საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 28.06.2003
ძალის დაკარგვა 27.12.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №317
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 67, 03/07/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №317
2003 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
1. დამტკიცდეს საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს შესახებ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 აგვისტოს №502 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება „საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს შესახებ“
ე. შევარდნაძე
დებულება საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სწავლულ ქსპერტთა საბჭო (შემდგომში – სეს-ი) არის საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. სეს-ი ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის სფეროში.
3. სეს-ი იქმნება საქართველოში მომუშავე ცნობილ მეცნიერთა წარმომადგენლობით.
4. სეს-ი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონით „უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის შესახებ“, საქართველოს სხვა კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
5. სეს-ის აპარატის დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სეს-ისთვის გამოყოფილი სახსრები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება ცალკე სტრიქონით. სეს-ს აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და საკუთარი ემბლემა.
6. სეს-ის იურიდიული მისამართი: 380008, თბილისი, რუსთაველის გამზირი №52.
მუხლი 2🔗. სეს-ის ძირითადი ამოცანები და მოვალეობანი
1. სეს-ის ძირითადი ამოცანებია საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭებასა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნებასთან დაკავშირებული საქმიანობის მართვა, კოორდინაცია და ექსპერტიზა.
2. სეს-ის მოვალეობანია:
ა) სამეცნიერო ხარისხების მინიჭებასთან და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების შემუშავება;
ბ) სამეცნიერო სპეციალობათა ნომენკლატურის შემუშავება და დამტკიცება;
გ) სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოების შემადგენლობათა დამტკიცება და რეგისტრაცია;
დ) სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიმკუთვნებელი პროფესორთა საბჭოების რეგისტრაცია;
ე) სამეცნიერო ხარისხების დამადასტურებელი დიპლომებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების დამადასტურებელი ატესტატების სახელმწიფო რეგისტრაცია და გაცემა;
ვ) სამეცნიერო ხარისხებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების ნოსტრიფიკაცია;
ზ) სამეცნიერო ხარისხებსა და სამეცნიერო-პედაგოგიურ წოდებებთან დაკავშირებული აპელაციების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.
3. იმ დაწესებულებებს, სადაც მოქმედებენ სადისერტაციო და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიმკუთვნებელი პროფესორთა საბჭოები, სეს-ი უზრუნველყოფს დებულებებით, ინსტრუქციებით და ა.შ., აგრეთვე, სხვა საინფორმაციო მასალებით. სეს-ი უწევს აღნიშნულ საბჭოებს მეთოდურ დახმარებას.
მუხლი 3🔗. სეს-ის უფლებანი
სეს-ი უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს სამეცნიერო ხარისხების მინიჭებასა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნებასთან დაკავშირებული საატესტაციო მასალების ექსპერტიზა;
ბ) მოისმინოს სადისერტაციო და პროფესორთა საბჭოების საქმიანობის ანგარიშები მათი რწმუნების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს ერთი თვისა;
გ) დისერტაციის დაცვისას პროცედურული დარღვევების დადგენის შემთხვევაში:
- გააფრთხილოს სადისერტაციო საბჭოს ხელმძღვანელობა;
- დააყენოს საკითხი სეს-ის საერთო კრების წინაშე სადისერტაციო საბჭოს ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ, ან სადისერტაციო საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე;
დ) სადისერტაციო ნაშრომისადმი საკვალიფიკაციო მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დააყენოს საკითხი სეს-ის საერთო კრების წინაშე მინიჭებული სამეცნიერო ხარისხის ბათილად ცნობის შესახებ;
ე) შეაჩეროს სამეცნიერო ხარისხის დიპლომისა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების ატესტაციის რეგისტრაცია და გაცემა, ან გააუქმოს მინიჭებული სამეცნიერო ხარისხი;
ვ) სეს-ი დადგენილი წესით ამყარებს კონტაქტებს და აფორმებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს საერთაშორისო და სხვა ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან.
მუხლი 4🔗. სეს-ის მართვის ორგანოები
სეს-ის მართვას ახორციელებს:
ა) სეს-ის საერთო კრება;
ბ) სეს-ის პრეზიდიუმი;
გ) სეს-ის თავმჯდომარე.
მუხლი 5🔗. სეს-ის წევრთა საერთო კრება
1. სეს-ის მართვის უმაღლესი ორგანო არის სეს-ის წევრთა საერთო კრება, რომელიც:
ა) იხილავს საქართველოში უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ბ) ამტკიცებს სეს-ის დარგობრივი სექციების შემადგენლობას;
გ) წყვეტს ძირითად საორგანიზაციო საკითხებს;
დ) ამტკიცებს სეს-ის წლიურ ანგარიშს.
