"დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ 13.09.2002
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თ აობაზე
მუხლი 1. „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 30.09.2002, მუხ. 125) 152 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 152. საზოგადოებრივ იდამცველ ის დანიშვნა და უფლებამოსილების ვადა
1. საზოგადოებრივი დამცველი შეირჩევ ა ღია კონკურსის წესით.საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებ ის საფუძველზე, 10 დღის ვადაში შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარ ე გამოსცემს საზოგადოებრივი დამცველის დანიშვნის ბრძანებ ას.
2. საქართველოს სახალხო დამცველი არანაკლებ 12წევრის შემადგენლობით ქმნის საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას,რომელშიც შედიან შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორ ებ ის წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარისა და საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შესახებ იღებს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით.
3. საკონკურსო პირობებს ადგენს საქართველოს სახალხო დამცველი შესაბამის დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოსთან შეთანხმებით.
4. საზოგადოებრივი დამცველი ინიშნებ ა 2წლის ვადით.
5. საზოგადოებრივი დამცველის ვადამდე გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ამ კანონის 153 და 154 მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში ან ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას მისი ქმედუუნაროდ ცნობის ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ანდა გარდაცვლილად გამოცხადების საფუძველზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 8აპრილი.
№4528–Iს