„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4521-Iს
სარეგისტრაციო კოდი
010270000.05.001.016278
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110502022, 02/05/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 91  მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სახანძრო, სამაშველო და გადაუდებელი სასწრაფო დახმარებებით უზრუნველყოფა;“.

2. მე-12 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის, მუდმივი და დროებითი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განაკვეთების ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის, მუდმივი კომისიის თავმჯდომარის და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის ყოველთვიური გასამრჯელოს ოდენობის განსაზღვრა;“.

3. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ)  ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილ შემთხვევებში ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს;

ი)    გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს ცალკეული წევრის, საკრებულოს აპარატის უფროსისა და საკრებულოს დელეგაციის სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხთან დაკავშირებით, ასევე ნიშნავს საკრებულოს დელეგაციის ხელმძღვანელს.“.

4. 141  მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს, გარდა ამ კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სამუშაო პროგრამების პროექტებს;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარის სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხთან დაკავშირებით;“.

5. 142  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან.“.

6. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს კომპეტენციისათვის მიკუთვნებული საკითხები წყდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. ფარული კენჭისყრა ტარდება მხოლოდ პერსონალური და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტის დროს ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191  მუხლი:

„მუხლი 191 . საკრებულოს აპარატი

1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს აპარატის უფროსს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულო.

2. საკრებულოს აპარატის დებულებას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულო.

3. საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და საკრებულოს აპარატის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის უფროსი.

4. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონით, ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტითა და საკრებულოს აპარატის დებულებით.“.

8. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო“.

9. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) და მოადგილეებს, ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსს, საქალაქო სამსახურების უფროსებს და ქალაქ თბილისის რაიონების გამგებლებს;“.           

10. 23-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ თბილისის მთავრობა (შემდგომ – მთავრობა) არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებების აღსრულებას, დედაქალაქის განვითარების სტრატეგიის, დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასა და შესრულებას.

2. მთავრობა შედგება: მერის, მისი პირველი მოადგილისა (ვიცე-მერისა) და მოადგილეების, ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსისა და ქალაქ თბილისის საქალაქო სამსახურების უფროსებისაგან. ქალაქ თბილისის რაიონების გამგებლები თანამდებობრივად შედიან მთავრობის შემადგენლობაში.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  პუნქტი:

„21 . მთავრობის სხდომებს თავმჯდომარეობს მერი, ხოლო მისივე დავალებით − მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) ან ერთ-ერთი მოადგილე.“.

11. 231  მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქალაქო სამსახურების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1 “ ქვეპუნქტი:

„ზ1 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო სამართლის (სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული)) იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობა და მათში გაწევრება; მთავრობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების გამართული საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და მათთვის ქონების გადაცემა; ამხანაგობაში მონაწილეობა; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის (აქციების) შეძენა; მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისათვის სამოქმედო წესების განსაზღვრა;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ფინანსური სახსრებისა და ქონების საკუთრებაში გადაცემა;“;

დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანოს დასკვნის საფუძველზე საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა წინადადებებისა ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან მოხსნის თაობაზე;“;

ე) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1 “ ქვეპუნქტი:

„ტ1 ) ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების განვითარებისა და რეაბილიტაციის განხორციელებაში მონაწილეობა და არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა, მათ შორის, დედაქალაქის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის, გარე გაფორმების ელემენტების, მცირე არქიტექტურული ფორმების, ცალკეული არქიტექტურული დეტალების, დეკორატიული ელემენტების დამატება-მოწყობის საკითხების რეგულირება და აღნიშნული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების გატარება;“;

ვ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1 “ და „უ2 “ ქვეპუნქტები:

„უ1 ) დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავება და შესრულება;

2 ) დედაქალაქის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, შესრულება და მისი განხორციელების მონიტორინგი;“.

12. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები

1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები.

2. მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) მერი ნიშნავს საკრებულოს შემადგენლობიდან.

3. მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ უწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება.

4. მერის მოადგილეები ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებენ და მერს წარუდგენენ წინადადებებს შესაბამის დარგებში გატარებულ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ საკრებულოს, მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებების შესრულებას.

5. მერის დროებით არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი), ხოლო მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) არყოფნის შემთხვევაში, ასევე მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) გადაწყვეტილებით − მერის ერთ-ერთი მოადგილე.“.

13. 251  მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. 27-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

15. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. მთავრობის სამართლებრივი აქტი მიიღება მთავრობის სხდომაზე, ხოლო მთავრობის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი ასევე შეიძლება მიღებულ იქნეს მთავრობის შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მთავრობის რეგ­ლა­მენ­ტით დადგენილი წესის შესა­ბამისად.“.

16. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1 “−„ზ3 “ ქვეპუნქტები:

„ზ1 ) მოთხოვნის შესაბამისად მონაწილეობს დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;

2 ) პასუხისმგებელია რაიონისთვის ქალაქ თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის;

3 ) ამზადებს ინფორმაციას ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესრულების შესახებ და წარუდგენს ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს;“.

17. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამგეობის სამსახურების საქმიანობას ხელმძღვანელობენ სამსახურების უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“.

18. 321  მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აფუძნებს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ქონების გადაცემით. საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ქონების გადაცემა შესაძლებელია სარგებლობის ან საკუთრების უფლებით, პირდაპირი განკარგვის გზით, უსასყიდლოდ. შესაძლებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის გადაცემული ქონების მთავრობის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დაბრუნება. მთავრობის თანხმობის საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია თავის საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია უსასყიდლოდ გადასცეს ქონება ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს.“.

19. 472  მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მთავრობას საკრებულოს თანხმობით უფლება აქვს, ისარგებლოს საქართველოს მთავრობის კრედიტებით ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ოდენობის ზევით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 8 აპრილი.

№4 521– I