2. სეს-ის საერთო კრება მოიწვევა საჭიროებისამებრ თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ორი მესამედის მოთხოვნით, მაგრამ წელიწადში, სულ მცირე, ორჯერ მაინც.
3. სეს-ის საერთო კრების სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება სეს-ის წევრთა ორი მესამედი მაინც. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს სეს-ის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. სეს-ისა და სეს-ის დარგობრივი სექციების წევრებად ვერ იქნებიან სადისერტაციო საბჭოების თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და სწავლული მდივნები.
მუხლი 6🔗. სეს-ის პრეზიდიუმი
1. სეს-ის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შედიან: სეს-ის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და სეს-ის მთავარი სწავლული მდივანი; სეს-ის დარგობრივი სექციების თავმჯდომარეები.
სეს-ის პრეზიდიუმს ჰყავს კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში.
2. სეს-ის პრეზიდიუმი უფლებამოსილია შექმნას მიზნობრივი საკონსულტაციო-საექსპერტო დროებითი კომისიები.
3. სეს-ის პრეზიდიუმი ასრულებს სეს-ის საერთო კრების დადგენილებებს, საერთო კრებებს შორის პერიოდში ხელმძღვანელობს სეს-ის საქმიანობას.
4. სეს-ის პრეზიდიუმი უფლებამოსილია განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება სამეცნიერო ხარისხის მინიჭების, სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მიკუთვნების, ნოსტრიფიკაციის, აპელაციის და სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ. პრეზიდიუმი გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით.
5. სეს-ის პრეზიდიუმი ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე.
მუხლი 7🔗. სეს-ის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები
1. სეს-ის თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით ირჩევს სეს-ის საერთო კრება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით.
სეს-ის თავმჯდომარეს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. თავმჯდომარე საერთო ხელმძღვანელობას უწევს სეს-ს და წარმოადგენს მას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
3. სეს-ის თავმჯდომარე უფლება-მოვალეობებს ანაწილებს თავმჯდომარის მოადგილეებს, დარგობრივი სექციის თავმჯდომარეებსა და მთავარ სწავლულ მდივანს შორის.
4. სეს-ის თავმჯდომარე იწვევს საერთო კრებას, პრეზიდიუმის სხდომებს და თავმჯდომარეობს მათ.
5. სეს-ის თავმჯდომარის მოადგილეებს სეს-ის თავმჯდომარის წარდგენით ირჩევს სეს-ის საერთო კრება ხუთი წლის ვადით, ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით.
6. სეს-ის თავმჯდომარის მოადგილეები ხელმძღვანელობენ შესაბამისი დარგობრივი სექციების მუშაობას.
7. სეს-ის დარგობრივი სექციების თავმჯდომარეების გარდა სეს-ის პრეზიდიუმის სხვა წევრები არ შედიან დარგობრივი სექციების შემადგენლობაში.
მუხლი 8🔗. სეს-ის სტრუქტურა
1. სეს-ის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სეს-ის დარგობრივი სექციები, რომლებიც ახდენენ სადისერტაციო და პროფესორთა საბჭოების მასალებისა და დოკუმენტების ექსპერტიზას; მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევენ სადისერტაციო და პროფესორთა საბჭოებს, ამზადებენ წინადადებებს სეს-ის პრეზიდიუმისათვის;
ბ) სეს-ის თავმჯდომარის მოადგილეების ხელმძღვანელობით მოქმედი დარგობრივი სექციების ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც ადგენენ სამეცნიერო ხარისხის მაძიებელთა პუბლიკაციების შესაბამისობას სეს-ის მიერ შემუშავებულ მოთხოვნებთან, რომლებიც ეხება საკვალიფიკაციო ნაშრომით ძირითადი შედეგების გამოქვეყნების წესს;
გ) სეს-ის აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს სეს-ის საორგანიზაციო საქმიანობას.
2. სეს-ის თითოეული დარგობრივი სექცია წარმოდგენილია ექვსი ექსპერტით, რომელთაგან სამი სეს-ის წევრია.
3. სეს-ის დარგობრივი სექციების თავმჯდომარეებს სეს-ის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევენ სეს-ის დარგობრივი სექციები ხუთი წლის ვადით ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით.
4. სეს-ის სტრუქტურაში შედიან შემდეგი დარგობრივი სექციები:
მათემატიკის, ფიზიკისა და ასტრონომიის მეცნიერებათა;
ქიმიის მეცნიერებათა;
ბიოლოგიის მეცნიერებათა;
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა;
ტექნიკის მეცნიერებათა;
აგრარულ მეცნიერებათა;
ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა;
ეკონომიკის მეცნიერებათა;
ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და იურისპრუდენციის მეცნიერებათა;
ფილოლოგიის მეცნიერებათა;
მედიცინისა და ფარმაციის მეცნიერებათა.