„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის N634 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№367
სარეგისტრაციო კოდი
140030000.22.034.016039
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110502032, 02/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №3 67

2011 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართელოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების შესრულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 26 აპრილის №225 ბრძანებულებისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

  მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებით (სსმ III, 22.05.2006 წ., №69, მუხ. 873) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსი „პ“ პუნქტი:

„პ) უზრუნველყოს უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელება .“;

ბ) მე-10 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. II  სამმართველო:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;  

ბ) საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება;                 

გ) საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილება .“; 

 გ) 111   მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 111

II სამმართველო:

ა) ახორციელებს  დეპარტამენტის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების რეგულაციას;

გ) ახორციელებს საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზების უზრუნველყოფას;

დ) II სამმართველოში შემავალი სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება:

დ.ა)  თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების და დამატებების შესატანად;

დ.ბ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში;

დ.გ) განიხილავს შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს და ამზადებს სათანადო დასკვნებს;

დ.დ) განიხილავს დეპარტამენტის სხვადასხვა სამსახურებისა და სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

დ.ე) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს დეპარტამენტის ინტერესებს სასამართლოში;

დ.ვ) ახორციელებს დეპარტამენტის სამართლებრივ ი უზრუნველყოფის განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებე ბ ის გატარებას ;

ე) II სამმართველოში შემავალი საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება:

ე.ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას;

ე.ბ) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას და გაღრმავებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან;

ე.გ) საპატრულო პოლიციის სახელით მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში;

ე.დ) არალეგალური მიგრაციისა და სხვა ტრანსასაზღვრო დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებთან და საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან;      

ე.ე) საქართველოს საზღვრის სამართლებრივი რეჟიმის დაცვისა და სამიგრაციო კონტროლის განხორციელების მიზნით, „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ვიზის სახელმწიფო საზღვარზე გაცემის შემთხვევაში უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში მოწვევის საკითხების განხილვას;

ე.ვ) უზრუნველყოფს უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ  გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას; 

ვ) II სამმართველოში შემავალი საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილება:

ვ.ა) აანალიზებს საავტომობილო გზებსა და ქუჩებში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს, მათი გამომწვევი მიზეზების ლიკვიდაციისთვის იკვლევს საგზაო მოძრაობის პირობებს, არსებული წესით შეიმუშავებს ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებლად გამიზნულ ღონისძიებებს;

ვ.ბ) საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსრუქციის, აუცილებლობის შემთხვევაში კაპიტალური შეკეთების პროექტებს უთანხმებს შესაბამის სამსახურებს;

ვ.გ) მონაწილეობას იღებს საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან კაპიტალური შეკეთების შემდეგ ექსპლუატაციაში მიმღები კომისიების მუშაობაში;

ვ.დ) საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებზე, რკინიგზის გადასასვლელების ნებისმიერი სამუშაოების შესრულებისას ახორციელებს ზედამხედველობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე;

ვ.ე) ითანხმებს საშიში, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადატანას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს;

ვ.ვ) მონაწილეობს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკურ საშუალებათა პროექტების შემუშავებასა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის პროგრესული მეთოდების დანერგვაში .“.

  მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი . მერაბიშვილი