„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3149
სარეგისტრაციო კოდი
040.120.000.05.001.001.415
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 22/12/2003

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ.11) მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

     „მუხლი 81

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად ქალაქ თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე საქართველოს პარლამენტის მიერ 2004 წლის 1 მაისამდე მიღებულ იქნეს ამ კანონში შესატანი ცვლილებები. ამ ცვლილებების განხორციელებამდე სასამართლოების მიერ შეჩერებულ იქნეს მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის საცხოვრებელ სადგომთან დაკავშირებული დავები და მესაკუთრესა და მოსარგებლეს შეუნარჩუნდეთ უფლება-მოვალეობანი საცხოვრებელ სადგომზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

ნინო ბურჯანაძე

თბილისი,

2003 წლის 5 დეკემბერი.

№3149–Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.12.2003.
როდის იქნა მიღებული „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.12.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3149. სარეგისტრაციო კოდი — 040.120.000.05.001.001.415.
სად არის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.12.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე, №3149, 05.12.2003, სარეგისტრაციო კოდი 040.120.000.05.001.001.415 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.12.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/13162/