდეს თანახმად თანდართული დანართი 3-ის შესაბამისად.
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
დანართი 3
კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებლის შეფასების კრიტერიუმები და შეფასების ქულა
მუხლი 1. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მონაცემები
ავტოსატრანსპორტო საშუალების ხნოვანება:
ა) 2008-2011 წლებში გამოშვებული სატრანსპორტო საშუალება – 10 ქულა;
ბ) 2004-2007 წლებში გამოშვებული სატრანსპორტო საშუალება – 7 ქულა;
გ) 2004 წლამდე გამოშვებული ავტოსასატრანსპორტო საშუალებები (M2 კატეგორია –მიკროავტობუსები), 2010 წლამდე გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები (M3 კატეგორია – ავტობუსები) კონკურსში არ დაიშვება და იხსნება კონკურსიდან.
მუხლი 2. ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეგნული იერსახე
1. ძარას ვარგისიანობა:
ა) ძარა არ არის მექანიკურად დაზიანებული და არ გააჩნია კოროზია – 5 ქულა;
ბ) ძარა დეფორმირებულია და არის მექანიკურად დაზიანებული – იხსნება კონკურსიდან.
2. ძარას საფარველის მდგომარეობა:
ა) საღებავის საფარი არ არის გახუნებული და დაზიანებული – 5 ქულა;
ბ) საღებავის საფარი გახუნებულია (დაკარგული აქვს პირველადი ფერი) – 2 ქულა;
გ) ძარის ფერი არ შეესაბამება მანქანის პასპორტში მითითებულ ფერს – იხსნება კონკურსიდან.
3. ძარაზე დამაგრებული კონსტრუქციით გათვალისწინებული ელემენტების მდგომარეობა:
ა) ძარა კონსტრუქციით გათვალისწინებული ელემენტებით არ არის დაკომპლექტებული ან/და ეს ელემენტი(ები) დაზიანებულია – იხსნება კონკურსიდან.
4. საბურავების ცვეთა:
ა) საბურავების პროტექტორის ნახატის დარჩენილი სიმაღლე არ არის 2 მმ-ზე ნაკლები – 3 ქულა;
ბ) საბურავების პროტექტორის ნახატის დარჩენილი სიმაღლე 2 მმ-ზე ნაკლებია – იხსნება კონკურსიდან.
მუხლი 3. ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონის მდგომარეობა
1. სალონის მდგომარეობა, მისი განათება:
ა) სალონი გაწყობილია რბილი და ხმაურჩამხშობი გადასაკრავით, ჰერმეტულია, განათების სისტემა სრულყოფილია, იატაკი არ არის დაზიანებული – 2 ქულა;
ბ) სალონი არ არის გაწყობილი ხმაურჩამხშობი გადასაკრავით – 0,
გ) სალონი არ არის ჰერმეტული და იატაკი დაზიანებულია – იხსნება კონკურსიდან.
2. კარების, ფანჯრებისა და მინების მდგომარეობა:
ა) კარების საკეტები და ფანჯრების ჩამკეტები გამართულია, იკეტება და იღება თავისუფლად, მინები არ არის დაზიანებული – 2 ქულა;
ბ) ფანჯრების ჩამკეტები არ არის გამართული, იღება და იკეტება ძნელად; მინები დაზიანებულია – 0 ქულა;
გ) გასაღები ფანჯრები არ არსებობს – იხსნება კონკურსიდან.
3. სავარძლების რაოდენობა, მდგომარეობა, მათი განლაგება და დამაგრება:
ა) სავარძლების ტიპი შეესაბამება სტანდარტებს, მათ შორის დაშორებები ნორმების ფარგლებშია (არანაკლებ 65 სმ), სავარძლები დამაგრებულია მყარად, სუფთაა, არ არის დაზიანებული – 3 ქულა;
ბ) სავარძლები დაზიანებულია და/ან მათ შორის დაშორებები არ შეესაბამება ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილ პარამეტრებს – იხსნება კონკურსიდან.
4. სალონში გათბობისა და სავენტილაციო სისტემების მოქმედება:
ა) სალონში მოქმედებს გათბობისა და ჰაერის ვენტილაციის სისტემები – 3 ქულა;
ბ) სალონში ჰაერის ვენტილაცია ხორციელდება სავენტილაციო ფანჯრებისა და ჭერზე განთავსებული სარკმლების მეშვეობით –1 ქულა;
გ) სალონში ჰაერის ვენტილაცია და/ან გათბობა არ ხორციელდება – იხსნება კონკურსიდან.
მუხლი 4. ავტოსატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციული უსაფრთხოება
1. მძღოლის უკანა ხედვის სარკეები დაზიანებულია, საქარე მინასაწმენდები გაუმართავია, მინის შუქგამტარობა არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს – იხსნება კონკურსიდან.
2. სასიგნალო-მაჩვენებელი მოწყობილობა, ახლო და შორი ნათების, უკუსვლის მაშუქები, გვერდითი, გაბარიტული და უკანა ნათურები, გაჩერების და მოხვევის მაჩვენებლების მოქმედება; სანომრე ნიშნის განათება – ჩამოთვლილი მოწყობილობებიდან, თუ რომელიმე არ მუშაობს – იხსნება კონკურსიდან.
3. ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის და სამედიცინო სააფთიაქო ყუთის არსებობა. თუ რომელიმე მათგანით არ არის აღჭურვილი – იხსნება კონკურსიდან.
4. სპიდომეტრი გაუმართავია – იხსნება კონკურსიდან.
5. აირის ბალონები დამონტაჟებულია ტექნიკური ნორმების დარღვევით – იხსნება კონკურსიდან.
მუხლი 5. ნებართვის მაძიებლის რეპუტაცია და საიმედოობა
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელობის ფორმა
კონკურსში წარმოდგენილი ავტობუსების 30 პროცენტი და მეტი ნებართვის მაძიებლის საკუთრებაშია – 5 ქულა;
2. ნებართვის მაძიებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (ტერიტორია, შენობა-ნაგებობები და შესაბამისი მოწყობილობა-დანადგარები, განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების შენახვის, რეცხვა-დასუფთავებისა და წინასარეისო მომსახურებისთვის) ნებართვის მაძიებელს აქვს საკუთრებაში სერტიფიცირებული, ტექნიკურად გამართული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა – 8 ქულა.