„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის #19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
201 1 წლის 29 აპრილი
ქ.საგარეჯო
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გაგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №19 დადგენილებაში. სამსახურის დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახური შედგება სამსაურის უფროსის, სამსახურის მოხელეებისაგან და ერთი განყოფილებისაგან – ადგილობრივი ქონების მართვის განყოფილება.“.
სამსახურის დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3 . სამსახური ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
3.1.სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;
გ) წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
დ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელებას;
ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
3.2. ადგილობრივი ქონების მართვის განყოფილების ფუნქციები:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლება;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
დ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონების სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
ე) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება -მოვალეობათა განხორციელება;
ვ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
ზ) რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალური ქონების სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;
თ) რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;
ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
3. დაგენილება შეიძლება გასაჩივრდეს უშუალოდ ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. საგარეჯო, ნ. ფიროსმანის ქ. №4).
საკრებულოს თავმჯდომარე ი . ჭიაურელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის #19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.04.2011.
- როდის იქნა მიღებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის #19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის #19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.04.2011. მიმღები ორგანო — საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №5. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.165.016033.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის #19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის #19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.04.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის #19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №5, 29.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.165.016033 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1316828/